როგორ დავაყენო ვიბრაციის პარამეტრები Samsung Galaxy მოწყობილობებზე

ბოლო განახლების თარიღი : 19-12-2024

შემომავალი ზარის ან შეტყობინების მიღების დროს მოწყობილობა ხმოვან სიგნალს გამოსცემს. გარდა ხმოვანი სიგნალისა, შენ შეგიძლია გამოიყენო ვიბრაციის ფუნქცია: აირჩიო საერთო პარამეტრების გააქტიურება ან თითოეული მოვლენისთვის ან აპლიკაციისთვის დააყენო ინდივიდუალური პარამეტრები.

შინაარსი:

  1. ვიბრაციის საერთო პარამეტრები   
  2. კლავიატურის ღილაკების ვიბრაციის პარამეტრების დაყენება   
  3. „ტელეფონის“ აპლიკაციაში შემომავალი ზარის დროს ვიბრაციის პარამეტრების დაყენება   
  4. აპლიკაციაში შეტყობინების მიღების დროს ვიბრაციის პარამეტრების დაყენება
ვიბრაცია შეტყობინების მიღების დროს

ტელეფონის ვიბრაციის საერთო პარამეტრები

ინსტრუქციის სანახავად აირჩიე Android-ის შესაბამისი ვერსია

გახსენი ტელეფონის პარამეტრების მენიუ და აირჩიე განყოფილება „ხმები და ვიბრაცია“.

  • თუ არჩეული გაქვს რეჟიმი „ხმა“, შეგიძლია ჩართო ან გამორთო ზარის დროს ვიბრაციის ფუნქცია. ამისათვის დააჭირე „ვიბრაცია ზარის დროს“ პუნქტის გვერდით არსებულ გადამრთველს.
ხმის რეჟიმის არჩევა

შემდეგი პარამეტრები მუშაობს როგორც „ხმის“ რეჟიმში, (ზარის დროს ჩართული ვიბრაციით), ასევე „ვიბრაციის“ რეჟიმში.

  • ზარის დროს ვიბრაციის ტიპის ასარჩევად გახსენი პუნქტი „ვიბრაცია ზარის დროს“. აქვე შეგიძლია შეცვალო ვიბრაციის ინტენსივობა. თუ გაააქტიურებ „უხმო“ რეჟიმს, ზარის დროს ვიბრაცია არ გააქტიურდება.
ზარის დროს ვიბრაციის პარამეტრები
  • SMS, Push და აპლიკაციის შეტყობინებების ვიბრაციის ტიპის ასარჩევად, გახსენი პუნქტი „ვიბრაცია შეტყობინებების დროს“. აქვე შეგიძლია შეცვალო ვიბრაციის ინტენსივობა. თუ გაააქტიურებ „უხმო“ რეჟიმს, შეტყობინებების მიღების დროს ვიბრაცია არ გააქტიურდება.
შეტყობინებების მიღების დროს ვიბრაციის პარამეტრები
  • სისტემური ვიბრაცია — ეს არის ტელეფონის რეაქცია მომხმარებლის ქმედებებზე: კლავიატურაზე ტექსტის აკრეფა, დასატენად შეერთება, კამერით ფოტოს გადაღება და ა.შ. შეგიძლია აირჩიო, თუ რა შემთხვევაში გსურს ვიბრაციის გააქტიურება და დააყენო მისი ინტენსივობა.
სისტემური ვიბრაციის პარამეტრები
  • ვიბრაციის ინტენსივობა — სიმძლავრის დაყენება ყველა ტიპის ვიბრაციისთვის.
ვიბრაციის ინტენსივობის პარამეტრები

გახსენი ტელეფონის პარამეტრების მენიუ და აირჩიე განყოფილება „ხმები და ვიბრაცია“.

  • თუ არჩეული გაქვს რეჟიმი „ხმა“, შეგიძლია ჩართო ან გამორთო ზარის დროს ვიბრაციის ფუნქცია. ამისათვის დააჭირე „ვიბრაცია ზარის დროს“ პუნქტის გვერდით არსებულ გადამრთველს.
ხმის რეჟიმის არჩევა

შემდეგი პარამეტრები მუშაობს როგორც „ხმის“ რეჟიმში, (ზარის დროს ჩართული ვიბრაციით), ასევე „ვიბრაციის“ რეჟიმში.

  • გახსენი პუნქტი „ზარის დროს ვიბრაციის ტიპი“. აირჩიე ვიბრაციის ტიპი, რომელიც გააქტიურდება ზარის დროს.
    Android 12-ზე შეგიძლია აირჩიო პუნქტი „უხმო“, ამ შემთხვევაში ზარის დროს ვიბრაცია არ გააქტიურდება.
ზარის დროს ვიბრაციის პარამეტრები
  • გახსენი პუნქტი „შეტყობინების დროს ვიბრაციის ტიპი“. აირჩიე ვიბრაციის ტიპი, რომელიც გააქტიურდება SMS, Push და აპლიკაციის შეტყობინებების მიღების დროს. 
    Android 12-ზე შეგიძლია აირჩიო პუნქტი „უხმო“, ამ შემთხვევაში შეტყობინების მიღების დროს ვიბრაცია არ გააქტიურდება.
შეტყობინებების მიღების დროს ვიბრაციის პარამეტრები
  • ვიბრაციის სიმძლავრის დასაყენებლად აირჩიე პუნქტი „ვიბრაციის ინტენსივობა“.
ვიბრაციის ინტენსივობის პარამეტრები
  • ვიბრაცია/სისტემური ხმები — ეს არის ტელეფონის რეაქცია მომხმარებლის ქმედებებზე: კლავიატურაზე ტექსტის აკრეფა, დასატენად შეერთება, კამერით ფოტოს გადაღება და ა.შ. შეგიძლია აირჩიო, თუ რა შემთხვევაში გსურს ვიბრაციის გააქტიურება და დააყენო მისი ინტენსივობა.
სისტემური ვიბრაციის პარამეტრები

გახსენი ტელეფონის პარამეტრების მენიუ და აირჩიე განყოფილება „ხმები და ვიბრაცია“.

  • თუ არჩეული გაქვს რეჟიმი „ხმა“, შეგიძლია ჩართო ან გამორთო ზარის დროს ვიბრაციის ფუნქცია. ამისათვის დააჭირე „ვიბრაცია ზარის დროს“ პუნქტის გვერდით არსებულ გადამრთველს.
ხმის რეჟიმის არჩევა

შემდეგი პარამეტრები მუშაობს როგორც „ხმის“ რეჟიმში, (ზარის დროს ჩართული ვიბრაციით), ასევე „ვიბრაციის“ რეჟიმში.

  • შემომავალი ზარის ან შეტყობინების დროს გააქტიურებული ვიბრაციის ტიპის ასარჩევად გახსენი პუნქტი „ვიბრაცია (ვიბროზარი)“. 
ვიბროზარის პარამეტრები
  • ვიბრაციის სიმძლავრის დასაყენებლად აირჩიე პუნქტი „ვიბრაციის ინტენსივობა“.
ვიბრაციის ინტენსივობის პარამეტრები
  • ვიბრაცია/სისტემური ხმები (სისტემური ხმები და ვიბრაცია) — ეს არის ტელეფონის რეაქცია მომხმარებლის ქმედებებზე: კლავიატურაზე ტექსტის აკრეფა, დასატენად შეერთება, კამერით ფოტოს გადაღება და ა.შ. შეგიძლია აირჩიო, თუ რა შემთხვევაში გსურს ვიბრაციის გააქტიურება და დააყენო მისი ინტენსივობა.
სისტემური ვიბრაციის პარამეტრები

გახსენი ტელეფონის პარამეტრების მენიუ და აირჩიე განყოფილება „ხმები და ვიბრაცია“.

  • თუ არჩეული გაქვს რეჟიმი „ხმა“, შეგიძლია ჩართო ან გამორთო ზარის დროს ვიბრაციის ფუნქცია. ამისათვის დააჭირე „ვიბრაცია ზარის დროს“ პუნქტის გვერდით არსებულ გადამრთველს.
ხმის რეჟიმის არჩევა

შემდეგი პარამეტრები მუშაობს როგორც „ხმის“ რეჟიმში, (ზარის დროს ჩართული ვიბრაციით), ასევე „ვიბრაციის“ რეჟიმში.

  • შემომავალი ზარის ან შეტყობინების დროს გააქტიურებული ვიბრაციის ტიპის ასარჩევად გახსენი პუნქტი „ვიბროზარი“. 
ვიბროზარის პარამეტრები
  • ვიბრაციის სიმძლავრის დასაყენებლად აირჩიე პუნქტი „ვიბრაციის ინტენსივობა“.
ვიბრაციის ინტენსივობის პარამეტრები
  • ქვეგანყოფილებაში „სისტემა და უკუკავშირი“, შეგიძლია გამორთო ან ჩართო კლავიატურაზე ტექსტის აკრეფის დროს ვიბრაციის ფუნქცია.
სისტემური ვიბრაციის და კლავიატურის რეაქციის პარამეტრები

კლავიატურაზე შეხებაზე რეაგირების პარამეტრები

  • Android 12-14: „საერთო პარამეტრები“ > „Samsung კლავიატურის პარამეტრები“ > „ქმედება და უკუკავშირი“ > „რეაქცია შეხებაზე“ > „ვიბრაცია“ (ჩართვა/გამორთვა).
  • Android 11: „საერთო პარამეტრები“ > „Samsung კლავიატურის პარამეტრები“ > „თითის გასმა, შეხება და უკუკავშირი“ > „რეაქცია შეხებაზე“ > „ვიბრაცია“ (ჩართვა/გამორთვა).
  • Android 10: „საერთო პარამეტრები“ > „ენა და შეყვანა“ > „ელექტრონული კლავიატურა“ > „Samsung კლავიატურა“ > „თითის გასმა, შეხება და უკუკავშირი“ > „რეაქცია შეხებაზე“ > „ვიბრაცია“ (ჩართვა/გამორთვა).
  • Android 8-9: „საერთო პარამეტრები“ > „ენა და შეყვანა“ > „ელექტრონული კლავიატურა“ > „Samsung კლავიატურა“ > „კლავიატურის განლაგება და რეაქცია“ > „უკუკავშირი შეხების დროს“ > „ვიბრაცია“ (ჩართვა/გამორთვა).
შეხებაზე რეაქციის პარამეტრები

„ტელეფონის“ აპლიკაციაში შემომავალი ზარის დროს ვიბრაციის პარამეტრების დაყენება

გახსენი აპლიკაცია „ტელეფონი“, დააჭირე სამ წერტილს გახსენი აპლიკაცია „ტელეფონი“, დააჭირე სამ წერტილს

საფეხური 1. გახსენი აპლიკაცია „ტელეფონი“ და დააჭირე ზარების სიის ზედა მარჯვენა კუთხეში არსებულ სამ წერტილს.

გახსენი „პარამეტრების“ მენიუ გახსენი „პარამეტრების“ მენიუ

საფეხური 2. გადადი პუნქტზე „პარამეტრები“.

გადადი პუნქტზე „ზარის სიგნალები და მელოდიები“ გადადი პუნქტზე „ზარის სიგნალები და მელოდიები“

საფეხური 3. გადადი პუნქტზე „ზარის სიგნალები და მელოდიები“.

აირჩიე ვიბრაციის სასურველი პარამეტრები აირჩიე ვიბრაციის სასურველი პარამეტრები

საფეხური 4. აირჩიე ვიბრაციის სასურველი პარამეტრები.

აპლიკაციაში შეტყობინების მიღების დროს ვიბრაციის პარამეტრების დაყენება

გახსენი „პარამეტრები - აპლიკაციები“ გახსენი „პარამეტრები - აპლიკაციები“

საფეხური 1. გახსენი აპლიკაციის პარამეტრების მენიუ და გადადი განყოფილებაში „აპლიკაციის“.

გახსენი საჭირო აპლიკაცია გახსენი საჭირო აპლიკაცია

საფეხური 2. აირჩიე აპლიკაცია, რომლისთვისაც გსურს ვიბრაციის პარამეტრების შეცვლა. მაგალითად Telegram.

გადადი პუნქტზე „შეტყობინებები“ გადადი პუნქტზე „შეტყობინებები“

საფეხური 3. გადადი პუნქტზე „შეტყობინებები“.

გახსენი „შეტყობინებების კატეგორიები“ გახსენი „შეტყობინებების კატეგორიები“

საფეხური 4. გახსენი „შეტყობინებების კატეგორიები“.

აირჩიე სასურველი კატეგორია აირჩიე სასურველი კატეგორია

საფეხური 5. აირჩიე სასურველი კატეგორია. მაგალითად Internal notifications.

გამორთე ან ჩართე ვიბრაცია გამორთე ან ჩართე ვიბრაცია

საფეხური 6. გამორთე ან ჩართე ვიბრაცია ამ კატეგორიის შეტყობინებებისთვის, რისთვისაც უნდა დააჭირო „ვიბრაციის“ პუნქტის გვერდით არსებულ გადამრთველს. ზოგიერთ აპლიკაციაში შეგიძლია ყოველი კატეგორიისთვის დააყენო სხვადასხვა ტიპის ვიბრაცია.

შენიშვნა:

ეკრანის ანაბეჭდები და მენიუს დიზაინი შესაძლოა განსხვავდებოდეს მოწყობილობის დიზაინის ან პროგრამული მხარდაჭერის ვერსიის მიხედვით.

მადლობა გამოხმაურებისთვის!