როგორ მოვძებნო ინტერნეტიდან ჩამოტვირთული ფაილები Samsung Galaxy მოწყობილობაზე
აღნიშნული სტატიისთვის ხელმისაწვდომია ვიდეო-რეკომენდაციები ჟესტურ ენაზე თარგმანით.
სად ინახება ინტერნეტიდან ჩამოტვირთული ფაილები
ინტერნეტიდან ჩამოტვირთული ფაილების შენახვის ადგილი დამოკიდებულია ბრაუზერზე.
ბრაუზერები Internet და Chrome: ნაგულისხმევი პარამეტრებით, ინტერნეტიდან ჩამოტვირთული ყველა ფაილი ინახება საქაღალდეში „Download“ (ჩამოტვირთვები), რომელიც მოწყობილობის მეხსიერებაშია განთავსებული.
სხვა ბრაუზერები: ჩამოტვირთული ფაილების შესანახად შეიძლება შექმნან საკუთარი საქაღალდეები. მაგალითად, UC ბრაუზერი ინახავს ფაილებს მოწყობილობის მეხსიერებაში → Android → data → com.UCMobile.intl → files → UcDownloads.
გაითვალისწინე: Android 11-ზე შეუძლებელია Android → data საქაღალდის დათვალიერება.
სად ინახება ინტერნეტიდან ჩამოტვირთული ფაილები – ვიდეო ჟესტური თარგმანით.
სად ვნახო „Download“ საქაღალდის ფაილები
სად ვნახო „Download“ საქაღალდის ფაილები – ვიდეო ჟესტურ ენაზე თარგმანით.
„Download“ საქაღალდეში ვერ ვპოულობ ჩამოტვირთულ ფაილებს
ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში ხდება — ჩამოტვირთვისას გამოყენებულია Internet და Chrome ბრაუზერების გარდა სხვა ბრაუზერი.
თუ ფაილებს ვერ პოულობ, ჩამოტვირთე ისინი Internet ან Chrome ბრაუზერის გამოყენებით.
როგორ მოვიქცე, თუ „Download“ საქაღალდეში ვერ ვპოულობ ჩამოტვირთულ ფაილებს – ვიდეო ჟესტურ ენაზე თარგმანით.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.