რა უნდა გავაკეთო, თუ Samsung Galaxy ვერ უკავშირდება სხვა მოწყობილობებს და აქსესუარებს Bluetooth-ის მეშვეობით

ბოლო განახლების თარიღი : 23-12-2024

ამ სტატიაში გაიგებ, თუ როგორ უნდა მოიქცე როდესაც სხვა მოწყობილობები და აქსესუარები არ უკავშირდება Samsung Galaxy-ის Bluetooth-ის მეშვეობით.

შენიშვნა:

ეკრანზე არსებული გამოსახულება და მენიუს ელემენტები შესაძლოა განსხვავდებოდეს მოწყობილობისა ან პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის მიხედვით.

Bluetooth მოწყობილობების დაკავშირება Galaxy სმარტფონთან
1 დარწმუნდი, რომ სმარტფონზე ჩართულია ფუნქცია „Bluetooth“.

გახსენი სწრაფი წვდომის პანელი. ამისთვის ჩამოუსვი ორი თითი ეკრანის ზედა კიდეს.

თუ Bluetooth-ის ხატულა ნაცრისფერია, მაშინ ის გამორთულია. შეეხე აქტივაციის ხატულას.

გახსენი სწრაფი წვდომის პანელი, შეეხე აქტივაციის ხატულას.
2 სმარტფონთან დასაკავშირებელ მოწყობილობაზე ჩართე დაწყვილების რეჟიმი.

დაწყვილების რეჟიმის დროს, ერთი მოწყობილობა მზადაა გაცვალოს ინფორმაცია სხვა მოწყობილობასთან, რათა მათ შორის მოხდეს დაკავშირება. თუ Bluetooth მოწყობილობა არ არის გადაყვანილი დაწყვილების რეჟიმში, შენი სმარტფონი მას ვერ მოძებნის.

დაწყვილების რეჟიმის გააქტიურების მეთოდები შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა მოწყობილობებისთვის.

მაგალითად, Samsung Galaxy Buds-ზე დაწყვილების რეჟიმის ჩასართავად, უნდა მოათავსო ორივე ყურსასმენი დასამუხტ ყუთში, დახურო ის და შემდეგ ხელახლა გახსნა. უსადენო დინამიკების პოპულარულ მოდელებზე საკმარისია დააჭირო ღილაკს „Bluetooth“ რამდენიმე წამის განმავლობაში. 

იმის გასაგებად, თუ როგორ უნდა გააქტიურო დაწყვილების რეჟიმი შენს მოწყობილობაზე, იხილე სპეციფიკაციები ან მწარმოებლის მიერ შემუშავებული მომხმარებლის სახელმძღვანელო.

3 მოძებნე და აირჩიე მოწყობილობა, რომელთანაც გსურს სმარტფონის დაკავშირება.

ამისათვის შეასრულე შემდეგი ქმედებები:

გახსენი პარამეტრების მენიუ და გადადი განყოფილებაში „დაკავშირება“ გახსენი პარამეტრების მენიუ და გადადი განყოფილებაში „დაკავშირება“

საფეხური 1. გახსენი პარამეტრების მენიუ და გადადი განყოფილებაში „დაკავშირება“.

შეეხე პუნქტს „Bluetooth“. შეეხე პუნქტს „Bluetooth“.

საფეხური 2. შეეხე პუნქტს „Bluetooth“.

დაკავშირებისთვის ხელმისაწვდომი მოწყობილობების სიაში იპოვე შენი მოწყობილობა და დააჭირე მას დაკავშირებისთვის ხელმისაწვდომი მოწყობილობების სიაში იპოვე შენი მოწყობილობა და დააჭირე მას

საფეხური 3. დაკავშირებისთვის ხელმისაწვდომი მოწყობილობების სიაში იპოვე შენი მოწყობილობა და დააჭირე მას.

თუ ადრე უკვე დაუკავშირე სმარტფონი ამ მოწყობილობას, ის გამოჩნდება დაკავშირებული მოწყობილობების სიაში. სცადე ამ კავშირის წაშლა, შემდეგ მასთან ხელახლა დაკავშირება.

ამისათვის შეეხე მოწყობილობის სახელის მარჯვნივ არსებულ პარამეტრების ხატულას და შემდეგ დააჭირე „ღაწყვილების გაუქმება“.

შეეხე მოწყობილობის სახელის მარჯვნივ არსებულ პარამეტრების ხატულას და შემდეგ დააჭირე „ღაწყვილების გაუქმება“

შენიშვნა:

  • Bluetooth მოწყობილობა შეიძლება ვერ დაუკავშირდეს შენს სმარტფონს ან პლანშეტს, თუ ის უკვე დაკავშირებულია სხვა მოწყობილობასთან. იმაში დასარწმუნებლად, რომ კავშირი არის უხარვეზო, გათიშე Bluetooth მოწყობილობასთან დაკავშირებული სხვა სმარტფონები.

თუ სმარტფონი ვერ უკავშირდება შენს მოწყობილობას ან ვერ პოულობს მას, გადადი შემდეგ რეკომენდაციებზე.

4 Bluetooth აპლიკაციის მონაცემების გასუფთავება.

ამისათვის შეასრულე შემდეგი ქმედებები:

გახსენი პარამეტრების მენიუ და გადადი განყოფილებაში „აპლიკაციები“. გახსენი პარამეტრების მენიუ და გადადი განყოფილებაში „აპლიკაციები“.

საფეხური 1. გახსენი პარამეტრების მენიუ და გადადი განყოფილებაში „აპლიკაციები“.

სიაში მოძებნე აპლიკაცია Bluetooth და დააჭირე მას. სიაში მოძებნე აპლიკაცია Bluetooth და დააჭირე მას.

საფეხური 2. სიაში მოძებნე აპლიკაცია Bluetooth და დააჭირე მას.

გადადი განყოფილებაში „საცავი“. გადადი განყოფილებაში „საცავი“.

საფეხური 3. გადადი განყოფილებაში „საცავი“.

დააჭირე ღილაკს „მონაცემთა გასუფთავება“ და შემდეგ ღილაკს „წაშლა“. დააჭირე ღილაკს „მონაცემთა გასუფთავება“ და შემდეგ ღილაკს „წაშლა“.

საფეხური 4. დააჭირე ღილაკს „მონაცემთა გასუფთავებადა შემდეგ ღილაკს „წაშლა“.

შენიშვნა:

თუ ღილაკი „მონაცემთა გასუფთავება“ არ არის აქტიური, მოწყობილობაში არ არის წასაშლელი მონაცემები.

თუ სიაში არ არის აპლიკაცია Bluetooth, ჩართე ჩაშენებული აპლიკაციების ნახვის ფუნქცია.

ამისათვის, შეეხე სიის მარჯვენა მხარეს არსებულ ფილტრისა და სორტირების ხატულას და შემდეგ გააქტიურე გადამრთველი „სისტემის აპლიკაციების ჩვენება“. 

შეეხე სიის მარჯვენა მხარეს არსებულ ფილტრისა და სორტირების ხატულას და შემდეგ გააქტიურე გადამრთველი „სისტემის აპლიკაციების ჩვენება“

ხელახლა სცადე Bluetooth მოწყობილობასთან დაკავშირება.

თუ სმარტფონი ისევ ვერ უკავშირდება შენს მოწყობილობას, გადადი შემდეგ რეკომენდაციებზე.

რჩევა

როდესაც Bluetooth აქტიურია, თუმცა მუდმივად ითიშება - სცადე ქსელის პარამეტრების გადატვირთვა:

1. გადადი „პარამეტრები“.
2. აირჩიე „ზოგადი მართვა“ და შემდეგ „პარამეტრების თავიდან დაყება “.
3. ქსელის პარამეტრების გადატვირთვის შემდეგ ხელახლა სცადე Bluetooth-ის ჩართვა.

5 სცადე სმარტფონთან სხვა Bluetooth მოწყობილობის დაკავშირება.

შეამოწმე, დაწყვილების დროს რომელ მოწყობილობაზე წარმოიშობა ეს პრობლემა: შენს სმარტფონზე თუ Bluetooth მოწყობილობაზე.

ამისათვის სცადე სმარტფონთან სხვა მოწყობილობის დაკავშირება Bluetooth-ით, მაგალითად ყურსასმენის, უსადენო დინამიკის ან ხელზე სატარებელი სხვა მოწყობილობის.

  • თუ სხვა მოწყობილობა უკავშირდება სმარტფონს, ესე იგი ის გამართულად მუშაობს. პრობლემა დაკავშირებულია თვითონ Bluetooth მოწყობილობასთან და შეიძლება გამოწვეული იყოს დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფის დაინსტალების საჭიროებით, პროგრამული ხარვეზებით ან მექანიკური გაუმართაობით. 
  • თუ სხვა მოწყობილობები ასევე ვერ უკავშირდება სმარტფონს, გადადი შემდეგ რეკომენდაციებზე.
6 შეამოწმე სმარტფონის მუშაობა უსაფრთხო რეჟიმში.

ტელეფონის მუშაობაზე შესაძლოა გავლენას ახდენდეს ჩატვირთული პროგრამებიდან ერთ-ერთი. ამის შესამოწმებლად, გაუშვი სმარტფონი უსაფრთხო რეჟიმში. ამ რეჟიმში გათიშულია ყველა ჩამოტვირთული აპლიკაცია და ისინი არ ახდენს გავლენას მოწყობილობის მუშაობაზე. შეამოწმე, წარმოიშობა თუ არა რაიმე პრობლემა Bluetooth დაკავშირების დროს.

თუ უსაფრთხო რეჟიმში ტელეფონი უკავშირდება სხვა Bluetooth მოწყობილობებს, ეს ნიშნავს რომ პრობლემა გამოწვეულია რომელიმე ჩატვირთული აპლიკაციით. სათითაოდ წაშალე ჩატვირთული აპლიკაციები და შეამოწმე მუშაობს თუ არა მოწყობილობა. უმჯობესია დაიწყო ბოლოს დაინსტალებული აპლიკაციებით.

თუ უსაფრთხო რეჟიმში პრობლემა ვერ აღმოიფხვრა, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.

7 გადატვირთე სმარტფონის პარამეტრები.

სმარტფონის ან პლანშეტის პარამეტრების სრული გადატვირთვა შენს მოწყობილობას დააბრუნებს ქარხნულ მდგომარეობაში, რაც აღმოფხვრის პროგრამულ ხარვეზებს.


პარამეტრების გადატვირთვის დროს წაიშლება შენს მოწყობილობაზე არსებული ყველა მონაცემი.
პარამეტრების გადატვირთვამდე რეკომენდებულია მნიშვნელოვანი მონაცემების სარეზერვო ასლის შექმნა.

თუ ზემოთ მოცემული რეკომენდაციები ვერ დაგეხმარა პრობლემის აღმოფხვრაში, შენი სმარტფონის დიაგნოსტირებისთვის მიმართე უახლოეს სერვის-ცენტრს.


მადლობა გამოხმაურებისთვის!