როგორ შევამოწმო, არის თუ არა Samsung Galaxy ორიგინალი და როგორ ავიცილო თავიდან ყალბი მოწყობილობის შეძენა

ბოლო განახლების თარიღი : 04-04-2024

სამწუხაროდ არ არსებობს მოწყობილობის ორიგინალობაზე შემოწმების საიმედო მეთოდი.

ამ სტატიაში გაიგებ, თუ რა განსხვავებაა ორიგინალ და ყალბ მოწყობილობას შორის.

რომელ მოწყობილობებს აყალბებენ

ადრე თაღლითები მხოლოდ Galaxy S და Galaxy Note მოწყობილობებს აყალბებდნენ. 2018 წელს გამოჩნდა ნებისმიერი სერიის, მათ შორის A და J სერიის მოწყობილობების ყალბი ვერსიები 

როგორ შევამოწმო, არის თუ არა მოწყობილობა ორიგინალი IMEI ნომრის მეშვეობით

არსებობს მოსაზრება, რომ შეძენილი მოწყობილობის ორიგინალობაზე შემოწმება IMEI-ს მეშვეობით შეიძლება. ეს მითია: ამით ხდება არა მოწყობილობის, არამედ IMEI-ს შემოწმება. ძალიან ხშირად ყალბ მოწყობილობაში დამატებულია ორიგინალი IMEI. 

თუმცა როგორც წესი, თაღლითები ამას არ აკეთებენ იაფფასიანი ყალბი მოწყობილობებისთვის. 

რა განსხვავებაა ორიგინალ და ყალბ მოწყობილობას შორის

კომპონენტების ხარისხი

ორიგინალი სმარტფონები და პლანშეტები მზადდება მაღალი ხარისხის კომპონენტებისგან. ფლაგმანი მოწყობილობების დასამზადებლად Samsung იყენებს მათი გამოშვების მომენტისთვის ხელმისაწვდომ საუკეთესო კომპონენტებს: ეკრანებს, პროცესორებს, კამერებს, მეხსიერების მოდულებს და სხვა დეტალებს. მათი უმეტესობა თავად კომპანიის მიერაა შემუშავებული. ამის წყალობით, Samsung-ის მოწყობილობები ყოველწლიურად იღებს უამრავ ჯილდოს და მომხმარებელთა მაღალ შეფასებებს.

ყალბ მოწყობილობებს ამზადებენ მოძველებული და იაფფასიანი სათადარიგო ნაწილებისგან. ამის გამო, ფლაგმანური მოწყობილობების ასლები მუშაობს გაცილებით უარესად, ვიდრე Samsung-ის ბიუჯეტური მოდელების ორიგინალი მოწყობილობები.

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხი და უსაფრთხოება

Samsung გულდასმით ამოწმებს საკუთარი მოწყობილობების პროგრამულ უზრუნველყოფას: ტესტირება ჯერ საკუთარი ტესტირების განყოფილების მიერ ტარდება, შემდეგ კი  Google-ის — Android-ის შემქმნელის დახმარებით. ამის წყალობით სმარტფონები და პლანშეტები მუშაობს სწრაფად, მასზე უსაფრთხოდ შეგიძლია გამოიყენო მობილური ბანკები, გადახდის სერვისებში დაამატო ბარათები და შეინახო პირადი ფოტოები. Samsung საკუთარი მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის განახლებაზე მათი გამოსვლის შემდეგაც ზრუნავს: რეგულარულად უშვებს სისტემურ და უსაფრთხოების განახლებებს.

თაღლითებს არ აღელვებთ პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხი — მთავარია მოწყობილობა ირთვებოდეს. მათ თავისუფლად შეუძლიათ ყალბ მოწყობილობაზე დააყენონ თვალთვალის ან ფიშინგის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ფოტოსურათების, კონტაქტების, საბანკო ბარათების ინფორმაციის, პაროლების და სხვა მონაცემების მოპარვა. ყალბ მოწყობილობებს არავითარი სერტიფიკაცია არ აქვს გავლილი. არავინ ზრუნავს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებასა და უსაფრთხოებაზე. 

კომპანიის სერვისები და მათი ფუნქციები

ორიგინალ მოწყობილობებზე დაინსტალებულია კომპანიის სერვისები, რომელთაგან ბევრი უნიკალურია. მაგალითად Samsung Pay, რომელის საშუალებას გაძლევს სმარტფონს მიაბა საბანკო ბარათი და გადაიხადო პრაქტიკულად ნებისმიერ ტერმინალზე.

ყალბ მოწყობილობებზე კომპანიის არც ერთი სერვისი არ მუშაობს. 

გარანტია

Samsung-ის ყველა ორიგინალ მოწყობილობას აქვს გარანტია: ქარხნული წუნის აღმოფხვრა უფასოდ ხდება.

ყალბ მოწყობილობას არანაირი გარანტია არ მოყვება: მას არავინ შეგიცვლის ან გაგირემონტებს მაშინაც კი, თუ ის მწყობრიდან შეძენიდან მეორე დღეს გამოვიდა .

სად ყიდიან ყალბ მოწყობილობებს

ძირითადად, ყალბ მოწყობილობებს ხელზე ან უფასო განცხადებების საიტებზე ყიდიან.

ხელზე ყიდვა

მეტროსთან, სადგურთან ან მსხვილ მაღაზიასთან გიახლოვდება უცნობი პირი და გთავაზობს სმარტფონის ან პლანშეტის დაბალ ფასად შეძენას, რასაც იმით ხსნის, რომ მას სასწრაფოდ სჭირდება თანხა. შეიძლება მას ხელთ ჰქონდეს ქვითარი ან სულაც საგარანტიო ტალონი. გამყიდველი ჩქარობს, შეუჩერებლად გესაუბრება და არ გაძლევს კონცენტრირების და მოწყობილობის სათანადოდ დათვალიერების საშუალებას. შეიძლება გითხრას, რომ მას მოპარეს ფული და დოკუმენტები, მას ბავშვები ელოდებიან ან თვითმფრინავზე აგვიანდება. მოკლედ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავი უხერხულად იგრძნო და მალე მისცე ფული. 

ყიდვა უფასო განცხადებების საიტზე

საიტზე მოძებნე განცხადება, რომელიც მოწყობილობას ძალიან დაბალ ფასად გთავაზობს. გამყიდველი დაბალ ფასს ხშირად იმით ხსნის, რომ მას აჩუქეს ეს სმარტფონი ან პლანშეტი, თუმცა მსგავსი მოწყობილობა უკვე აქვს. ტელეფონით საუბრისას შეიძლება გითხრას, რომ მყიდველი უკვე ჰყავს ან მოიგონოს სხვა ლეგენდა, რაც ყიდვისკენ გიბიძგებს. კითხვებზე პასუხს თავს არიდებს ან  ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლება. ეს პირები შეიძლება შეგხვდნენ მეტროსთან, სავაჭრო ან ბიზნეს ცენტრების სიახლოვეს და პრაქტიკულად არასდროს გიმხელენ საცხოვრებელ მისამართებს. შეხვედრისას ჩქარობენ. გაყიდვის შემდეგ თიშავენ საკუთარ ტელეფონს ან ნომერი შავ სიაში შეაქვთ.

ხელზე ყიდვა

მეტროსთან, სადგურთან ან მსხვილ მაღაზიასთან გიახლოვდება უცნობი პირი და გთავაზობს სმარტფონის ან პლანშეტის დაბალ ფასად შეძენას, რასაც იმით ხსნის, რომ მას სასწრაფოდ სჭირდება თანხა. შეიძლება მას ხელთ ჰქონდეს ქვითარი ან სულაც საგარანტიო ტალონი. გამყიდველი ჩქარობს, შეუჩერებლად გესაუბრება და არ გაძლევს კონცენტრირების და მოწყობილობის სათანადოდ დათვალიერების საშუალებას. შეიძლება გითხრას, რომ მას მოპარეს ფული და დოკუმენტები, მას ბავშვები ელოდებიან ან თვითმფრინავზე აგვიანდება. მოკლედ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავი უხერხულად იგრძნო და მალე მისცე ფული. 

მაღაზიაში შეძენა

რა თქმა უნდა, ყალბი მოწყობილობა შეიძლება ჩვეულებრივ ან ინტერნეტ მაღაზიებშიც იყიდებოდეს.

როგორ ამოვიცნო ყალბი მოწყობილობა

ყალბი მოწყობილობები მზადდება ჩინეთის და ტაივანის სხვადასხვა ქარხნებში, ამიტომ ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება. არ არსებობს რაიმე კონკრეტული ვიზუალური ნიშანი, რომელიც გარანტირებულად მოგცემდა ყალბი და ორიგინალი მოწყობილობების ერთმანეთისგან გარჩევის შესაძლებლობას: ერთი ყალბი მოწყობილობა ორიგინალისგან შეიძლება კორპუსის დეტალებით განსხვავდებოდეს, მეორე - ეკრანით, მესამე - წარწერების სტილით. მთავარი განსხვავება მოწყობილობის შიგთავსშია, რომლის ამოცნობაც ძნელია გამოუცდელი ადამიანისთვის. საჭიროა კარგად იცოდე, თუ როგორ მუშაობს ორიგინალი მოწყობილობა: კარგად უნდა ერკვეოდე პროცესორების ვერსიებში და მწარმოებლებში, ეკრანებში, კორპუსის დიზაინში, ბენჩმარკებში და ა.შ.

ამიტომ ორიგინალი და ყალბი მოწყობილობის ერთმანეთისგან გარჩევის ერთადერთი გზა კვალიფიციური სპეციალისტის მიერ მოწყობილობის ვიზუალური დათვალიერებაა. მაგალითად დათვალიერება შეიძლება განახორციელოს კომპანიის ოფიციალური სერვის-ცენტრის ინჟინერმა. 

ხშირად გხვდება კომენტარები, სადაც მომხმარებლები ითხოვენ მოწყობილობაზე რაიმე სერვისის ან დაცვის ფუნქციის დამატებას, რომლის გვერდის ავლას თაღლითები ვერ მოახერხებენ. მსგავსი დაცვის შექმნა შეუძლებელია: ამჟამად ასეთი ტექნოლოგიები არ არსებობს. ასევე გვსურს შეგახსენო, რომ თაღლითები ნებისმიერი რამის გაყალბებას ახერხებენ, რა დონის დაცვაც არ უნდა ქონდეს მას: ფული, დოკუმენტები, მედიკამენტები, ავტომობილები, სათადარიგო ნაწილები, საიუველირო ნაწარმი, სმარტფონები, პლანშეტები, ყურსასმენები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საათი, პროგრამული უზრუნველყოფა. ისინი საკვები პროდუქტების გაყალბებასაც ახერხებენ. 

მიუხედავად იმისა, რომ ძნელია ფალსიფიკაციის აღმოჩენა, არსებობს რჩევები, რომელთა გათვალისწინება შეიძლება დაგეხმაროს მოწყობილობის შეძენის დროს.

ყურადღება მიაქციე მენიუს პუნქტების თარგმნის ხარისხს

ორიგინალ მოწყობილობაზე თარგმანი ხარისხიანად, შეცდომების გარეშეა შესრულებული, წარწერები მხოლოდ ინგლისურ და ქართული ენებზეა მოცემული.

ყალბ მოწყობილობებზე მენიუს პუნქტებში შეიძლება გამოყენებული იყოს ჩინური იეროგლიფები, ნათარგმნი ფრაზები შეიძლება იყოს უცნაური და არალოგიკური. მაგალითად, დაბლოკილ ეკრანზე შეიძლება ჩანდეს წარწერა: „გაბლოკიტვის გადაითანე“. 

სცადე მოწყობილობაზე უკვე დარეგისტრირებული Samsung-ის ანგარიშის დამატება

შექმენი Samsung-ის ანგარიში სახლში, კომპიუტერის გამოყენებით და სცადე დაამატო ეს ანგარიში მოწყობილობაზე, თუ გამყიდველი ამის ნებას მოგცემს.

თუ მოწყობილობაზე არ არის Samsung-ის ანგარიშის დამატების ფუნქცია ან ანგარიშის დამატება ვერ ხერხდება - ეს მოწყობილობა ყალბია.

შეძენამდე მოწყობილობა რამდენიმე მაღაზიაში დაათვალიერე

შეამოწმე მენიუ, პარამეტრები, კამერა, შეაფასე ეკრანი — ეს ყველაფერი დაგეხმარება დაიმახსოვრო, თუ ვიზუალურად როგორ გამოიყურება ორიგინალი მოწყობილობა. თუ ყალბი ასლი ცუდადაა დამზადებული, ხარვეზს ადვილად აღმოაჩენ. 

ნუ დახარბდები დაბალ ფასს

ეკონომიის გაკეთება ბუნებრივი და გასაგები მოთხოვნილებაა. თუმცა დაფიქრდი, მხად ხარ გარისკო და შეიძინო ძვირადღირებული ნივთი საეჭვო მაღაზიაში ან სულაც ხელზე?

ამიტომ ყალბი მოწყობილობის შეძენის თავიდან აცილების საუკეთესო გზაა მოწყობილობის შეძენა კომპანიის ოფიციალურ მაღაზიაში ან მსხვილ სავაჭრო ქსელში. ნუ გექნება იმის იმედი, რომ გაგიმართლებს და მოახერხებ მაღალი ხარისხის მოწყობილობის ნახევარ ფასად შეძენას. სწორედ ამგვარი იმედებით სარგებლობენ თაღლითები.

მადლობა გამოხმაურებისთვის!