როგორ შევქმნა Samsung-ის ანგარიში სმარტფონზე ან პლანშეტზე
ამ სტატიაში შეიტყობ, თუ როგორ უნდა შექმნა ანგარიში, თუ ის ჯერ არ გაქვს. თუ ანგარიში უკვე გახსნილი გაქვს, არ არის საჭირო ხელმეორედ რეგისტრაცია — უბრალოდ შედი ამ ანგარიშზე.
რისთვის არის საჭირო Samsung-ის ანგარიში
ანგარიში საჭიროა Samsung-ის სერვისებთან წვდომისთვის, როგორებიცაა Samsung Pay, Galaxy Store და Samsung Health. ანგარიშის რეგისტრაცია — ეს არის უნიკალური სახელის დაჯავშნა, რომელსაც Samsung-ის სერვისები გამოიყენებენ შენი იდენტიფიკაციისთვის.
რა არის საჭირო Samsung-ის ანგარიშის შესაქმნელად
ანგარიშის შესაქმნელად საჭიროა მობილური ტელეფონის ნომერი და მოქმედი ელექტრონული ფოსტა (gmail, outlook, yandex და სხვა). ამ დროს საჭიროა გახსოვდეს ელექტრონული ფოსტის პაროლი, რადგან რეგისტრაციის დასრულებისთვის ამ ფოსტაზე გამოგეგზავნება დადასტურების წერილი.
როგორ შევქმნა Samsung-ის ანგარიში Samsung-ის სმარტფონზე ან პლანშეტზე
თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ მხოლოდ Samsung-ის ერთ ანგარიშზე მოწყობილობაზე. ამიტომ, გაჯეტში ახალი ანგარიშის დასამატებლად, თქვენ უნდა გამოხვიდეთ ადრე რეგისტრირებული ანგარიშიდან (თუ მოწყობილობა უკვე გამოყენებულია) და დაამატოთ ახალი.
შენიშვნა:
Android 7.1 და მომდევნო ვერსიაზე მომუშავე მოწყობილობებს 2020 წლის მარტიდან დაემატა სავალდებულო ორეტაპიანი ავთენტიფიკაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ანგარიშზე შესვლისას საჭიროა ჯერ პაროლის, შემდეგ კი კოდის შეყვანა, რომელიც გამოგეგზავნება მობილურ ტელეფონზე SMS-ის სახით.
ორეტაპიანი ავთენტიფიკაციის საჭიროება დამოკიდებულია შენს მოწყობილობაზე დაინსტალებული Samsung-ის სერვისის ვერსიაზე. ამიტომ მომდევნო საფეხურზე გადასვლა შესაძლოა არ დაგჭირდეს.
თუ ვერ ახერხებ Samsung-ის ანგარიშის შექმნას
თუ Samsung-ის ანგარიშის შექმნის დროს რაიმე პრობლემა წარმოიშვა, პერსონალური კონსულტაციის მისაღებად დაუკავშირდი უფასო მხარდაჭერის ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.