როგორ შევამოწმო პროგრამული უზრუნველყოფის განახლება Samsung Galaxy სმარტფონზე
პროგრამული უზრუნველყოფის განახლება აუმჯობესებს სმარტფონის მუშაობას და აღმოფხვრის უსაფრთხოების პოტენციურ ხარვეზებს. განახლებების ჩამოტვირთვა ხდება ინტერნეტის მეშვეობით, ამიტომ რეკომენდებულია დაუკავშირდე უფასო Wi-Fi ქსელს, რათა დაზოგო მობილური ინტერნეტის ტრაფიკი.
იმ შემთხვევაში, თუ სმარტფონი არ გთავაზობს განახლებებს, თუმცა დარწმუნებული ხარ, რომ განახლება გაშვებულია. მისი ხელმისაწვდომობის შესამოწმებლად რეკომენდებულია რამდენიმე საფეხურის შესრულება.
შენიშვნა:
განახლების შემდეგ firmware-ის ძველ ვერსიაზე დაბრუნება შეუძლებელი იქნება.
როგორ შევამოწმო განახლების ხელმისაწვდომობა Samsung Galaxy მოწყობილობაზე
პროგრამული უზრუნველყოფის უახლესი ვერსიის ხელმისაწვდომობის შესამოწმებლად გაეცანი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს.
შენიშვნა:
აქვე შეგიძლია დააყენო ფუნქცია „ავტომატური ჩამოტვირთვა Wi-Fi ქსელთან კავშირის დროს“. ამ შემთხვევაში არ მოგიწევს განახლებების ხელით დაყენება. Wi-Fi ქსელთან დაკავშირების შემთხვევაში სმარტფონი ყველაფერს თავად გააკეთებს.
იმ შემთხვევაში, თუ სმარტფონი არ გთავაზობს განახლებებს, თუმცა დარწმუნებული ხარ, რომ განახლება გაშვებულია. მისი ხელმისაწვდომობის შესამოწმებლად რეკომენდებულია რამდენიმე საფეხურის შესრულება.
თუ განახლება არ არის ხელმისაწვდომი მისი გამოსვლიდან ორ კვირაზე ნაკლები დროის გასვლის შემდეგ, ეს ნორმალურია. საჭიროა დაელოდო, რადგან განახლების მიწოდება ეტაპობრივად ხდება და მსოფლიოს ყველა რეგიონის Android მოწყობილობების სრულად განახლებას დაახლოებით ოთხი კვირა ესაჭიროება.
Samsung Galaxy სმარტფონის პროგრამული უზრუნველყოფის განახლების ხელმისაწვდომობის შემოწმება ასევე შესაძლებელია Smart Switch-ის მეშვეობით.
ამავე საკითხზე:
შენიშვნა:
პროგრამული უზრუნველყოფის Smart Switch-ის მეშვეობით განახლებისთვის საჭიროა, რომ კომპიუტერი დაკავშირებული იყოს ინტერნეტთან.
პროგრამულმა ხარვეზებმა შეიძლება ხელი შეუშალოს მონაცემთა განახლების პროცესს. პროგრამული ხარვეზის თავიდან ასაცილებლად შეგიძლია განახორციელო მონაცემთა გადატვირთვა.
აუცილებლად შეინახე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რადგან მონაცემთა გადატვირთვის დროს ყველაფერი წაიშლება!
თუ ზემოთ მოცემული რეკომენდაციები ვერ დაგეხმარა პროგრამული უზრუნველყოფის განახლებასთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრაში, შენი მოწყობილობის შესამოწმებლად მიმართე უახლოეს სერვის-ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.