როგორ შევინახო Samsung Galaxy მოწყობილობაში არსებული კონტაქტები, ფოტოები, ვიდეოები, მუსიკალური ფაილები და სხვა მონაცემები

ბოლო განახლების თარიღი : 17-12-2024

როდის და რისთვის უნდა შევინახო მონაცემები

მონაცემების შენახვა საჭიროა იმ შემთხვევისთვის, თუ დაიკარგა ან დაზიანდა სმარტფონი/პლანშეტი. რეკომენდებულია მონაცემების შენახვა მოხდეს ორ კვირაში ერთხელ ან უფრო ხშირად.

როგორ შევინახო კონტაქტები

კონტაქტების შენახვის ყველაზე მოსახერხებელი მეთოდია მისი გადატანა Google-ის ანგარიშზე. ამ მეთოდის გამოყენებისას, მოწყობილობის პარამეტრების დაყენება მხოლოდ ერთხელ მოგიწევს, შემდგომში კი ყველა სამუშაო ავტომატურად შესრულდება. ასევე შესაძლებელია კონტაქტების შენახვა SIM-ბარათზე (SIM-ბარათის დაზიანების შემთხვევაში ყველა კონტაქტი დაიკარგება) ან ფაილში (ახალი კონტაქტების დამატების შემდეგ საჭირო გახდება ამ პროცესის თავიდან შესრულება და ამ ფაილის სხვა მოწყობილობაზე გადატანა).

თითოეული მეთოდის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანი ქვემოთ მოცემულ სტატიებს.

როგორ შევინახო ფაილები, ფოტოები, ვიდეოები, მუსიკალური ფაილები და დოკუმენტები კომპიუტერში

რეკომენდებულია ფაილების შენახვა კომპიუტერში. ეს მეთოდი ყველაზე სწრაფია და არ საჭიროებს დამატებითი პარამეტრების დაყენებას. შეგიძლია დააკოპირო როგორც ყველა, ასევე კონკრეტული საქაღალდე და ფაილი.

1 დააკავშირე შენი სმარტფონი ან პლანშეტი კომპიუტერთან USB კაბელის მეშვეობით. „ეს PC“ საქაღალდეში გამოჩნდება მობილური მოწყობილობა.
როგორ შევინახო Samsung Galaxy მოწყობილობაში არსებული კონტაქტები, ფოტოები, ვიდეოები, მუსიკალური ფაილები და სხვა მონაცემები.

ზოგიერთი მოდელის ეკრანზე შეიძლება გამოჩნდეს წვდომის ნებართვის მოთხოვნის ფანჯარა. დააჭირე ღილაკზე „ნებართვა“.

როგორ შევინახო Samsung Galaxy მოწყობილობაში არსებული კონტაქტები, ფოტოები, ვიდეოები, მუსიკალური ფაილები და სხვა მონაცემები.
2 გახსენი შიდა მეხსიერება ფაილების მენეჯერის გამოყენებით. ამის შემდეგ შეგიძლია დააკოპირო და გადაიტანო საჭირო ფაილები და საქაღალდეები კომპიუტერში. თუ შიდა მეხსიერება ცარიელია, ეს იმას ნიშნავს, რომ ეკრანი დაბლოკილია და საჭიროა მისი განბლოკვა გრაფიკული გასაღების, PIN-კოდის ან პაროლის გამოყენებით.
როგორ შევინახო Samsung Galaxy მოწყობილობაში არსებული კონტაქტები, ფოტოები, ვიდეოები, მუსიკალური ფაილები და სხვა მონაცემები.

Mac კომპიუტერებისთვის Google-მა შეიმუშავა სპეციალური პროგრამა — Android File Transfer, რომელიც შეგიძლია გამოიყენო ფაილების გადატანისთვის.


1. ფოტოები და ვიდეოები

1 გახსენი გალერეა. მასში ფაილები გადანაწილებულია ალბომებში (საქაღალდეებში).
იმისათვის, რომ გაიგო, თუ სად ინახება კონკრეტული ალბომი, გახსენი მასში მოთავსებული ნებისმიერი ფოტო ან ვიდეო.
როგორ შევინახო Samsung Galaxy მოწყობილობაში არსებული კონტაქტები, ფოტოები, ვიდეოები, მუსიკალური ფაილები და სხვა მონაცემები.
2 დააჭირე „ვარიანტების“ ღილაკზე (შეიძლება ქონდეს სამი წერტილის ფორმა და განთავსებული იყოს ზედა მარცხენა კუთხეში) და აირჩიე „ინფორმაცია“ („მახასიათებლები“)
როგორ შევინახო Samsung Galaxy მოწყობილობაში არსებული კონტაქტები, ფოტოები, ვიდეოები, მუსიკალური ფაილები და სხვა მონაცემები.
3 „მისამართის“ ველში ნაჩვენები იქნება ამ ალბომის ადგილმდებარეობა. აქ მოყვანილ მაგალითში ალბომი ინახება საქაღალდეში „Screenshots“, რომელიც მოთავსებულია საქაღალდეში „DCIM“.
როგორ შევინახო Samsung Galaxy მოწყობილობაში არსებული კონტაქტები, ფოტოები, ვიდეოები, მუსიკალური ფაილები და სხვა მონაცემები.
4 ჩვეულებრივ, ფოტოები და ვიდეოები ინახება საქაღალდეებში „DCIM“ (კამერიდან გადმოტანილი ფოტოები და ვიდეოები), „Pictures“, „Downloads“ (ჩამოტვირთული ფაილები), „Bluetooth“.

2. მუსიკალური ფაილები

ჩვეულებრივ, მუსიკალური ფაილები ინახება საქაღალდეებში „Music“, „Downloads“, „Bluetooth“.

თუ ვერ ახერხებ საჭირო ფაილების ადგილმდებარეობის მოძებნას, დააკოპირე მოწყობილობის მეხსიერებაში არსებული ყველა საქაღალდე.

როგორ შევინახო ფაილები, ფოტოები, ვიდეოები, მუსიკალური ფაილები და დოკუმენტები ქლაუდ-მეხსიერებაში

თუ რაიმე მიზეზის გამო არ გსურს ფაილების კომპიუტერში შენახვა, მათ შესანახად შეგიძლია გამოიყენო ქლაუდ-მეხსიერების სერვისები. ქლაუდ-სერვისი წარმოადგენს ინტერნეტ-სივრცეში არსებულ, გარკვეული ტევადობის მქონე „მყარ დისკს“.

ქლაუდ-მეხსიერებას უამრავი კომპანია გვთავაზობს. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი მათგანის გამოყენების ინსტრუქციებზე გადასასვლელი ბმულები.

როგორ შევინახო მონაცემები Smart Switch PC პროგრამის მეშვეობით

პროგრამა Smart Switch PC თავსებადია Galaxy მოწყობილობებთან, რომლებიც მუშაობს Android 4.3-ზე ან უფრო ახალ ვერსიაზე. ეს არის მოწყობილობები, რომლებიც გამოშვებულია დაახლოებით 2015 წლის შემდეგ.

თუ იყენებ Android 4.2-ზე ან უფრო ძველ ვერსიაზე მომუშავე მოწყობილობას ან უბრალო ტელეფონს, გამოიყენე პროგრამა Kies.

ფაილების და პარამეტრების შენახვის კიდევ ერთი მეთოდია Smart Switch PC პროგრამის გამოყენება. ამ პროგრამით შეგიძლია შეინახო შემდეგი მონაცემები:

  • კონტაქტები, ზარების ისტორია;
  • SMS, S Planner (კალენდრის მოვლენები), E-mail (ელექტრონული ფოსტის ანგარიშები);
  • მუსიკალური ფაილები, ფოტოები, ვიდეოები, დოკუმენტები;
  • ფონური სურათები, ინტერნეტის ბრაუზერის მონაცემები (ჩანართები, პარამეტრები);
  • აპლიკაციები (მხოლოდ საინსტალაციო ფაილები, დაყენებული აპლიკაციის მონაცემები არ შეინახება);
  • პარამეტრები, საათები (მაღვიძარები).

1 ჩამოტვირთე პროგრამა და დააყენე კომპიუტერზე.


2

გაუშვი პროგრამა, განბლოკე მოწყობილობა და დააკავშირე კომპიუტერთან კაბელის მეშვეობით. ზოგიერთი მოდელის ეკრანზე შეიძლება გამოჩნდეს წვდომის ნებართვის მოთხოვნის ფანჯარა. დააჭირე ღილაკზე „დაშვება“.

როგორ შევინახო Samsung Galaxy მოწყობილობაში არსებული კონტაქტები, ფოტოები, ვიდეოები, მუსიკალური ფაილები და სხვა მონაცემები.
3 თუ კომპიუტერის ეკრანზე გამოჩნდა შეტყობინება, რომ საჭიროა Smart Switch-ის ჩატვირთვა დაკავშირებულ მოწყობილობაზე, ჩატვირთე Smart Switch-ის ჩატვირთვა დაკავშირებულ მოწყობილობაზე.
როგორ შევინახო Samsung Galaxy მოწყობილობაში არსებული კონტაქტები, ფოტოები, ვიდეოები, მუსიკალური ფაილები და სხვა მონაცემები.

ამის შემდეგ, მოწყობილობაზე დააჭირე ღილაკზე „დიახ“.

4

დააჭირე ღილაკზე „Backup“.

როგორ შევინახო Samsung Galaxy მოწყობილობაში არსებული კონტაქტები, ფოტოები, ვიდეოები, მუსიკალური ფაილები და სხვა მონაცემები.
5 აირჩიე მონაცემები, რომელთა შენახვაც გსურს და დააჭირე ღილაკზე „Backup“.
როგორ შევინახო Samsung Galaxy მოწყობილობაში არსებული კონტაქტები, ფოტოები, ვიდეოები, მუსიკალური ფაილები და სხვა მონაცემები.
6 დაიწყება სარეზერვო ასლის შექმნის პროცესი.
როგორ შევინახო Samsung Galaxy მოწყობილობაში არსებული კონტაქტები, ფოტოები, ვიდეოები, მუსიკალური ფაილები და სხვა მონაცემები.
7

კოპირების დასრულების შემდეგ გამოჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მონაცემები იქნა შენახული და რა არა. დააჭირე ღილაკზე „ОК“.

როგორ შევინახო Samsung Galaxy მოწყობილობაში არსებული კონტაქტები, ფოტოები, ვიდეოები, მუსიკალური ფაილები და სხვა მონაცემები.

1

გაუშვი პროგრამა და დააკავშირე მოწყობილობა კომპიუტერთან კაბელის მეშვეობით. დააჭირე ღილაკზე „Restore“.

როგორ შევინახო Samsung Galaxy მოწყობილობაში არსებული კონტაქტები, ფოტოები, ვიდეოები, მუსიკალური ფაილები და სხვა მონაცემები.
2 პროგრამა თავისით მოძებნის ბოლო სარეზერვო ასლს. დააჭირე ღილაკზე „Restore“.
როგორ შევინახო Samsung Galaxy მოწყობილობაში არსებული კონტაქტები, ფოტოები, ვიდეოები, მუსიკალური ფაილები და სხვა მონაცემები.
3 დაიწყება მონაცემების აღდგენა.
როგორ შევინახო Samsung Galaxy მოწყობილობაში არსებული კონტაქტები, ფოტოები, ვიდეოები, მუსიკალური ფაილები და სხვა მონაცემები.
4 გამოჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი მონაცემების აღდგენა განხორციელდა. დააჭირე ღილაკზე „ОК“.
როგორ შევინახო Samsung Galaxy მოწყობილობაში არსებული კონტაქტები, ფოტოები, ვიდეოები, მუსიკალური ფაილები და სხვა მონაცემები.

რა უნდა გავაკეთო, თუ Windows-ზე მომუშავე კომპიუტერი ვერ ახერხებს სმარტფონის ან პლანშეტის ამოცნობას

1. დაკავშირებისთვის გამოიყენე ორიგინალი კაბელი! არაორიგინალი კაბელების უმრავლესობაში კონტაქტების თანმიმდევრობა განსხვავებულია, ამიტომ ისინი შეიძლება არ იყოს თავსებადი Samsung-ის მოწყობილობასთან.

2. დასაკავშირებლად არ არის საჭირო Samsung-ის რაიმე დამატებითი დრაივერი. მოწყობილობის დაკავშირება ხდება MTP პროტოკოლის გამოყენებით, რომელიც ინტეგრირებულია Windows-ში. თუ მოწყობილობა ვერ უკავშირდება შენს კომპიუტერს, პრობლემა შეიძლება ოპერაციული სისტემის მიზეზით იყოს გამოწვეული. დარწმუნდი, რომ დაინსტალებულია Windows-ის ბოლო განახლებები და იყენებ Windows Media Player-ის უახლეს ვერსიას. 

3. შეამოწმე, რომ დაკავშირებულ მოწყობილობაზე არჩეულია მონაცემთა გადაცემის რეჟიმი. ამისათვის მთავარ ეკრანზე ორჯერ ჩამოუსვი თითი ზემოდან ქვემოთ  → მოწყობილობა კაბელით დააკავშირე კომპიუტერთან  → ეკრანზე გამოჩნდება USB კავშირის პარამეტრების მენიუ, დააჭირე მასზე → აირჩიე „ეს ტელეფონი“ და „ფაილების გადაცემა“.

როგორ შევინახო Samsung Galaxy მოწყობილობაში არსებული კონტაქტები, ფოტოები, ვიდეოები, მუსიკალური ფაილები და სხვა მონაცემები.

4. სცადე მოწყობილობის სხვა კომპიუტერთან დაკავშირება. მსგავს პრობლემებს ყველაზე ხშირად ადგილი აქვს არალიცენზირებული Windows XP-ის და Windows 7-ის გამოყენების შემთხვევაში. რეკომენდებულია Windows 10-ის გამოყენება.

როგორ გადავიტანო მონაცემები ერთი მოწყობილობიდან მეორეზე

ერთი Galaxy  მოწყობილობიდან მეორეზე ან iPhone-დან Galaxy მოწყობილობაზე მონაცემთა გადატანისთვის გამოიყენე პროგრამა Smart Switch Mobile (ხელმისაწვდომია Google Play-ზე).

რა უნდა გავაკეთო, თუ ვერ მოვახერხე მონაცემების შენახვა ან გადატანა

თუ ვერ მოახერხე მონაცემთა შენახვა ან სხვა წარმოიშვა სხვა პრობლემები, პერსონალური კონსულტაციისთვის მიმართე მხარდაჭერის ცენტრს. მონაცემების გადატანის პროცესის ნიუანსები სასურველია განიხილო ტექნიკურ სპეციალისტთან.


მადლობა გამოხმაურებისთვის!