როგორ შევცვალო ზარის ეკრანის ფონი Samsung Galaxy მოწყობილობაზე
შეგიძლია სურვილისამებრ დააყენო ზარის ეკრანის ფონი:
- ეკრანის განლაგების შეცვლა,
- ზარის ფონზე სასურველი გამოსახულების დაყენება,
- ფონად ანიმაციის ან ვიდეოს დაყენება.
ზარის ეკრანის ფონის შეცვლა შესაძლებელია Samsung Galaxy სმარტფონებზე, რომლებზეც დაინსტალებულია ოპერაციული სისტემა Android 11 ან უფრო ახალი ვერსია.
შენიშვნა: შემდეგი ქმედებების შესრულებამდე შეამოწმე განახლებულია თუ არა შენს მოწყობილობაზე პროგრამული უზრუნველყოფა და შესაბამისი აპლიკაციები ბოლო ვერსიამდე. გახსენი „პარამეტრები“ > „პროგრამული უზრუნველყოფის განახლება > „ჩამოტვირთვა და ინსტალაცია > მიჰყევი ეკრანზე გამოსახულ ინსტრუქციებს.
ზარის ეკრანის ფონის განლაგების დაყენება
ჩანართში „განლაგება“ შეგიძლია აირჩიო, თუ როგორ გამოჩნდეს ინფორმაცია ზარის განმახორციელებელი პირის შესახებ.
ზარის ეკრანის ფონად „გალერეაში“ არსებული ფოტოს დაყენება
ფონად შეგიძლია დააყენო სისტემაში არსებული ერთ-ერთი ფოტო ან აირჩიო გალერეაში შენახული გამოსახულება (ფოტო, gif-ფაილი ან ვიდეო).
თუ ზარის ეკრანის ფონად ვიდეოს დაყენება გსურს:
- შესაძლებელია 15 წამამდე ხანგრძლივობის ვიდეოს დაყენება.
- თუ შენი ვიდეო 15 წამზე მეტს გრძელდება, „ფონად დაყენების“ ღილაკზე დაჭერამდე შეგიძლია აირჩიო სასურველი მონაკვეთი.
- შეგიძლია ვიდეოს ხმა ზარის მელოდიად გამოიყენო. გაააქტიურე გადამრთველი ღილაკი „ვიდეოს ხმის ზარის მელოდიად გამოყენება“.
ზარის ეკრანის ფონად ავატარის დაყენება
შეგიძლია შექმნა შენი საკუთარი ავატარი და დააყენო ის ზარის ეკრანის ფონად.
ამავე საკითხზე:
შენიშვნა:
მოწყობილობის ეკრანის ანაბეჭდები და მენიუს პუნქტები შესაძლოა განსხვავდებოდეს მოწყობილობის მოდელის ან პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის მიხედვით.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.