როგორ ჩავსვა SIM-ბარათი Samsung Galaxy მოწყობილობაში
იმისათვის, რომ განახორციელო ზარები, გააგზავნო შეტყობინებები და ისარგებლო მობილური ინტერნეტით, საჭიროა შენს სმარტფონში ან პლანშეტში მოთავსებული იყოს SIM-ბარათი.
ამ სტატიაში ჩვენ დეტალურად განვიხილავთ, თუ როგორ უნდა მოვათავსოთ SIM-ბარათი არამოხსნადი ელემენტის მქონე სმარტფონში.
სად მდებარეობს SIM-ბარათის განყოფილება
SIM-ბარათის განყოფილების ადგილმდებარეობა დამოკიდებულია Samsung Galaxy-ს მოდელზე და ის შეიძლება მდებარეობდეს ტელეფონის კორპუსის მარცხენა, ზედა ან ქვედა კიდეზე.
როგორ ჩავსვა SIM-ბარათი
SIM-ბარათის ბუდის სმარტფონის კორპუსიდან ამოსაღებად გამოიყენე ჩხირი (წკირი). წკირი შედის სმარტფონის კომპლექტში.
სმარტფონის ზოგიერთ მოდელში, SIM-ბარათის ბუდის ამოსაღები ხვრელი მდებარეობს მიკროფონის ხვრელის გვერდით. მაგალითად Galaxy S21 სერიის სმარტფონებში. კორპუსის კონსტრუქციის წყალობით, ჩხირის შემთხვევით არასწორ ხვრელში მოთავსების შემთხვევაში მიკროფონი არ დაზიანდება.
ერთ სმარტფონში შეგიძლია მოათავსო ორი SIM-ბარათი და ისარგებლო ორი სატელეფონო ნომრით. ორი ბარათის სლოტის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია Galaxy მოწყობილობის მოდელზე.
Dual SIM ბუდე შედგება ორი სლოტისგან: Nano-SIM-ბარათის სლოტისგან და უნივერსალური სლოტისგან. უნივერსალურ სლოტში შესაძლებელია მოთავსდეს ან მეორე Nano-SIM-ბარათი ან microSD მეხსიერების ბარათი. უნივერსალურ სლოტში ორი ტიპის ბარათის ერთდროულად მოთავსება შეუძლებელია.
- მოათავსე ჩხირი SIM-ბარათების ბუდის ხვრელში პერპენდიკულარულად, რათა არ დააზიანო მოწყობილობა.
- SIM-ბარათი შეიძლება ამოვარდეს, თუ ის მყარად არ ზის ბუდეში.
- თუ SIM-ბარათი არ არის საიმედოდ დაფიქსირებული ბუდეში, SIM-ბარათმა შეიძლება არ იმუშაოს ან ვერ მოხდეს მისი ამოცნობა მოწყობილობის მიერ.
- მოწყობილობაში ნესტიანი ან სველი ბუდის ჩასმამ შეიძლება მისი დაზიანება გამოიწვიოს.
- ბუდე ბარათის განყოფილებაში მჭიდროდ უნდა მოთავდეს, რათა გამოირიცხოს მოწყობილობაში წყლის მოხვედრა.
ამავე საკითხზე:
- როგორ გავთიშო Samsung Galaxy სმარტფონის SIM-ბარათი
- როგორ ავირჩიო Samsung Galaxy-ზე პრიორიტეტული SIM-ბარათი SMS შეტყობინებებისთვის
- როგორ შევინახო კონტაქტები Samsung Galaxy მოწყობილობის SIM-ბარათზე ან როგორ დავაკოპირო კონტაქტები SIM-ბარათიდან
- როგორ დავაყენო ვირტუალური SIM-ბარათი (eSIM) Samsung Galaxy მოწყობილობაზე
- Galaxy eSIM და მისი მხარდაჭერის მქონე ქსელის ოპერატორები
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.