როგორ გავააქტიურო nano-SIM ბარათი და eSIM ბარათი Galaxy S22 სერიის მოწყობილობებზე

ბოლო განახლების თარიღი : 18-03-2024

ამ სტატიაში აღწერილია, თუ როგორ უნდა დააყენო და გავააქტიურო nano-SIM ან eSIM ერთ მოწყობილობაზე ორი სატელეფონო ნომრის გამოყენების მიზნით.

სანამ ქვემოთ მოცემულ რეკომენდაციებს შეასრულებ, დარწმუნდი, რომ შენს მოწყობილობაზე დაინსტალებული პროგრამული უზრუნველყოფა და შესაბამისი აპლიკაციები განახლებულია ბოლო ვერსიამდე. პროგრამული უზრუნველყოფის განახლებისთვის შეასრულე შემდეგი მოქმედებები:

საფეხური 1. გახსენი „პარამეტრები“ > „პროგრამული უზრუნველყოფის განახლება“.

საფეხური 2. დააჭირე ღილაკზე „ჩამოტვირთვა და ინსტალაცია“.

საფეხური 3. მიჰყევი ეკრანზე გამოჩენილ ინსტრუქციებს.

რა არის nano-SIM და eSIM?

SIM-ბარათი საჭიროა სერვის-პროვაიდერის მობილურ ქსელთან წვდომისთვის და შესაბამისად ის გაძლევს საშუალებას განახორციელო სატელეფონო ზარები, გააგზავნო შეტყობინებები და ა.შ. ერთ მოწყობილობაზე ორი სატელეფონო ნომრის გამოყენებისთვის, შეგიძლია გაააქტიურო eSIM ან მოწყობილობაში მოათავსო ორი SIM-ბარათი.

nano-SIM-ბარათისგან განსხვავებით, eSIM წარმოადგენს ინტეგრირებულ ციფრულ SIM-ბარათს.

გაითვალისწინე, რომ nano-SIM-ბარათის და eSIM-ის ერთდროულად გამოყენებამ ზოგიერთ რეგიონში შეიძლება მონაცემების გადაცემის სიჩქარის შემცირება გამოიწვიოს.

Nano-SIM Nano-SIM

Nano-SIM

eSIM eSIM

eSIM

  • როგორ გამოვიყენო ორი SIM-ბარათი: SIM1 (ჩვეულებრივი SIM-ბარათი) + SIM2 (ჩვეულებრივი SIM-ბარათი ან eSIM)

როგორ მოვათავსო SIM-ბარათი სწორად ორი SIM-ბარათისთვის განკუთვნილ ბუდეში

მოწყობილობაში SIM-ბარათის არასწორად მოთავსების შემთხვევაში შენი ტელეფონი ვერ შეძლებს მის ამოცნობას. დარწმუნდი, რომ შენი SIM-ბარათი ბუდეში მოთავსებულია ოქროსფერი კონტაქტებით გარეთ და საიმედოდაა დაფიქსირებული.

Galaxy S22 სერიის ტელეფონებს აქვს ორი SIM-ბარათის მხარდაჭერა, რომლებიც შესაძლოა მოთავსდეს ბუდის როგორც ზედა, ასევე ქვედა პანელზე, ოქროსფერი კონტაქტებით გარეთ.

SIM ბარათის ბუდე1 SIM ბარათის ბუდე1

SIM1 (ზედა ნაწილი)

SIM ბარათის ბუდე2 SIM ბარათის ბუდე2

SIM2 (ქვედა ნაწილი)

სიმ-ბარათის დაყენება საფეხური 1 სიმ-ბარათის დაყენება საფეხური 1

საფეხური 1. მოათავსე ბარათის ამოსაღები ჩხირი SIM-ბარათის ბუდის გვერდით არსებულ ჭრილში.

სიმ-ბარათის დაყენება საფეხური 2 სიმ-ბარათის დაყენება საფეხური 2

საფეხური 2. ფრთხილად ამოიღე ბუდე.

სიმ-ბარათის დაყენება საფეხური 3 სიმ-ბარათის დაყენება საფეხური 3

საფეხური 3. მოათავსე SIM- ან USIM-ბარათი ბუდეში ოქროსფერი კონტაქტებით გარეთ და ფრთხილად დააწექი ბარათზე, რათა საიმედოდ დაფიქსირდეს ბუდეში.

სიმ-ბარათის დაყენება საფეხური 4 სიმ-ბარათის დაყენება საფეხური 4

საფეხური 4. ჩასვი ბუდე ბარათების ჭრილში.

შენიშვნა:

  • თუ SIM-ბარათი არ არის საიმედოდ დაფიქსირებული ბუდეში, SIM-ბარათმა შეიძლება არ იმუშაოს ან ვერ მოხდეს მისი ამოცნობა მოწყობილობის მიერ.
  • გამოიყენე მხოლოდ nano-SIM-ბარათი.
  • SIM-ბარათის ბუდის ამოსაღებ ჭრილში ჩხირის მოთავსებისას დარწმუნდი, რომ ჩხირი ჭრილის პერპენდიკულარულად მოძრაობს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოწყობილობა დააზიანო.
  • SIM-ბარათი შეიძლება ამოვარდეს, თუ ის მყარად არ ზის ბუდეში.
  • ნესტიანი ან სველი ბუდის ჩასმის შემთხვევაში შეიძლება მოწყობილობა დაზიანდეს. დარწმუნდი, რომ SIM-ბარათის ბუდე მშრალია.
  • ბუდე ბარათის განყოფილებაში მჭიდროდ უნდა მოთავდეს, რათა გამოირიცხოს მოწყობილობაში წყლის მოხვედრა.

Galaxy S22 სერიის სმარტფონებს აქვს eSIM-ის მხარდაჭერა, რომელის მუშაობს, როგორც ჩვეულებრივი SIM-ბარათი. eSIM-ის აქტივაციის ან nano-SIM-ბარათის მოწყობილობაში მოთავსების შემდეგ შეძლებ მობილური ქსელით სარგებლობას. 

eSIM-ის აქტივაციისთვის შეასრულე შემდეგი მოქმედებები:

ვირტუალური სიმი ვირტუალური სიმი

საფეხური 1. გახსენი პარამეტრების მენიუ და გადადი განყოფილებაში „დაკავშირება“.

ვირტუალური სიმ-ბარათი ანდროიდი ვირტუალური სიმ-ბარათი ანდროიდი

საფეხური 2. აირჩიე „SIM-ბარათის დისპეტჩერი“.

samsung-ზე ვირტუალური სიმ-ბარათის დაყენება samsung-ზე ვირტუალური სიმ-ბარათის დაყენება

საფეხური 3. დააჭირე ღილაკზე „eSIM-ის დამატება“.

samsung-ზე ვირტუალური სიმ-ბარათის დაყენება samsung-ზე ვირტუალური სიმ-ბარათის დაყენება

საფეხური 4. აირჩიე პუნქტი „QR კოდის სკანირება“.

esim samsung esim samsung

საფეხური 5. კამერის მეშვეობით დაასკანირე ქსელის ოპერატორის მიერ მოწოდებული QR კოდი.

თუ QR კოდის გამოსახულება შენახულია „გალერეაში“, დააჭირე მის სიმბოლოზე გალერეა და აირჩიე საჭირო ფაილი.

თუ QR კოდის ნაცვლად ოპერატორმა მოგაწოდა აქტივაციის კოდი, აირჩიე პუნქტი „აქტივაციის კოდის შეყვანა“.

შემდეგ მიჰყევი ეკრანზე გამოჩენილ ინსტრუქციებს. აქტივაციის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს მოწყობილობის EID კოდის შეყვანა. მის სანახავად გადადი მენიუში „პარამეტრები“  → „ინფორმაცია ტელეფონის შესახებ“  → „სტატუსი“  → EID.

შენიშვნა:

  • eSIM-ის გააქტიურებისთვის საჭიროა უსადენო ქსელის სატარიფო გეგმა, რაც გაძლევს მობილური კავშირის გეგმის გააქტიურების საშუალებას ფიზიკური nano-SIM-ბარათის გამოყენების გარეშე.
  • eSIM-ის გამოყენება შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ზოგიერთ რეგიონში, რაც დამოკიდებულია სერვის-პროვაიდერზე და მოწყობილობის კონკრეტულ მოდელზე.

SIM-ბარათის დისპეტჩერის“ მეშვეობით შეგიძლია შეცვალო SIM-ბარათის პარამეტრები და გაააქტიურო ან გათიშო უკვე დაყენებული SIM-ბარათები.

შედი „პარამეტრების“ მენიუში და აირჩიე „დაკავშირება“ > „SIM-ბარათის დისპეტჩერი“. აირჩიე შესაბამისი განყოფილება:

განყოფილება „SIM-ბარათები“: აქ შეგიძლია გაააქტიურო SIM-ბარათი, რომლის გამოყენებაც გსურს ან შეცვალო მისი პარამეტრები.

განყოფილება „eSIM-ბარათები“: აქ შეგიძლია eSIM-ის გააქტიურება.

განყოფილება „პრიორიტეტული SIM-ბარათი“: თუ ორი ბარათი გაქვს გააქტიურებული, აქ შეგიძლია აირჩიო ბარათი, რომლის გამოყენებაც გსურს კონკრეტული ფუნქციისთვის, მაგალითად ზარების განხორციელებისთვის.

განყოფილება „მონაცემთა გადაცემის ავტომატური გადართვა“: თუ არჩეული SIM-ბარათით ვერ ხერხდება ქსელთან დაკავშირება, მონაცემთა გადაცემის ფუნქციისთვის აირჩიე მეორე SIM-ბარათი.

განყოფილება „დამატებითი პარამეტრები“: აქ შეგიძლია შეცვალო ზარების ან eSIM-ბარათების პარამეტრები.

შენიშვნა:

  • ზოგიერთი ფუნქცია, რომელიც საჭიროებს ქსელთან კავშირს, შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი, რაც დამოკიდებულია პროვაიდერზე.
  • მოწყობილობის ეკრანის ანაბეჭდები და მენიუს პუნქტები შეიძლება განსხვავებული იყოს, რაც დამოკიდებულია მოწყობილობის მოდელზე და პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიაზე.

როგორ გამოიყენო აპლიკაცია
Samsung Members

როგორ გამოიყენო აპლიკაცია
Samsung Members

თუ შეგექმნა პრობლემა Samsung-ის მობილური მოწყობილობის, პლანშეტის ან სატარებელი მოწყობილობის მუშაობასთან დაკავშირებით, შეგიძლია დაგვისვა კითხვა Samsung Members აპლიკაციის მეშვეობით. დეტალური ინფორმაცია შეცდომის ანგარიშის გაგზავნასთან დაკავშირებით.

მადლობა გამოხმაურებისთვის!