როგორ გავიგო Samsung-ის მოწყობილობის დამზადების (წარმოების) თარიღი

ბოლო განახლების თარიღი : 02-04-2024

სად არის მითითებული დამზადების თარიღი

დამზადების თარიღი დაშიფრულია სერიულ ნომერში. ის შედგება ლათინური ასოებისგან და ციფრებისგან. მაგალითად: R38K503SRVD, R38K503SR4.
სერიულ ნომერში სიმბოლოების რაოდენობა შეიძლება განსხვავებული იყოს.

როგორ გავიგო დამზადების თარიღი სერიული ნომრის მეშვეობით

შეიყვანე სერიული ნომერი ქვემოთ მოცემულ ველში და დააჭირე ღილაკს „დამზადების თარიღის გაგება“.

ჩემით როგორ გავიგო დამზადების თარიღი სერიული ნომრის მეშვეობით

დამზადების თარიღის გასაგებად დააკვირდი ბოლო სიმბოლოს.

თუ ეს სიმბოლო ასოა, გადათვალე ხუთი სიმბოლო მისგან მარცხნივ. თუ ეს სიმბოლო ციფრია, გადათვალე ხუთი სიმბოლო სერიული ნომრის ბოლოდან მარცხნივ.

დამზადების თარიღი დაშიფრულია სერიულ ნომერში

სერიული ნომრის ბოლოდან მე-6 სიმბოლო აღნიშნავს დამზადების თვეს: 1 — იანვარი, 2 — თებერვალი, 3 — მარტი, 4 — აპრილი, 5 — მაისი, 6 — ივნისი, 7 — ივლისი, 8 — აგვისტო, 9 — სექტემბერი, А — ოქტომბერი, В — ნოემბერი, С — დეკემბერი.

სერიული ნომრის ბოლოდან მე-7 სიმბოლო აღნიშნავს დამზადების წელს: Y — 2005, L — 2006, P — 2007, Q — 2008, S — 2009, Z — 2010, B — 2011, C — 2012, D — 2013, F — 2014, G — 2015, H — 2016, J — 2017, K — 2018, M — 2019, N — 2020, R — 2021, T — 2022, W — 2023, X — 2024, Y — 2025.

ჩვენს მაგალითში, დამზადების თარიღია 2018 წლის მაისი.

დამზადების თარიღის დადგენა ვერ ხერხდება

დამზადების ზუსტი თარიღის შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდი მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს.


მადლობა გამოხმაურებისთვის!