როგორ შევზღუდო Samsung Galaxy-ს მოწყობილობაზე არსებული აპლიკაციების ფონურ რეჟიმში მუშაობა?

ბოლო განახლების თარიღი : 14-03-2024

როდესაც აპლიკაციას ჩაკეცავ ან მოწყობილობას დაბლოკავ (როდესაც ეკრანი გაითიშება) სმარტფონი ან პლანშეტი გადადის მუშაობის ფონურ რეჟიმში. Android მოწყობილობების აპლიკაციები ფონურ რეჟიმშიც აგრძელებს მონაცემების მიღებას და გაგზავნას. ეკრანის დაბლოკვის შემდეგ მოწყობილობა სრულად არ ითიშება და აგრძელებს სხვადასხვა დავალებების შესრულებას და მონაცემების ქეშირებას.

მაგალითად:

  • აპლიკაციების განახლებას;
  • მესენჯერების შეტყობინებების და აპლიკაციების გაფრთხილებების განახლებას;
  • ვიდეოს და მუსიკის დაკვრას;
  • გადადგმული ნაბიჯების დათვლას;
  • სარეზერვო ასლების სინქრონიზაციას.

ფონური რეჟიმი მოსახერხებელი ფუნქციაა, თუმცა ტვირთავს ოპერატიულ მეხსიერებას და სწრაფად ცლის ელემენტს.

შენ შეგიძლია შეზღუდო ფონურ რეჟიმში მონაცემების გადაცემა ყოველი კონკრეტული აპლიკაციისთვის.

ქვემოთ აღწერილია, თუ როგორ უნდა შეზღუდო აპლიკაციების ფონური რეჟიმში მუშაობა Android-ის სხვადასხვა ვერსიის მოწყობილობებზე.

გახსენი „მოწყობილობის მომსახურება“. გახსენი „მოწყობილობის მომსახურება“.

საფეხური 1. გახსენი პარამეტრების მენიუ და გადადი ჩანართზე „მოწყობილობის მომსახურება“.

აირჩიე „ელემენტი“ აირჩიე „ელემენტი“

საფეხური 2. აირჩიე „ელემენტი“.

აირჩიე „ფონურ რეჟიმში მუშაობის შეზღუდვა“ აირჩიე „ფონურ რეჟიმში მუშაობის შეზღუდვა“

საფეხური 3. აირჩიე „ფონურ რეჟიმში მუშაობის შეზღუდვა“.

Приложения в режиме сна Приложения в режиме сна

საფეხური 4. აირჩიე „აპლიკაციები ძილის რეჟიმში“.

ძილის რეჟიმში მყოფი აპლიკაციების დასამატებლად დააჭირე პლიუს (+) სიმბოლოს. ძილის რეჟიმში მყოფი აპლიკაციების დასამატებლად დააჭირე პლიუს (+) სიმბოლოს.

საფეხური 5. ძილის რეჟიმში მყოფი აპლიკაციების დასამატებლად დააჭირე პლიუს (+) სიმბოლოს.

მონიშნე აპლიკაციები, რომლებმაც არ გსურს, რომ გააგზავნონ და მიიღონ მონაცემები ფონურ რეჟიმში და დააჭირე ღილაკს „დამატება“ მონიშნე აპლიკაციები, რომლებმაც არ გსურს, რომ გააგზავნონ და მიიღონ მონაცემები ფონურ რეჟიმში და დააჭირე ღილაკს „დამატება“

საფეხური 6. მონიშნე აპლიკაციები, რომლებმაც არ გსურს, რომ გააგზავნონ და მიიღონ მონაცემები ფონურ რეჟიმში და დააჭირე ღილაკს „დამატება“.

მზადაა. სიაში შეტანილი აპლიკაციები ვეღარ შეძლებენ ფონურ რეჟიმში მონაცემთა გადაცემას.

ხელმეორედ გაშვებამდე ეს აპლიკაციები გაითიშება და აღარ მოიხმარს ენერგიას.

ხელმეორედ გაშვებამდე ეს აპლიკაციები გაითიშება და აღარ მოიხმარს ენერგიას.

  1. გახსენი „პარამეტრების“ მენიუ.
  2. გახსენი „მოწყობილობის მომსახურება“.
  3. აირჩიე „ელემენტი“.
  4. აირჩიე „აპლიკაციების მიერ ენერგიის მოხმარებაზე მონიტორინგი“.
  5. აირჩიე „აპლიკაციები ძილის რეჟიმში“.
  6. დაამატე საჭირო აპლიკაციები „მძინარეთა“ სიას.

  1. გახსენი „პარამეტრების“ მენიუ.
  2. გახსენი „მოწყობილობის მომსახურება“.
  3. აირჩიე „ელემენტი“.
  4. დააჭირე სამ წერტილზე და გადადი „პარამეტრებზე“.
  5. აირჩიე „აპლიკაციები ძილის რეჟიმში“.
  6. დაამატე საჭირო აპლიკაციები „მძინარეთა“ სიას.
  1. გახსენი „პარამეტრების“ მენიუ. 
  2. გახსენი „ოპტიმიზაცია“.
  3. აირჩიე „ელემენტი“.
  4. აირჩიე „მუდმივად ძილის რეჟიმში მყოფი აპლიკაციები“.
  5. დაამატე საჭირო აპლიკაციები „მძინარეთა“ სიას.

  1. გახსენი „პარამეტრების“ მენიუ.
  2. გახსენი „ოპტიმიზაცია“.
  3. აირჩიე „ელემენტი“.
  4. აირჩიე რეჟიმი და დააჭირე ღილაკს „დაყენება“.
  5. აირჩიე პუნქტი „ქსელის გამოყენების შეზღუდვა“.

  1. გახსენი „პარამეტრების“ მენიუ.
  2. აირჩიე ჩანართი „დაკავშირება“.
  3. აირჩიე „მონაცემების გამოყენება (მობილური ინტერნეტი)“.
  4. დააჭირე ღილაკს „მენიუ“, გახსენი „ფონურ რეჟიმში მონაცემების გადაცემის შეზღუდვა“ და აირჩიე „აქტივაცია/დეაქტივაცია“.

მადლობა გამოხმაურებისთვის!