ხშირად დასმული კითხვები Galaxy One UI 6.1 განახლების ინსტალაციის შემდეგ Samsung-ის ანგარიშზე შესვლასთან დაკავშირებით

ბოლო განახლების თარიღი : 19-08-2024

თუ შენი მოწყობილობის ოპერაციული სისტემა განაახლე One UI 6.1 ვერსიამდე Samsung-ის ანგარიშზე შესვლის გარეშე, მოწყობილობა შეგატყობინებს, რომ AI ფუნქციებით სარგებლობისთვის დაგჭირდება Samsung-ის ანგარიშზე შესვლა. თუ უკვე გაქვს Samsung-ის ანგარიში, შეიყვანე შენი იდენტიფიკატორი და პაროლი და დააყენე ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის პარამეტრები.

ადამიანს ხელში უჭირავს Galaxy სმარტფონი, რომლის ეკრანზეც გამოსახულია Samsung-ის ანგარიშის ხატულა.

შენ შეგიძლია აირჩიო ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის კოდის მიღება დამატებით Galaxy მოწყობილობებზე, რომლებიც დაკავშირებულია Samsung-ის იმავე ანგარიშთან, რომელთანაც შენი ძირითადი მოწყობილობა. თუ არ გაქვს სხვა Galaxy მოწყობილობა ან გსურს ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის კოდის სხვა გზით მიღება (ტექსტური შეტყობინებით, სარეზერვო კოდის მეშვეობით და ა.შ.), შეასრულე ქვემოთ მოცემული მითითებები.

  1. ოპერაციული სისტემის One UI 6.1 ვერსიამდე განახლების შემდეგ აირჩიე „გადახედვა“.

  2. ჩამოდი ქვემოთ და აირჩიე „ვარიანტები“.

  3. აირჩიე „ელ. ფოსტა“ ან „ტელეფონის ნომერი“.

  4. შეიყვანე შენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი > დააჭირე ღილაკს „შესვლა“.

  5. გაეცანი გამოყენების პირობებს და დააჭირე ღილაკს „დათანხმება“.

  6. კლავიატურის ფანჯრის დასახურად შეეხე ქვემოთ მიმართულ ისარს.

  7. შეეხე ტექსტს „არ მიგიღია დადასტურების კოდი?“

  8. აირჩიე ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის მეთოდი.

  9.  შეიყვანე დადასტურების კოდი > დააჭირე ღილაკს „დადასტურება“.

ქვემოთ მოცემულ ორ შემთხვევაში მისი მიღება შეგიძლია სხვა მობილური მოწყობილობის ან კომპიუტერის გამოყენებით Samsung-ის ანგარიშის ვებსაიტზე შესვლით. ასევე შეგიძლია გამოტოვო Samsung-ის ანგარიშზე შესვლის პროცესი ამ მოწყობილობაზე.

  • თუ დაგავიწყდა შენი ანგარიშის იდენტიფიკატორი და პაროლი One UI 6.1 განახლების ინსტალაციის შემდეგ მოწყობილობის საწყისი პარამეტრების შეყვანის ეტაპზე.
  • თუ შენი ანგარიში დაიბლოკა შესვლის დროს პაროლის რამდენჯერმე არასწორად შეყვანის გამო.

როგორ უნდა გამოტოვო შენს Samsung-ის ანგარიშზე შესვლის საფეხური Galaxy One UI 6.1 მოწყობილობაზე

  1. ოპერაციული სისტემის One UI 6.1 ვერსიამდე განახლების შემდეგ აირჩიე „გადახედვა“.

  2. ჩამოდი ქვემოთ და აირჩიე „ვარიანტები“.

  3. შეეხე ტექსტს „დაგავიწყდა პაროლი ან არ გაქვს ანგარიში?“

  4. შეეხე ტექსტს „მოგვიანებით დაყენება“.

  5. ჩამოდი ქვემოთ და აირჩიე ღილაკი „გამოტოვება“.

  6. დააჭირე ღილაკს „მზადაა“.

შენიშვნები:

  • თუ არ გაქვს Samsung-ის ანგარიში, შეგიძლია მისი რეგისტრაცია One UI 6.1 განახლების ინსტალაციის შემდეგ მოწყობილობის საწყისი პარამეტრების შეყვანის ეტაპზე. გადადი ბმულზე და გაიგე მეტი Samsung-ის ანგარიშის რეგისტრაციის და შემოწმებების შესახებ.
  • გამოყენებული გამოსახულება მოდელირებულია საილუსტრაციო მიზნით, რეალური ინტერფეისი შეიძლება განსხვავებული იყოს ოპერაციული სისტემის ვერსიის, მოწყობილობის მოდელის, რეგიონის და ა.შ. მიხედვით.

მადლობა გამოხმაურებისთვის!