რა გავაკეთო, თუ Samsung-ის ჭურჭლის სარეცხ მანქანაში წყალი რჩება

ბოლო განახლების თარიღი : 27-11-2024

რა ხდება

Samsung-ის ჭურჭლის სარეცხი მანქანის კამერის ქვედა ნაწილში (ფსკერზე) წყალი რჩება, ამ დროს მანქანის ეკრანზე არ ჩნდება შეცდომის კოდი.

Samsung-ის ჭურჭლის სარეცხი მანქანა

რა უნდა გავაკეთო

ჭურჭლის სარეცხი მანქანის ქვედა ნაწილში (სადაც ფილტრი მდებარეობს) გვერდითა ნაწილებზე და კარებზე შეიძლება დარჩეს წყლის წვეთები უმნიშვნელო რაოდენობით, - ეს ნორმალურია. რეცხვის დასრულების შემდეგ გააღე მანქანის კარი და დაელოდე შიდა კამერის გაშრობას.

თუ წყალი დიდი რაოდენობით დარჩა - მთლიანად ფარავს ჭურჭლის სარეცხი მანქანის ფსკერს, მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას.

1 გამორთე მანქანა კვების წყაროდან (როზეტიდან).
2 შეამოწმე, სწორად არის თუ არა შეერთებული დრენაჟის შლანგი.
3 გაწმინდე ფილტრაციის სისტემა, რომელიც ჭურჭლის სარეცხი მანქანის ქვედა ნაწილში მდებარეობს.

ნარჩენი წყალი თვით ფილტრში - ეს ნორმალურია და განპირობებულია მანქანის შლანგის დიზაინით. წყლის დაგროვებას განაპირობებს სიფონი, რომლის ფუნქციაა კანალიზაციიდან გამომავალი სუნის დაბლოკვა.

4 შეაერთე მანქანა როზეტში და დააჭირე ღილაკს „კვება“ (POWER).
5 შემოწმების მიზნით ჭურჭლის სარეცხი მანქანა ჩართე იმავე რეჟიმში, თუმცა დრენაჟის მილი ღიად დატოვე. ამოიღე დრენაჟის შლანგი კანალიზაციიდან და მოათავსე აბაზანაში/ ნიჟარაში.
6 დაელოდე რეცხვის ციკლის ბოლომდე დასრულებას (უნდა გაისმას მუშაობის დასრულების სიგნალის ხმა). გააღე კარი და შეამოწმე, არის თუ არა წყალი კამერაში.
7 თუ წყალი მთლიანად ფარავს ფსკერს, მიზეზი შეიძლება იყოს დრენაჟის შლანგის გაჭედვა. ამ შემთხვევაში, დიაგნოსტიკისა და რემონტისთვის მიმართე Samsung-ის სერვის-ცენტრს.

მადლობა გამოხმაურებისთვის!