როგორ წავშალო Samsung-ის ანგარიში Samsung Galaxy მოწყობილობიდან

ბოლო განახლების თარიღი : 17-12-2024

ქვემოთ მოცემულ სტატიაში აღწერილია, თუ როგორ უნდა მოხდეს სმარტფონის ან პლანშეტის Samsung-ის ანგარიშთან დაკავშირების გაუქმება.

ანგარიში არ გაუქმდება, უბრალოდ მოწყობილობა აღარ იქნება ამ ანგარიშზე მიბმული.

how-can-i-delete-samsung-account-from-my-samsung-galaxy-device

რისთვის არის საჭირო Samsung-ის ანგარიშის წაშლა

Samsung-ის სხვა ანგარიშის დასამატებლად.

როდესაც სმარტფონზე ან პლანშეტზე ამატებ Samsung-ის ანგარიშს, ავტომატურად ხდება მოწყობილობის დაკავშირება ამ ანგარიშთან.

მოწყობილობა შეიძლება მიებას Samsung-ის მხოლოდ ერთ ანგარიშს, შესაბამისად, მოწყობილობაზე შესაძლებელია მხოლოდ ერთი Samsung-ის ანგარიშის დამატება. Samsung-ის ახალი ანგარიშის დამატებამდე, საჭიროა მოწყობილობიდან ძველი ანგარიშის წაშლა.

მოწყობილობიდან Samsung-ის ანგარიშის წაშლის შემდეგ ვეღარ შეძლებ Samsung-ის სერვისებით სარგებლობას და მონაცემების Samsung Cloud-თან სინქრონიზაციას.

როგორ წავშალო Samsung-ის ანგარიში მოწყობილობიდან

პირველი მეთოდი: Samsung-ის ანგარიშის წაშლა პირდაპირ მოწყობილობიდან

იმის მიხედვით, თუ Android-ის რომელი ვერსიაა დაინსტალებული მოწყობილობაზე, Samsung-ის ანგარიშის წაშლის მეთოდი შეიძლება განსხვავებული იყოს. ანგარიშის წასაშლელად აუცილებელია, რომ მოწყობილობა დაკავშირებული იყოს ინტერნეტთან.

აირჩიე „ანგარიშების მართვა“ აირჩიე „ანგარიშების მართვა“

საფეხური 1. გადადი მოწყობილობის პარამეტრებში და აირჩიე „ანგარიშები და დაარქივება“. აირჩიე „ანგარიშების მართვა“.

საფეხური 2. აირჩიე Samsung Account-ის ანგარიში. საფეხური 2. აირჩიე Samsung Account-ის ანგარიში.

საფეხური 2. აირჩიე Samsung Account-ის ანგარიში.

დააჭირე ღილაკზე „ანგარიშის წაშლა“ დააჭირე ღილაკზე „ანგარიშის წაშლა“

საფეხური 3. დააჭირე ღილაკზე „ანგარიშის წაშლა“. ტელეფონი მოითხოვს შენი ქმედების დადასტურებას - საჭიროა კიდევ ერთხელ დააჭირო ღილაკზე „ანგარიშის წაშლა“.

დააჭირე ღილაკზე „გამოსვლა„ დააჭირე ღილაკზე „გამოსვლა„

საფეხური 4. წაშლის წინ მოწყობილობა შემოგთავაზებს შენი პროფილის შენახვას „კონტაქტების“ აპლიკაციაში. თუ გსურს შენახვა, მონიშნე „პროფილის შენახვის“ გვერდით არსებული უჯრა. დააჭირე ეკრანის ქვემოთ მოცემულ ღილაკზე „გამოსვლა“.

 დადასტურებისთვის შეიყვანე პაროლი და დააჭირე ღილაკზე „ОК“.  დადასტურებისთვის შეიყვანე პაროლი და დააჭირე ღილაკზე „ОК“.

საფეხური 5. დადასტურებისთვის შეიყვანე პაროლი და დააჭირე ღილაკზე „ОК“.

პაროლის შემოწმების შემდეგ შენი ანგარიში წაიშლება მოწყობილობიდან.

თუ პაროლი დაგავიწყდა, აირჩიე პუნქტი „დაგავიწყდა პაროლი?“ და შეასრულე ეკრანზე გამოჩენილი მითითებები. ან გამოიყენე ელ. ფოსტით შემოწმების ფუნქცია, რის შემდეგაც ელ. ფოსტაზე გამოგეგზავნება დადასტურების ერთჯერადი კოდი.

  1. გადადი პარამეტრებში და აირჩიე „ანგარიშები და დაარქივება“.

  2. აირჩიე პუნქტი „ქლაუდი და ანგარიშები“.

  3. დააჭირე ღილაკზე „ანგარიშები“.

  4. გახსენი Samsung Account და აირჩიე შენი ანგარიში.

  5. თუ შენ მოწყობილობაზე დაინსტალებულია Android 10, აირჩიე პუნქტი „პირადი მონაცემები“.

  6. დააჭირე ღილაკზე „მენიუ“ („ვარიანტები“) ან ზედა მარცხენა კუთხეში მოცემულ სამ წერტილზე.

  7. აირჩიე პუნქტი „პარამეტრები“ და „ანგარიშის წაშლა“.

  8. შეიყვანე შენი ანგარიშის პაროლი. პაროლის შემოწმების შემდეგ შენი ანგარიში წაიშლება მოწყობილობიდან.

თუ პაროლი დაგავიწყდა, აირჩიე პუნქტი „დაგავიწყდა პაროლი ან იდენტიფიკატორი?“ და შეასრულე ეკრანზე გამოჩენილი მითითებები.

მეორე მეთოდი: Samsung-ის ანგარიშის წაშლა Samsung Account-ის საიტიდან

მოწყობილობიდან Samsung-ის ანგარიშის დისტანციურად წაშლის კიდევ ერთი მეთოდი.

1 გადადი საიტზე www.account.samsung.com და დააჭირე ღილაკზე „შესვლა“.
მესამე მეთოდი: Samsung-ის ანგარიშის წაშლა Samsung Account-ის საიტიდან
2 გაიარე ავტორიზაცია Samsung-ის ანგარიშზე: შეიყვანე მომხმარებლის სახელი და პაროლი და დააჭირე ღილაკზე „Sign in“.
3 გადადი განყოფილებაში „Devices“.
მეორე მეთოდი: Samsung-ის ანგარიშის წაშლა SmartThings Find-ის (Find My Mobile) გამოყენებით
4 დააჭირე შესაბამისი მოწყობილობის გვერდით არსებულ ღილაკზე „Sign out“.
მეორე მეთოდი: Samsung-ის ანგარიშის წაშლა SmartThings Find-ის (Find My Mobile) გამოყენებით
5 დაადასტურე ანგარიშიდან გამოსვლა: კიდევ ერთხელ დააჭირე ღილაკზე „Sign out“.
მეორე მეთოდი: Samsung-ის ანგარიშის წაშლა SmartThings Find-ის (Find My Mobile) გამოყენებით

როგორ წავშალო Samsung-ის ანგარიში, თუ დამავიწყდა პაროლი და მის აღდგენას ვერ ვახერხებ

თუ დაგავიწყდა Samsung-ის ანგარიშის პაროლი და ვერ ახერხებ მის აღდგენას ან ელ. ფოსტის მეშვეობით ერთჯერადი აღდგენის კოდის მიღებას, ანგარიშის წაშლას შეძლებ მხოლოდ მონაცემთა სრული გადატვირთვის მეშვეობით. მონაცემების გადატვირთვის დროს წაიშლება ტელეფონში არსებული ყველა ფაილი და ინფორმაცია, ამიტომ რეკომენდებულია მონაცემთა სარეზერვო ასლის შექმნა.

მადლობა გამოხმაურებისთვის!