როგორ შევიდე Google-ის ანგარიშზე Samsung Galaxy სმარტფონით ან პლანშეტით
ამ სტატიაში შენ გაიგებ, თუ როგორ გაირო ავტორიზაცია Google-ის ანგარიშზე (თუ ის უკვე გაქვს) Samsung Galaxy სმარტფონით ან პლანშეტით.
თუ ანგარიში არ გაქვს, დაარეგისტრირე ის.
რა განსხვავებაა Google-ის ანგარიშზე ავტორიზაციის გავლასა და ანგარიშის რეგისტრაციას შორის
ანგარიშის რეგისტრაცია — ეს არის უნიკალური სახელის დაჯავშნა, რომელსაც Google-ის სერვისები გამოიყენებენ შენი იდენტიფიკაციისთვის. რეგისტრაციის დროს ხდება ახალი ანგარიშის შექმნა.
ანგარიშზე შესვლა — ეს არის უკვე შექმნილი ანგარიშის დამატება მოწყობილობაზე. ანგარიშის დამატებისას საჭიროა გახსოვდეს რეგისტრაციის დროს მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი.
რისთვის უნდა გაიარო ავტორიზაცია Google-ის ანგარიშზე
შენ შეძლებ აპლიკაციების ჩამოტვირთვას Google Play-დან და ასევე მიიღებ სწრაფ წვდომას შენს ელ. ფოსტაზე, კონტაქტებზე და კალენდარზე. Galaxy სმარტფონი ან პლანშეტი ახდენს მათზე დამატებული ყველა ანგარიშის მონაცემების ავტომატურ სინქრონიზაციას.
როგორ შევიდე Google-ის ანგარიშზე
რა უნდა გავაკეთო, თუ ეკრანზე გამოჩნდება შეცდომის შეტყობინება „ვერ მოხერხდა ანგარიშზე შესვლა“
ეს შეცდომა ნიშნავს, რომ დაფიქსირდა ინტერნეტთან კავშირის პრობლემა. ამის აღმოფხვრისთვის:
- დარწმუნდი, რომ მოწყობილობაზე სწორედაა დაყენებული თარიღი, დრო და სასაათო სარტყელი.
- გადატვირთე მობილური მოწყობილობა.
- დაუკავშირდი ინტერნეტის სხვა წერტილს (სხვა Wi-Fi-ს ან მობილურ ინტერნეტს).
- ხელახლა სცადე ანგარიშზე შესვლა.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.