როგორ შევცვალო Galaxy Buds3 Pro ყურსასმენების დამცავი თავები
Galaxy Buds3 Pro ყურსასმენების კომპლექტში შედის ყურსასმენების დამცავი თავების სამი წყვილი: პატარა, საშუალო და დიდი ზომის.
იმისათვის, რომ გაიგო, თუ როგორ შეცვალო Galaxy Buds3 Pro ყურსასმენების დამცავი თავები, განაგრძე კითხვა.
ყურსასმენების დამცავი თავების შეცვლამდე დარწმუნდი, რომ აირჩიე ზუსტად შენი ყურის შესაბამისი ზომის, რომლებიც სწორად მაგრდება ყურებში.
- ყურსასმენების დამცავი თავების შეცვლის დროს მათი დაზიანების თავიდან ასაცილებლად გამოიჩინე სიფრთხილე და არ დაიჭირო ისინი ფრჩხილებით.
- არ გადაგრიხო ყურსასმენების დამცავი თავები და არ მოუჭირო მათ ხელი ძლიერად.
- მოხსნისას ყურსასმენების დამცავი თავები ძალიან სწრაფად არ გამოქაჩო, ამან შეიძლება მათი დაზიანება გამოიწვიოს.
- თუ ყურსასმენის დამცავი თავის დამაგრებისას ის ყურსასმენის გარე ღარში გაიჭედა, მოხსენი და ხელახლა სცადე დამაგრება.
- არ გამოიყენო ყურსასმენები დამცავი თავების გარეშე, ამან შეიძლება ყურების დაზიანება გამოიწვიოს. თუ ყურსასმენების გამოყენების დროს გრძნობ ტკივილს ან კანის გაღიზიანებას, დაუყოვნებლივ მოიხსენი ისინი და მიმართე ექიმს.
გამოიჩინე სიფრთხილე, რათა ყურსასმენის დამცავი თავი ფრჩხილით არ დააზიანო.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.