როგორ შევიდე Samsung-ის ანგარიშზე სმარტფონით ან პლანშეტით
ამ სტატიაში შეიტყობ, თუ როგორ უნდა შეხვიდე უკვე შექმნილ ანგარიშზე. თუ ანგარიში არ გაქვს, დაარეგისტრირე ის.
რისთვის არის საჭირო Samsung-ის ანგარიში
Samsung-ის ანგარიში საჭიროა Samsung-ის სერვისებთან წვდომისთვის, როგორებიცაა Samsung Pay, Samsung Health ან Galaxy Store.
რა განსხვავებაა შესვლასა და რეგისტრაციას შორის
ანგარიშის რეგისტრაცია — ეს არის უნიკალური სახელის დაჯავშნა, რომელსაც Samsung-ის სერვისები გამოიყენებენ შენი იდენტიფიკაციისთვის. რეგისტრაციის დროს ხდება ახალი ანგარიშის შექმნა.
ანგარიშზე შესვლა — ეს არის უკვე შექმნილი ანგარიშის დამატება მოწყობილობაზე. ანგარიშის დამატებისას საჭიროა გახსოვდეს რეგისტრაციის დროს მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი.
როგორ შევიდე Samsung-ის ანგარიშზე Samsung-ის სმარტფონით ან პლანშეტით
თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ მხოლოდ Samsung-ის ერთ ანგარიშზე მოწყობილობაზე. ამიტომ, გაჯეტში ახალი ანგარიშის დასამატებლად, თქვენ უნდა გამოხვიდეთ ადრე რეგისტრირებული ანგარიშიდან (თუ მოწყობილობა უკვე გამოყენებულია) და დაამატოთ ახალი.
მზადაა, ანგარიში სიაში გამოჩნდება.
შენიშვნა:
Android 7.1 და მომდევნო ვერსიაზე მომუშავე მოწყობილობებს 2020 წლის მარტიდან დაემატა სავალდებულო ორეტაპიანი ავთენტიფიკაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ანგარიშზე შესვლისას საჭიროა ჯერ პაროლის, შემდეგ კი კოდის შეყვანა, რომელიც გამოგეგზავნება მობილურ ტელეფონზე SMS-ის სახით.
ორეტაპიანი ავთენტიფიკაციის საჭიროება დამოკიდებულია შენს მოწყობილობაზე დაინსტალებული Samsung-ის სერვისის ვერსიაზე. ამიტომ მომდევნო საფეხურზე გადასვლა შესაძლოა არ დაგჭირდეს.
თუ ვერ ახერხებ Samsung-ის ანგარიშის შექმნას
თუ Samsung-ის ანგარიშის შექმნის დროს რაიმე პრობლემა წარმოიშვა, პერსონალური კონსულტაციის მისაღებად დაუკავშირდი უფასო მხარდაჭერის ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.