Galaxy Watch Ultra და Watch7 მოწყობილობების უსადენო დამუხტვა და უსადენო უკუდამუხტვა

ბოლო განახლების თარიღი : 19-08-2024

Galaxy Watch Ultra და Watch7 მოწყობილობებზე შეცვლილია უკანა მინის სენსორები და ფორმა, რისი წყალობითაც გაზრდილია სიზუსტის დონე მოწყობილობაზე აპლიკაციის „ჯანმრთელობა“ ფუნქციების გამოყენებისას. ეს ცვლილება ასევე გავლენას ახდენს საათის უსადენო დამუხტვის ან უსადენო უკუდამუხტვის ეფექტურობაზე.

Galaxy სმარტფონის ზედა ნაწილზე მოთავსებულია Galaxy Watch Ultra, რომლის ეკრანზეც მოცემულია სიმბოლო, რაც აღნიშნავს, რომ მისი დამუხტვა შეუძლებელია.

ხშირად დასმული კითხვები

კ. რა უნდა გავაკეთო, თუ Galaxy Watch Ultra ან Watch7 მოწყობილობაზე არ მუშაობს უსადენო უკუდამუხტვის ფუნქცია?

პ. Galaxy Watch Ultra და Watch7 მოწყობილობებს აქვს ახალი კონსტრუქციის უკანა სენსორი, რისი საშუალებითაც გაზრდილია მისი სიზუსტე წინა მოდელებთან შედარებით. ამის წყალობით შესაძლებელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ისეთი მონაცემების აღება, რომელთა გაზომვაც წინა მოდელებში არ იყო მხარდაჭერილი. გარდა ამისა, შესაძლებელია უფრო ზუსტი გაზომვების ჩატარება ხანგრძლივი ან სპეციალიზებული ვარჯიშების დროს.

თუმცა სენსორის ახალმა კონსტრუქციამ მოითხოვა უკანა მინის ფორმის შეცვლა. ამ ცვლილების შედეგად გაიზარდა მანძილი მოწყობილობის უსადენო დამუხტვის სისტემის კოჭასა და თავად უსადენო დამტენს შორის. ამის გამო მოწყობილობას აღარ აქვს უსადენო უკუდამუხტვის ფუნქციის მხარდაჭერა, რომელიც ხელმისაწვდომი იყო წინა მოდელებში.

მადლობას გიხდით გულისხმიერებისთვის.

კ. Galaxy Watch Ultra/Watch7 მოწყობილობის უსადენო დამტენი მოწყობილობით დამუხტვის დროს დამუხტვის სიჩქარე დაბალია

პ. Galaxy Watch Ultra და Watch7 მოწყობილობებს აქვს ახალი კონსტრუქციის უკანა სენსორი, რისი საშუალებითაც გაზრდილია მისი სიზუსტე წინა მოდელებთან შედარებით. ამის წყალობით შესაძლებელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ისეთი მონაცემების აღება, რომელთა გაზომვაც წინა მოდელებში არ იყო მხარდაჭერილი. გარდა ამისა, შესაძლებელია უფრო ზუსტი გაზომვების ჩატარება ხანგრძლივი ან სპეციალიზებული ვარჯიშების დროს.

თუმცა სენსორის ახალმა კონსტრუქციამ მოითხოვა უკანა მინის ფორმის შეცვლა. ამ ცვლილების შედეგად გაიზარდა მანძილი მოწყობილობის უსადენო დამუხტვის სისტემის კოჭასა და თავად უსადენო დამტენს შორის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დამუხტვის სიჩქარის შემცირება და დამუხტვის დროს სითბოს გამოყოფის გაზრდა.

დამუხტვის პროცესის ასაჩქარებლად რეკომენდებულია გამოიყენო კომპლექტში შემავალი უსადენო დამტენი მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია Galaxy Watch7 სერიის მოწყობილობებისთვის (EP-OL300).

მადლობა გამოხმაურებისთვის!