როგორ გადავტვირთო პარამეტრები (hard reset, factory reset) Samsung Galaxy მოწყობილობაზე

ბოლო განახლების თარიღი : 02-04-2024

რისთვის არის საჭირო მონაცემების გადატვირთვა

მოწყობილობის მონაცემების გადატვირთვა (პარამეტრების გადატვირთვა, hard reset, factory reset) — ეს არის სმარტფონიდან ან პლანშეტიდან ყველა მონაცემის წაშლა, რაც მოიცავს კონტაქტებს, შეტყობინებებს, ჩატვირთულ აპლიკაციებს, ფოტოებს, მუსიკალურ ფაილებს, ფოსტის ან მაღვიძარას პარამეტრებს და ა.შ. მონაცემების გადატვირთვის შემდეგ მოწყობილობა დაბრუნდება ქარხნულ პარამეტრებზე.

მოწყობილობის გამოყენებისას, ოპერაციულ სისტემაში გროვდება შეცდომები, რომლებიც ხელს უშლის მის ნორმალურ მუშაობას და ამავდროულად იზრდება ენერგიის მოხმარება. მონაცემების გადატვირთვის შემდეგ ხდება ოპერაციული სისტემის პარამეტრების განულება და პროგრამული ხარვეზების და შეცდომების წაშლა. მოწყობილობის ნორმალურად მუშაობისთვის, რეკომენდებულია პარამეტრების გადატვირთვა ექვს თვეში ერთხელ, ასევე სისტემის განახლების შემდეგ.

მოწყობილობის ნორმალურად მუშაობისთვის, რეკომენდებულია პარამეტრების გადატვირთვა ექვს თვეში ერთხელ, ასევე სისტემის განახლების შემდეგ.

ჩვეულებრივ, მონაცემების გადატვირთვა საჭიროა შემდეგ შემთხვევებში:

  • მოწყობილობის გაყიდვის ან სხვა პირისთვის გადაცემის წინ;
  • როდესაც მოწყობილობას გარკვეული პრობლემები ექმნება, რომელთა აღმოფხვრა სხვა მეთოდით ვერ ხერხდება;
  • მოწყობილობის პროგრამული უზრუნველყოფის (სისტემის) განახლების შემდეგ.

რა უნდა გავაკეთო მონაცემების გადატვირთვამდე

მოწყობილობიდან დააკოპირე მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

პარამეტრების გადატვირთვის შემდეგ მოწყობილობის მეხსიერება სრულად გაიწმინდება და ყველა მონაცემი წაიშლება. თუ მოწყობილობაში მნიშვნელოვანი მონაცემები გაქვს შენახული, შექმენი მათი ასლები.

მოწყობილობიდან წაშალე Google-ის ანგარიში.

თუ ამას არ გააკეთებ, პარამეტრების გადატვირთვის შემდეგ მოწყობილობა მოითხოვს იმ ანგარიშთან წვდომას, რომელიც დაყენებული იყო მასზე პარამეტრების გადატვირთვამდე. ამ ანგარიშის მონაცემების შეყვანის გარეშე მოწყობილობას ვერ ჩართავ.

მონაცემების გადატვირთვის პირველი მეთოდი - მენიუდან

გახსენი „პარამეტრების“ მენიუ. გახსენი „პარამეტრების“ მენიუ.

საფეხური 1. გახსენი პარამეტრების მენიუ.

აირჩიე პუნქტი „ზოგადი პარამეტრები“ აირჩიე პუნქტი „ზოგადი პარამეტრები“

საფეხური 2. აირჩიე პუნქტი „ზოგადი პარამეტრები“. თუ ეს პუნქტი არ არის მენიუში, გადადი შემდეგ საფეხურზე.

აირჩიე პუნქტი „პარამეტრების გადატვირთვა“ აირჩიე პუნქტი „პარამეტრების გადატვირთვა“

საფეხური 3. აირჩიე პუნქტი „პარამეტრების გადატვირთვა“. ამ პუნქტის სახელწოდება ასევე შეიძლება იყოს „დაარქივება და აღდგენა“ ან „კონფიდენციალურობა“.

აირჩიე პუნქტი „მონაცემების გადატვირთვა“ აირჩიე პუნქტი „მონაცემების გადატვირთვა“

საფეხური 4. აირჩიე პუნქტი „მონაცემების გადატვირთვა“. ამ პუნქტის სახელწოდება ასევე შეიძლება იყოს „მოწყობილობის პარამეტრების აღდგენა“.

აირჩიე პუნქტი „პარამეტრების გადატვირთვა“ აირჩიე პუნქტი „პარამეტრების გადატვირთვა“

საფეხური 5. აირჩიე პუნქტი „გადატვირთვა“ (სახელწოდების შესაძლო ვარიანტებია „მოწყობილობის პარამეტრების აღდგენა“ ან „ყველა მონაცემის წაშლა“.)
მოწყობილობა გადაიტვირთება და მონაცემები წაიშლება.

მონაცემების გადატვირთვის მეორე მეთოდი - მენიუდან Recovery ან ღილაკების მეშვეობით

შენიშვნა:

  • ეს მეთოდი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სმარტფონი არ ირთვება ან როდესაც ეკრანი დაბლოკილია.
  • ტელეფონის პარამეტრების გადატვირთვამდე, რომელზეც დაინსტალებულია Android 11 ან უფრო ახალი ვერსია, მოწყობილობა USB კაბელით უნდა იყოს დაკავშირებული კომპიუტერთან ან სხვა მოწყობილობასთან (მაგალითად სათამაშო კონსოლთან, ტელევიზორთან ან ავტომობილთან).
1 გამორთე მობილური მოწყობილობა.
თუ მოწყობილობა დაიბლოკა, გადატვირთე ის ღილაკების გამოყენებით: ერთდროულად დააჭირე ჩართვის და ხმის დაწევის ღილაკებს და გეჭიროს 10 წამამდე. შემდეგი საფეხური უნდა დაიწყო მაშინვე, როგორც კი ტელეფონი ჩართვას დაიწყებს, სისტემის ჩატვირთვამდე.
გამორთე მობილური მოწყობილობა
2 ხანგრძლივად დააჭირე ერთდროულად შემდეგ ღილაკებზე:
  • თუ მოწყობილობას აქვს ღილაკიმთავარი“ (ქვედა ნაწილში, ცენტრში) – ჩართვის ღილაკი + „მთავარი“ + ხმის აწევის ღილაკი.
  • თუ მოწყობილობას აქვს ღილაკი „Bixby“ (ჩართვის ღილაკის საპირისპირო მხარეს) – ჩართვის ღილაკი + ხმის აწევის ღილაკი + Bixby.
  • თუ მოწყობილობას არ აქვს ღილაკი „მთავარი“ ან „Bixby“ – ჩართვის ღილაკი + ხმის აწევის ღილაკი.
ხანგრძლივად დააჭირე ღილაკებზე
3 როგორც კი ეკრანზე გამოჩნდება წარწერა Samsung Galaxy ...., აუშვი ხელი ჩართვის ღილაკს. Оდანარჩენი ღილაკები დატოვე დაჭერილ მდგომარეობაში, სანამ არ გამოჩნდება Recovery მენიუ (დაახლოებით 10 წამში).
Recovery — ეს არის მოწყობილობის ჩატვირთვის სპეციალური რეჟიმი, რომელიც ტექსტური მენიუს მსგავსია.
  • თუ გამოჩნდა წარწერა „No command“ და სამკუთხედი ძახილის ნიშნით, დაელოდე 30-40 წამი.
  • თუ Recovery მენიუ არ გამოჩნდა, გაიმეორე საფეხურები 1-3, ამჯერად ღილაკებზე უფრო ხანგრძლივად გეჭიროს.
აუშვი ხელი „ჩართვის“ ღილაკიდან
4 დააჭირე ხმის დაწევის ღილაკს და აირჩიე პუნქტი „Wipe data/factory reset“ (მონაცემების წაშლა/ქარხნული პარამეტრების აღდგენა).
თუ გადაიფიქრე პარამეტრების გადატვირთვა და გსურს Recovery მენიუდან გამოსვლა, აირჩიე „Reboot system now“ (სისტემის ხელახლა ჩატვირთვა).
აირჩიე პუნქტი „Wipe data/factory reset“
5 არჩეული პუნქტის დასადასტურებლად დააჭირე ჩართვის ღილაკზე.
დააჭირე „ჩართვის“ ღილაკზე
6 დააჭირე ხმის ჩაწევის ღილაკზე და აირჩიე პუნქტი „პარამეტრების გადატვირთვა“ ან „Yes — Delete all user data“ (დიახ - მომხმარებლის ყველა მონაცემის წაშლა).
აირჩიე პუნქტი „Yes“
7 თუ ეკრანზე გამოჩნდა დადასტურების მოთხოვნა, აირჩიე „Yes“ და დააჭირე ჩართვის ღილაკზე, რის შემდეგაც მოწყობილობიდან ყველა მონაცემი წაიშლება.
აირჩიე პუნქტი «Reboot system now»
8 მონაცემების წაშლის შემდეგ გამოჩნდება მთავარი მენიუ. „Reboot system now“ პუნქტის ასარჩევად დააჭირე ჩართვის ღილაკზე.
აირჩიე პუნქტი «Reboot system now»
9 მოწყობილობა გადაიტვირთვება.
მოწყობილობა გადაიტვირთვება

თუ პარამეტრების გადატვირთვის შემდეგ მოწყობილობა არ ირთვება, საჭიროა Google-ის ანგარიში

თუ პარამეტრების გადატვირთვის შემდეგ მოწყობილობა არ ირთვება (გაჭედილია)

მონაცემების გადატვირთვის შემდეგ, ტელეფონის ჩართვას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს. ზოგჯერ ამ პროცესს დაახლოებით ერთი საათი ესაჭიროება.

თუ ტელეფონი არ ჩაიტვირთა, დაუკავშირდი Samsung-ის სერვის ცენტრს - შეიძლება საჭირო გახდეს სისტემის გადაყენება ინჟინერული მეთოდების გამოყენებით.


მადლობა გამოხმაურებისთვის!