როგორ დავაყენო საკუთარი მელოდია Samsung Galaxy მოწყობილობის შემომავალ ზარებსა და შეტყობინებებზე

ბოლო განახლების თარიღი : 19-06-2024

Samsung Galaxy-ის სმარტფონების და პლანშეტების ბევრ მოდელზე ზარებსა და შეტყობინებებზე ნაგულისხმევადაა დაყენებული ერთი და იგივე მელოდია.

თუ შენს ირგვლივ ბევრი ხალხია, ამ მელოდიის გაგონებისას შეიძლება იფიქრო, რომ შენ გირეკავენ ან გწერენ და შეამოწმო სმარტფონი. ან პირიქით, იფიქრო, რომ ეს მელოდია შენი ტელეფონიდან არ ისმის და შესაბამისად, გამოგრჩეს რაიმე მნიშვნელოვანი ზარი ან შეტყობინება. ასეთი სიტუაციების თავიდან ასარიდებლად შეგიძლია დააყენო უნიკალური მელოდია შემომავალ ზარებსა და შეტყობინებებზე.

Девушка отвечает на входящий вызов

1 გახსენი აპლიკაცია „ტელეფონი“. დააჭირე ზარების სიის ეკრანის ზედა მარჯვენა ნაწილში განთავსებულ სამ წერტილს.
დააჭირე ზარების სიის ეკრანის ზედა მარჯვენა ნაწილში განთავსებულ სამ წერტილს.
2 გახსენი პარამეტრები.
დააჭირე ღილაკს „პარამეტრები“.
3 გადადი ჩანართში „ზარის სიგნალები და მელოდია“.
გადადი პუნქტზე „ზარის სიგნალები და მელოდია“.
4 აირჩიე ზარის მელოდია.
ამავე ველში იქნება მითითებული იმ მელოდიის სახელი, რომელიც ზარზეა დაყენებული.
აირჩიე ზარის მელოდია.

შენიშვნა:

თუ მესამე მხარის ფაილ-მენეჯერი გაქვს დაყენებული (მაგალითად Total Commander), სმარტფონი შემოგთავაზებს ფაილის ამ აპლიკაციის მეშვეობით მოძებნას. საჭირო კომპოზიციის ასარჩევად გადადი შენს მოწყობილობაში არსებულ იმ საქაღალდეზე, სადაც შენახულია ეს ფაილი.

მელოდიების სიის სანახავად (როგორც ქვემოთ მოცემულ ეკრანის ანაბეჭდზეა ნაჩვენები), აირჩიე აპლიკაცია „SecSoundPicker“.

5 აირჩიე სიიდან მელოდია, რათა დააყენო ის შემომავალი ზარის სიგნალის სახით.
6 თუ ახალი მელოდიის დამატება გსურს, დააჭირე ღილაკს „+“ (პლიუსი).
არასტანდარტული მელოდიის დასაყენებლად საჭიროა შენს მოწყობილობაზე ჩამოტვირთული იყოს რაიმე სახის მუსიკალური ფაილი.
დააჭირე ზედა მარჯვენა მხარეს მოცემულ ღილაკს „პლიუსი“.
7 იპოვე სასურველი სიმღერა საძიებო ველში (განთავსებულია ზედა მარჯვენა მხარეს) ალბომის, შემსრულებლის ან იმ საქაღალდის არჩევით, სადაც ის არის შენახული.
მოძებნე სასურველი მუსიკა.
  • თუ გსურს მელოდია თავიდან დაიწყოს, გამორთე სლაიდერი „შერჩეული მონაკვეთის დაკვრა“.
  • თუ არ გსურს მელოდია თავიდან დაიწყოს, გაააქტიურე სლაიდერი „შერჩეული მონაკვეთის დაკვრა“ და აირჩიე მისი დაწყების ადგილი დასახელების ქვემოთ განთავსებული შკალის გამოყენებით.
8 დააჭირე ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში არსებულ ღილაკს „მზადაა“.
დააჭირე ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში არსებულ ღილაკს „მზადაა“.
9 შენ მიერ არჩეული სიმღერა გამოჩნდება სიაში და დაყენდება ზარის მელოდიად.
შენ მიერ არჩეული სიმღერა ზარის მელოდიად დაყენდა
  • თუ გსურს ადრე დამატებული მელოდიების წაშლა, დააჭირე ღილაკს „—“ (მინუსი) სიმღერის სახელწოდების მარჯვენა მხარეს. 
  • სტანდარტული მელოდიების სიიდან წაშლა შეუძლებელია.

1 გახსენი აპლიკაცია „შეტყობინებები“. დააჭირე შეტყობინებების სიის ზედა მარჯვენა ნაწილში განთავსებულ სამ წერტილს.
დააჭირე შეტყობინებების სიის ზედა მარჯვენა ნაწილში განთავსებულ სამ წერტილს.
2 გახსენი პარამეტრები.
დააჭირე ღილაკს „პარამეტრები“.
3 გადადი ჩანართში „შეტყობინებები“.
გადადი პუნქტზე „შეტყობინებები“.
4 გახსენი შეტყობინებების კატეგორიები.
დააჭირე ღილაკს „შეტყობინებების კატეგორიები“.
5 აირჩიე „ახალი შეტყობინება“.
აირჩიე „ახალი შეტყობინება“.
6 აირჩიე „ხმა“.
ამავე ველში მითითებული იქნება იმ ხმის დასახელება, რომელიც ახალი შეტყობინებებისთვის მელოდიად არის დაყენებული.
აირჩიე „ხმა“.

შენიშვნა:

თუ მესამე მხარის ფაილ-მენეჯერი გაქვს დაყენებული (მაგალითად Total Commander), სმარტფონი შემოგთავაზებს ფაილის ამ აპლიკაციის მეშვეობით მოძებნას. საჭირო კომპოზიციის ასარჩევად გადადი შენს მოწყობილობაში არსებულ იმ საქაღალდეზე, სადაც შენახულია ეს ფაილი.

მელოდიების სიის სანახავად, როგორც ქვემოთ მოცემულ ეკრანის ანაბეჭდზეა ნაჩვენები, აირჩიე აპლიკაცია „SecSoundPicker“.

7 აირჩიე სიიდან მელოდია, რათა დააყენო ის შემომავალ ზარზე.
აირჩიე მელოდია სიიდან.

1 გახსენი პარამეტრები. გადადი ჩანართში „აპლიკაცია“.
გახსენი „პარამეტრები აპლიკაციები“.
2 მოძებნე სასურველი აპლიკაცია. მაგალითად WhatsApp მესენჯერი.
მოძებნე სასურველი აპლიკაცია.
3 გადადი ჩანართში „შეტყობინებები“.
Перейдите в «Уведомления».
4 გახსენი შეტყობინებების კატეგორიები.
დააჭირე ღილაკს „შეტყობინებების კატეგორიები“.
5 აირჩიე შეტყობინებების სასურველი ტიპი. მაგალითად „ჯგუფური შეტყობინება“ ან „ჩატის შეტყობინება“.
6 აირჩიე „ხმა“.
ამავე ველში მითითებული იქნება შეტყობინებაზე ამჟამად დაყენებული აუდიო ფაილის სახელწოდება.

შენიშვნა:

თუ მესამე მხარის ფაილ-მენეჯერი გაქვს დაყენებული (მაგალითად Total Commander), სმარტფონი შემოგთავაზებს ფაილის ამ აპლიკაციის მეშვეობით მოძებნას. საჭირო კომპოზიციის ასარჩევად გადადი შენს მოწყობილობაში არსებულ იმ საქაღალდეზე, სადაც შენახულია ეს ფაილი.

მელოდიების სიის სანახავად, როგორც ქვემოთ მოცემულ ეკრანის ანაბეჭდზეა ნაჩვენები, აირჩიე აპლიკაცია „SecSoundPicker“.

7 აირჩიე სიიდან მელოდია, რათა დააყენო ის შემომავალ ზარზე.
აირჩიე „ხმა“.

ზარის მელოდიისგან განსხვავებით, SMS და აპლიკაციის შეტყობინებებზე არასტანდარტული ხმის დაყენებას ვერ შეძლებ პირდაპირ აპლიკაციის პარამეტრებიდან. თავდაპირველად საჭიროა მისი დაკოპირება ტელეფონის მეხსიერებაში „შეტყობინებების“ (Notification) საქაღალდეში. ამის გაკეთება ნებისმიერი ფაილ-მენეჯერით შეგიძლია. მაგალითად, აპლიკაციიდან „ჩემი ფაილები“.

1 გახსენი აპლიკაცია ჩემი ფაილები. მოძებნე მოწყობილობის მეხსიერებაში ან SD ბარათზე ფაილი, რომლის გამოყენებაც გსურს შეტყობინების ხმად. დააჭირე მას ასარჩევად, შემდეგ კი დააჭირე ეკრანის ქვედა ნაწილში არსებულ ღილაკს „დაკოპირება“.
2 ფაილის დაკოპირების შემდეგ ეკრანის ქვედა მხარეს გამოჩნდება გაცვლის ბუფერის პანელი. „ჩემი ფაილების“ აპლიკაციის მთავარ ეკრანზე დასაბრუნებლად დააჭირე საქაღალდის ხატულას.
3 გახსენი „მოწყობილობის მეხსიერება“.
4 ნაგულისხმევი პარამეტრებით სისტემის საქაღალდეები დამალულია. მათ სანახავად დააჭირე საქაღალდეების ჩამონათვალის ზედა მარცხენა მხარეს მოცემულ ფილტრს.
5 აირჩიე „ყველა“, რათა ნახო მოწყობილობაში არსებული ყველა საქაღალდე.
6 მოძებნე სიაში საქაღალდე „შეტყობინებები“ (Notification) და გახსენი ის.
7 გაცვლის ბუფერიდან ფაილის საქაღალდეში გადმოსატანად დააჭირე ღილაკს „აქ დაკოპირება“.
8 ფაილი გამოჩნდება საქაღალდეში.
9 შენი სასურველი მელოდია გამოჩნდება იმ აუდიო ფაილების სიაში, რომელთა დაყენებაც SMS-შეტყობინებებსა თუ აპლიკაციის შეტყობინებებზე შეგიძლია.

მადლობა გამოხმაურებისთვის!