როგორ განვბლოკო Samsung Galaxy, თუ დამავიწყდა გრაფიკული გასაღები, PIN-კოდი ან პაროლი
ამ სტატიაში აღწერილია, თუ როგორ უნდა განბლოკო სმარტფონი ან პლანშეტი, თუ დაგავიწყდა PIN-კოდი, პაროლი ან გრაფიკული გასაღები.
- თუ გახსოვს PIN-კოდი, პაროლი ან გრაფიკული გასაღები, თუმცა ვერ ახერხებ ბლოკირების მოხსნას, გაეცანი ამ სტატიას: Samsung Galaxy მოწყობილობის დაბლოკილ ეკრანზე ვერ ხერხდება პაროლის, PIN-კოდის ან გრაფიკული გასაღების შეყვანა.
- თუ გახსოვს PIN-კოდი, პაროლი ან გრაფიკული გასაღები, თუმცა ვერ ახერხებ ბლოკირების მოხსნას, გაეცანი ამ სტატიას: რა უნდა გავაკეთო, თუ Samsung Galaxy დაიბლოკა და ითხოვს Google-ის ანგარიშზე წვდომას.
თუ ვერ ახერხებ Samsung Galaxy მოწყობილობის ეკრანის განბლოკვას, პირველ რიგში სცადე შემდეგი მოქმედებების შესრულება:
- თითის ანაბეჭდი;
- PIN-კოდი, პაროლი ან გრაფიკული გასაღები.
თუ მოწყობილობაზე გააქტიურებულია თითის ანაბეჭდით განბლოკვის ფუნქცია, მაგრამ არ მუშაობს, მოწყობილობის განბლოკვისთვის შეგიძლია შეიყვანო PIN-კოდი, პაროლი ან გრაფიკული გასაღები, რომელიც თითის ანაბეჭდთან ერთად დააყენე.
ამის შემდეგ შეგიძლია ხელახლა დააყენო თითის ანაბეჭდის პარამეტრები.
თუ PIN-კოდის, პაროლის ან გრაფიკული გასაღების შეყვანისას არ მოხდა სმარტფონის განბლოკვა, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე
ზოგჯერ ოპერაციული სისტემა ვერ ახერხებს PIN-კოდის, პაროლის ან გრაფიკული გასაღების ამოცნობას მაშინაც კი, როდესაც ის სწორად არის შეყვანილი.
ამ ხარვეზის აღმოფხვრისთვის გადატვირთე მოწყობილობა:
- ერთდროულად დააჭირე ჩართვის და ხმის დაწევის ღილაკებს და გეჭიროს ათი წამის განმავლობაში (ძველ მოდელებში საჭიროა მხოლოდ ჩართვის ღილაკზე დაჭერა). ტელეფონი გადაიტვირთება მომენტალურად, გაფრთხილების გარეშე.
- თუ ეკრანზე გამოჩნდა გამორთვის და გადატვირთვის მენიუ, ეს იმას ნიშნავს, რომ ღილაკებზე არ გქონდა დაჭერილი საკმარისად ხანგრძლივი დროით.
თუ სმარტფონის გადატვირთვით პრობლემა არ აღმოიფხვრა, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.
მონაცემების გადატვირთვის შემდეგ, ტელეფონის ჩართვას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს. ზოგჯერ ამ პროცესს დაახლოებით ერთი საათი ესაჭიროება.
თუ დამოუკიდებლად ვერ ახერხებ პარამეტრების გადატვირთვას, შეგიძლია მიმართო ერთ-ერთ ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.