Samsung-ის სარეცხ მანქანას ძლიერი ვიბრაცია აქვს

ბოლო განახლების თარიღი : 02-05-2024

სარეცხი მანქანას ვიბრაცია შეიძლება ქონდეს, რამოდენიმე მიზეზის გამო, რომლებიც ჩამოთვლილია ქვევით. შეამოწმეთ რიგ რიგობით ყველა მათგანი.

მანქანის მუშაობისას ვიბრაცია-ნორმალურია. მანქანა ვიბრაციის გარეშე ვერ იმუშავებს. ამ სტატიაში განიხილება ძლიერი ვიბრაციის მიზეზები, როცა მანქანა "დახტის" ან მოძრაობს.

არაა მოხსნილი ქარხნული სამაგრები

ქარხნული სამაგრები ყენდება მანქანაზე ქარხანაში. ისინი აფიქსირებენ ბაკს გადატანისას და იცავენ დაზიანებისგან. სარეცხი მანქანის გამოყენების წინ სამაგრები უნდა მოიხსნას. თუ ეს არ იქნა გაკეთებული, მანქანას ძლიერი ვიბრაცია ექნება.

სამაგრები მდებარეობს სარეცხი მანქანის უკანა კედელზე. მანქანის მოდელიდან გამომდინარე შეიძლება კონდეს სამიდან ხუთ სამაგრამდე.

ასე გამოიყურება ქარხნული სამაგრი

შეამოწმეთ, მოხსნილია თუ არა სამაგრები თქვენს მანქანაზე. თუ არა, მოხსენით ქანჩის გსაღებით და დაუყენეთ დანამატი, რომელიც მოყვება კომპლეტში.

შეუთავსებელი იატაკის ზედაპირი

იატაკის ზედაპირი უნდა იყოს სწორი და მყარი. საუკეთესო ვარიანტია ბეტონის იატაკი და არასრიალა მეტლახი. თუ მაქანა დგას ხის იატაკზე, ლინონიუმზე, ნოხზე, პარკეტზე ან ლამინატზე მას ვიბრაცია ექნება.

თუ იატაკი არის სრიალა და მანქანა მოძრაობს რეცხვისას, გამოიყენეთ სპეციალური ანტივიბრაციული სამაგრები.

მანქანის არასწორი მონტაჟი

მანქანანა უნდა იყოს გასწორებული თარაზოში. თუ მანაქანა დგას არასწორად, მას ვიბრაცია ექნება.

დასარეგულირებლად დაატრიალეთ ხრახნი და დაატრიალეთ მანქანის ფეხები, სანამ მანქანა არ იდგება სწორად. ამის შემდგომ ისევ დაატრიალეთ ხრახნი.

სარეცხის არასწორი ჩატვირთვა

სხვადასხვა ქსოვილი წყალს სხვადასხვანაირად იწოვს. ეს მოკმედებს სარეცხის წონაზე, ქსოვილი რომელიც წყალს უფრო სწრაფად იწოვს, მძიმდება. წონის სხვაობა მანქანაში იწვევს დისბალანსს. ასევე დისბალანსი შეიძლება გამოიწვიოს დიდი ზომის სარეცხმა: საბანი, გადასაფარებელი და ა.შ.

დისბალანსის შესამცირებლად ეცადეთ გარეცხოთ ერთი ზომის და ქსოვილის სარეცხი.

როგორ შევამოწმოთ რომ მანქანა გამართულია

ჩართეთ მანქანა სარეცხისა და ფხვნილის გარეშე რეჟიმზე "სწრაფი რეცხვა".

თი ვიბრაცია არ ექნება, მაქანა გამართულია.
თუ იქნება ძლიერი ვიბრაცია, ესეიგი მანქანა გაფუჭებულია. დიაგნოსტიკისთვის და სარემონტოდ მიმარტეთ Samsung-ის მხარდაჭერას.


მადლობა გამოხმაურებისთვის!