როგორ დავაყენო აპლიკაციები სწორად Android მოწყობილობაზე

ბოლო განახლების თარიღი : 17-12-2024

ჩვენ ვიცით, რომ აპლიკაციებს ქმნიან დეველოპერები და ამატებენ მათ სპეციალურ კატალოგში – Google Play ან Galaxy Store პლატფორმაზე.

აპლიკაციის ინსტალაციისთვის უბრალო მოძებნე ის საძიებო ველის მეშვეობით ან აირჩიე კატეგორიებიდან და დააჭირე ღილაკს „ინსტალაცია“. ყველაზე რთული არჩევანის გაკეთებაა: მაგალითად გჭირდება ფარანი, კატალოგი კი რამდენიმე ათეულ ვარიანტს გთავაზობს. რომელი დავაყენო?

როგორ ავირჩიო აპლიკაცია

პირველ რიგში დაათვალიერე რამდენიმე აპლიკაცია და შეადარე:

  • აღწერა (რა ფუნქციები აქვს აპლიკაციას, რომელ ენებზეა ხელმისაწვდომი);
  • ჩამოტვირთვების რაოდენობა;
  • შეფასებები;
  • სხვა მომხმარებლების კომენტარები.
აპლიკაციის ჩამოტვირთვების რაოდენობა, შეფასებები და აღწერა აპლიკაციის ჩამოტვირთვების რაოდენობა, შეფასებები და აღწერა

აპლიკაციის ჩამოტვირთვების რაოდენობა, შეფასებები და აღწერა

კომენტარები აპლიკაციის შესახებ კომენტარები აპლიკაციის შესახებ

კომენტარები აპლიკაციის შესახებ

რაც უფრო მეტი ჩამოტვირთვები და რაც უფრო მაღალი შეფასებები აქვს აპლიკაციას, მით ნაკლებია შანსი, რომ აპლიკაციას რაიმე ხარვეზი აღმოაჩნდება.

თუ აპლიკაციას მიღებული აქვს ჯილდოები „რედაქტორების რჩეული“ და „საუკეთესო დეველოპერი“, ეს მის მაღალ ხარისხზე მიანიშნებს.

უმჯობესია არ აირჩიო აპლიკაცია ჩამოტვირთვების მცირე რაოდენობით, დაბალი შეფასებით და აღწერის ტექსტის გაუმართავი თარგმანით — მაღალია იმის ალბათობა, რომ ეს აპლიკაცია უხარისხოა.

შენიშვნა: 

კარგი თარგმანი, ჩამოტვირთვების დიდი რაოდენობა და დადებითი კომენტარები არ წარმოადგენს აპლიკაციის მაღალი ხარისხის გარანტიას. ესენი მხოლოდ პირველადი შეფასების კრიტერიუმებია. თუმცა არსებობს შანსი, რომ კატალოგის ყველაზე პოპულარული აპლიკაცია არ გამოგადგეს, ხოლო ჩამოტვირთვების არმქონე აპლიკაცია ყველაზე მეტად მოგეწონოს. 

თუ შეფასებების, აღწერის და კომენტარების წაკითხვის შემდეგ კონკრეტული აპლიკაციის დაინსტალებას გადაწყვეტ, დააჭირე ღილაკს „ინსტალაცია“, რის შემდეგაც გახსნილ ფანჯარაში გამოჩნდება აპლიკაციის მუშაობისთვის საჭირო ნებართვების სია.

არ იჩქარო „დადასტურების“ ღილაკზე დაჭერა.

რისთვის არის საჭირო ნებართვები

ნებართვები წარმოადგენს ისეთ ქმედებებს, რომლებიც შეიძლება შეასრულოს აპლიკაციამ ინსტალაციის შემდეგ.

მაგალითად:

ცხრილი

რა წერია

რას აღნიშნავს

აპლიკაციის ფასიანი ფუნქციები

ამ აპლიკაციის ფუნქციების ნაწილი ფასიანია, ამიტომ სასურველია ბავშვებს არ მისცე მისი გამოყენების ნება

ადგილმდებარეობა

აპლიკაციას შეუძლია განსაზღვროს შენი მოწყობილობის ადგილმდებარეობა ნებისმიერ დროს, მაშინაც კი, როდესაც მას არ იყენებ

ფოტო/მულტიმედია/ფაილები

აპლიკაციას შეუძლია გახსნას, შეცვალოს, დაამატოს ან გამოიყენოს შენს მოწყობილობაში შენახული ფოტოები და სხვა ფაილები ნებისმიერ დროს,  მაშინაც კი, როდესაც მას არ იყენებ

კამერა

აპლიკაციას შეუძლია გადაიღოს ფოტოები ან ვიდეოები ნებისმიერ დროს, მაშინაც კი, როდესაც მას არ იყენებ

მიკროფონი

აპლიკაციას შეუძლია ჩაიწეროს გარემოს ხმები ნებისმიერ დროს, მაშინაც კი, როდესაც მას არ იყენებ

Wi-Fi კავშირის მონაცემები

აპლიკაციას შეუძლია შეამოწმოს, თუ რომელ ქსელთან არის დაკავშირებული მოწყობილობა ნებისმიერ დროს, მაშინაც კი, როდესაც მას არ იყენებ

SMS

აპლიკაციას შეუძლია წაიკითხოს და გააგზავნოს SMS-ები შეუზღუდავი რაოდენობით ნებისმიერ დროს, მაშინაც კი, როდესაც მას არ იყენებ

ტელეფონი

აპლიკაციას შეუძლია წაიკითხოს ზარების ისტორია და განახორციელოს ზარები ნებისმიერ ნომერზე ნებისმიერ დროს, მაშინაც კი, როდესაც მას არ იყენებ

ნებართვების უმეტესობა აპლიკაციას აძლევს შენს პერსონალურ მონაცემებზე, ფაილებზე და გადახდის ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობას.  ამიტომ საჭიროა ყურადღებით შეისწავლო მოთხოვნილი ნებართვების ჩამონათვალი და შეაფასო, ენდობი თუ არა დეველოპერებს და მზად ხარ თუ არა მისცე მათ ამ მოქმედებების განხორციელების უფლება.

ხშირად დეველოპერები საჭიროზე მეტ ნებართვას ითხოვენ, მაგალითად:

  • ფარნის აპლიკაციას, კამერის სანათის გასააქტიურებლად ესაჭიროება კამერასთან წვდომა. თუმცა მარჯვნივ მოცემული აპლიკაცია ასევე ითხოვს პერსონალური ინფორმაცია, მოწყობილობა ან სხვა იდენტიფიკატორები, აპებში აქტივობა;

 

სტანდარტული აპლიკაცია სტანდარტული აპლიკაცია

სტანდარტული აპლიკაცია

საეჭვო აპლიკაცია საეჭვო აპლიკაცია

საეჭვო აპლიკაცია

შეუძლებელია ისეთი აპლიკაციების პოვნა, რომლებიც არანაირ ნებართვას არ საჭიროებს. კეთილსინდისიერი დეველოპერები შენი მოწყობილობის გარკვეულ ფუნქციებზე წვდომას იმ მიზნით ითხოვენ, რომ აპლიკაციის გამოყენება მაქსიმალურად მოსახერხებელი იყოს. თუმცა თავის დაზღვევის მიზნით, საჭიროა ყურადღებით შეისწავლო, თუ რა ნებართვებს ითხოვს აპლიკაცია და რისთვის არის საჭირო ეს ნებართვები.

მაგალითად, ჩანაწერების ბლოკნოტის აპლიკაცია შეიძლება ითხოვდეს ინტერნეტთან წვდომას მონაცემების ქლაუდ-ანგარიშთან სინქრონიზაციის მიზნით, ხოლო ფარანს  მოწყობილობის სენსორებთან წვდომა შესაძლოა იმის გამო სჭირდება, რომ მას დამატებით კომპასის ფუნქციაც აქვს.

თუმცა შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მარტივმა აპლიკაციამ, რომელსაც ესაჭიროება შეტყობინებების გაგზავნის და ზარების განხორციელების ნებართვა, დაიწყოს შენი ბალანსიდან თანხის ჩამოჭრა ან პირადი მონაცემების მესამე პირისთვის გაგზავნა იმის გამო, მას შენს ფაილებთან და ინტერნეტთან წვდომის ნებართვა მიეცი.

კარგ ტონად ითვლება, როდესაც აპლიკაციის აღწერაში დეველოპერი მიუთითებს საჭირო ნებართვების სიას და განმარტავს, თუ რისთვის არის ისინი საჭირო.

ინსტალაციის წინ ყურადღებით გაეცანი აპლიკაციის აღწერას, კომენტარებს და საჭირო ნებართვებს. 

აღწერიდან შეგიძლია გაიგო, თუ რა ფუნქციებს გთავაზობს აპლიკაცია და განსაზღვრო, თუ რა ნებართვები ესაჭიროება მას ამ ფუნქციების შესასრულებლად. 

რაც მეტ ნებართვას მისცემ აპლიკაციას, მით უფრო ხშირად „გააღვიძებს“ ის შენს მოწყობილობას მონაცემების მოთხოვნის და დამუშავების მიზნით, რის გამოც ელემენტი უფრო სწრაფად დაიცლება. 

სასურველი აპლიკაციის პირველივე ცდაზე პოვნა ადვილი არ არის. შეიძლება საჭირო გახდეს რამდენიმე აპლიკაციის დაყენება და, საუკეთესოს არჩევის შემდეგ, დანარჩენების წაშლა. 

როგორ შევამოწმო უკვე დაინსტალებული აპლიკაციის ნებართვები

1 გახსენი მოწყობილობის მენიუ.
2 აირჩიე პუნქტი „პარამეტრები“.
3 მოძებნე პუნქტი „აპლიკაციები“ ან „აპლიკაციების დისპეტჩერი“.
როგორ დავაყენო აპლიკაციები სწორად Android მოწყობილობაზე
4 თუ შენს მოწყობილობაზე არის პუნქტი „აპლიკაციების დისპეტჩერი“, გახსენი ის. თუ ეს პუნქტი არ არის, გადადი შემდეგ საფეხურზე.
5 მოძებნე აპლიკაცია, რომლის ნებართვების ნახვაც გსურს.
როგორ დავაყენო აპლიკაციები სწორად Android მოწყობილობაზე
6 დააჭირე ღილაკს „ნებართვები“.

თუ ასეთი ღილაკი არ არის, ჩამოდი ეკრანის ქვედა ნაწილში, სადაც გამოჩნდება ნებართვების სია. 

თუ ეს ღილაკი არის,  გადადი შემდეგ საფეხურზე.

როგორ დავაყენო აპლიკაციები სწორად Android მოწყობილობაზე
7 დააჭირე ღილაკს „ვარიანტები“. აირჩიე პუნქტი „ყველა ნებართვა“.
როგორ დავაყენო აპლიკაციები სწორად Android მოწყობილობაზე
8 გამოჩნდება ამ აპლიკაციის მიერ მოთხოვნილი ყველა ნებართვის ჩამონათვალი.
როგორ დავაყენო აპლიკაციები სწორად Android მოწყობილობაზე

მადლობა გამოხმაურებისთვის!