სარეზერვო ასლის შექმნა და მონაცემთა გადატანა Samsung Galaxy მოწყობილობაზე დაინსტალებული Smart Switch-ის მეშვეობით

ბოლო განახლების თარიღი : 11-04-2024

Smart Switch გვთავაზობს ფაილების ძველი მოწყობილობიდან ახალზე გადატანის ყველაზე მარტივ მეთოდს პროგრამა საშუალებას გვაძლევს მარტივად გადავიტანოთ ახალ Galaxy მოწყობილობაში კონტაქტები, მუსიკალური ფაილები, ფოტოები, კალენდარი, ტექსტური შეტყობინებები, მოწყობილობის პარამეტრები და სხვა მონაცემები. Smart Switch-ის შესაძლებლობების გასაცნობად წაიკითხე ქვემოთ მოცემულ სახელმძღვანელო.

სარეზერვო ასლის შექმნა და მონაცემთა გადატანა Samsung Galaxy მოწყობილობაზე დაინსტალებული Smart Switch-ის მეშვეობით

პირველ რიგში დარწმუნდი, რომ შენი მოწყობილობის პროგრამული უზრუნველყოფა და დაინსტალებული აპლიკაციები განახლებულია ბოლო ვერსიამდე. პროგრამული უზრუნველყოფის განახლებისთვის შეასრულე შემდეგი მოქმედებები:

საფეხური 1. გახსენი „პარამეტრები“ > „პროგრამული უზრუნველყოფის განახლება“.

საფეხური 2. დააჭირე ღილაკს „ჩამოტვირთვა და ინსტალაცია“.

საფეხური 3. მიჰყევი ეკრანზე გამოჩენილ ინსტრუქციებს.

რისთვის არის საჭირო Smart Switch აპლიკაცია

Smart Switch შეგიძლია გამოიყენო შემდეგი დანიშნულებით:

  • მონაცემთა სარეზერვო ასლის შექმნა პერსონალურ კომპიუტერზე ან SD ბარათზე
  • ტელეფონის მონაცემების აღდგენა სარეზერვო ასლიდან
  • მონაცემების გადატანა ძველი ტელეფონიდან ახალზე

Galaxy მოწყობილობებზე Smart Switch აპლიკაცია ქარხნულად არის დაინსტალებული.

მონაცემების გადატანამდე დარწმუნდი, რომ შენი მოწყობილობის ელემენტი სათანადო დონეზეა დამუხტული. თუ ელემენტის მუხტი დაბალია, მონაცემთა გადატანა შეიძლება შეწყდეს.

 

მონაცემების გადატანა Smart Switch-ის მეშვეობით

არსებობს მონაცემების ერთი ტელეფონიდან მეორეზე Smart Switch-ის მეშვეობით გადატანის სამი მეთოდი:

  • USB კაბელის გამოყენებით;
  • Wi-Fi კავშირის გამოყენებით;
  • კომპიუტერის გამოყენებით.

აირჩიე შენთვის მოსახერხებელი მეთოდი.

3 варианта передачи данных с помощью Smart Switch: через Wi-Fi, USB и между компьютером и телефоном

შენიშვნა: 

  • ზოგიერთი ტიპის ფაილების გადატანა შეიძლება ვერ მოხერხდეს, რაც დამოკიდებულია მოწყობილობის მწარმოებელზე და ოპერაციული სისტემის ვერსიაზე.
  • Smart Switch-ის მეშვეობით შეუძლებელია იმ კონტენტის გადატანა, რომელიც იყენებს DRM-ს (უფლებების მართვის ციფრულ ტექნოლოგიას).
  • მონაცემთა გადატანის პროცესი ზრდის ტელეფონის ელემენტის მოხმარებას.
  • ეს ფუნქცია შეიძლება არ იყოს მხარდაჭერილი ზოგიერთ მოწყობილობაზე ან კომპიუტერზე.
  • გადაიტანე მხოლოდ ის კონტენტი, რომლის გადატანის ან გამოყენების უფლებაც გაქვს.

უსადენო კავშირით მონაცემთა გადატანა წარმოადგენს ტელეფონიდან მონაცემების კოპირების სწრაფ და ყველაზე მოსახერხებელ მეთოდს. მონაცემთა გადატანის დროს არ არის საჭირო ტელეფონის დამტენიდან ჩახსნა. 

მონაცემთა გადატანა Android მოწყობილობიდან Samsung Galaxy-ზე

პირველ რიგში დარწმუნდი, რომ Smart Switch აპლიკაცია ორივე ტელეფონზეა დაინსტალებული. შემდეგ ეს ორი ტელეფონი მოათავსე ერთმანეთის გვერდით.

საფეხური 1. ახალ ტელეფონზე გახსენი „პარამეტრების“ მენიუ და აირჩიე პუნქტი „ანგარიშები და დაარქივება“.

საფეხური 2. დააჭირე ღილაკს „მონაცემების გადმოტანა სხვა მოწყობილობიდან“.

საფეხური 3. დააჭირე ღილაკს „მონაცემების მიღება ახალ ტელეფონზე“ და „მონაცემების გაგზავნა ძველ ტელეფონზე“.

საფეხური 4. აირჩიე წყარო, ანუ ოპერაციული სისტემა, რომელიც დაყენებულია შენს ძველ მოწყობილობაზე. 

საფეხური 5. აირჩიე უსადენო კავშირი.

საფეხური 6. ძველ მოწყობილობაზე გახსენი Smart Switch და დააჭირე ღილაკს „დაშვება“, რის შემდეგაც შეძლებ ამ მოწყობილობასთან დაკავშირებას.

საფეხური 7. დაელოდე ძველი მოწყობილობის მიერ მონაცემების მოძებნის დასრულებას. შემდეგ აირჩიე მონაცემები, რომელთა გადატანაც გსურს. მონიშნე პუნქტი „სხვა“, რათა გადახვიდე დეტალური არჩევის გვერდზე, შემდეგ დააჭირე ღილაკს „შემდეგი“.

საფეხური 8. მონიშნე ფაილები და დააჭირე ღილაკს „გადატანა“. მონაცემთა გადატანის დასრულების შემდეგ დააჭირე ღილაკს „მთავარ ეკრანზე გადასვლა“

 

მონაცემთა გადატანა iOS მოწყობილობიდან Samsung Galaxy-ზე iCloud-ის მეშვეობით

საფეხური 1. ახალ ტელეფონზე გახსენი აპლიკაცია Smart Switch და დააჭირე ღილაკს „მონაცემების მიღება“.

საფეხური 2. აირჩიე iPhone/iPad, შემდეგ დააჭირე ღილაკს „მონაცემების ჩამოტვირთვა iCloud-იდან“.

საფეხური 3. შეიყვანე iCloud-ზე ავტორიზაციის მონაცემები (ID და პაროლი) და დააჭირე ღილაკს „iCloud-ზე შესვლა“.

საფეხური 4. გაააქტიურე iCloud-ზე შესვლის ნებართვა - იმ iOS მოწყობილობაზე საიდანაც გადმოგაქვს ფაილები, დააჭირე ღილაკს „დაშვება“.

საფეხური 5. iOS მოწყობილობაზე მიიღებ ვერიფიკაციის კოდს. შეიყვანე კოდი და დააჭირე ღილაკს „ОК“.

საფეხური 6. iOS მოწყობილობაზე აირჩიე მონაცემები, რომელთა გადატანაც გსურს და დააჭირე ღილაკს „გადატანა“ მონაცემთა გადატანის დასრულების შემდეგ დააჭირე ღილაკს „მთავარ ეკრანზე გადასვლა“.

მონაცემთა გადატანისთვის შეგიძლია გამოიყენო Smart Switch, ამისათვის ტელეფონები ერთმანეთთან უნდა დააკავშირო USB კაბელის გამოყენებით. 

მონაცემთა გადატანა Android მოწყობილობიდან Samsung Galaxy-ზე

საფეხური 1. დააკავშირე ერთმანეთთან ძველი და ახალი ტელეფონები USB კაბელის მეშვეობით.  ძველი ტელეფონის კონექტორის ტიპიდან გამომდინარე, შეიძლება დაგჭირდეს USB ადაპტერი.

Кабель Type-C to Type-C и USB-переходник

                                           ①Type-C to Type-C                                                          ②USB                                                                          

საფეხური 2. როდესაც გამოჩნდება კონტექსტური ფანჯარა, რომელიც შემოგთავაზებს აპლიკაციის ვარიანტებს, აირჩიე Smart Switch და შემდეგ შეეხე ღილაკს „მონაცემების მიღება“.

საფეხური 3. ძველ ტელეფონზე გახსნილ Smart Switch აპლიკაციაში შეეხე ღილაკს „დაშვება“. თუ აპლიკაცია არ გაქვს დაინსტალებული, მის ჩამოსატვირთად გადადი Galaxy Store-ზე ან Play Store-ზე. შენი ახალი მოწყობილობა ამოიცნობს ძველ ტელეფონს და ეკრანზე გამოჩნდება გადასატანი მონაცემების ჩამონათვალი. 

საფეხური 4. აირჩიე ფაილები, რომელთა გადატანაც გსურს და დააჭირე ღილაკს „გადატანა“.

მნიშვნელოვანია: არ გამოაერთო USB კაბელი მოწყობილობიდან ფაილების გადატანის დროს. ამან შეიძლება მონაცემთა დაკარგვა ან მოწყობილობის დაზიანება გამოიწვიოს.

მონაცემთა გადატანა iPhone-იდან Samsung Galaxy-ზე

საფეხური 1. მონაცემთა გადატანამდე გაააქტიურე Apple ID-ის ორეტაპიანი ვერიფიკაციის ფუნქცია. ამის შემდეგ ახალ Galaxy მოწყობილობაზე გახსენი Smart Switch აპლიკაცია.

საფეხური 2. დააკავშირე Samsung Galaxy მოწყობილობა iPhone-თან USB Type-C ადაპტერის და Lightning კაბელის გამოყენებით.

საფეხური 3. Samsung მოწყობილობაზე დააჭირე ღილაკს „შემდეგი“ და მიჰყევი ეკრანზე გამოჩენილ ინსტრუქციებს.

საფეხური 4. აირჩიე მონაცემები, რომელთა გადატანაც გსურს და დააჭირე ღილაკს „გადატანა“.

ტელეფონს და კომპიუტერს შორის მონაცემების გადატანისთვის გამოიყენე Smart Switch-ის კომპიუტერის ვერსია. მისი ჩამოტვირთვისთვის გადადი ბმულზე.

საფეხური 1. კომპიუტერზე ჩამოტვირთე და გაუშვი Smart Switch.

შენიშვნა:

თუ შენი ძველი ტელეფონი არ არის Samsung, სარეზერვო ასლის კომპიუტერზე გადატანისთვის გამოიყენე მოწყობილობის მწარმოებლის მიერ შემოთავაზებული პროგრამები. შემდეგ გადადი მეოთხე საფეხურზე.

საფეხური 2. დააკავშირე ძველი ტელეფონი კომპიუტერთან ტელეფონის კომპლექტში შემავალი USB კაბელის გამოყენებით.

საფეხური 3. ტელეფონის მონაცემების სარეზერვო ასლის შესაქმნელად მიჰყევი კომპიუტერის ეკრანზე გამოჩენილ ინსტრუქციებს. ამის შემდეგ ჩახსენი ძველი ტელეფონი კომპიუტერიდან.

საფეხური 4. დააკავშირე ახალი ტელეფონი კომპიუტერთან USB კაბელის გამოყენებით.

საფეხური 5. მონაცემების ტელეფონზე გადასატანად მიჰყევი კომპიუტერის ეკრანზე გამოჩენილ ინსტრუქციებს.

რისი გადატანაა შესაძლებელი

  • Android მოწყობილობებიდან: კონტაქტები, განრიგი, შეტყობინებები, ჩანაწერები/ხმოვანი ჩანაწერები (მხოლოდ Galaxy მოწყობილობებისთვის), ფოტოები, ვიდეოები, მუსიკალური ფაილები, მაღვიძარას პარამეტრები (მხოლოდ Galaxy მოწყობილობებისთვის), ზარების ისტორია, მთავარი ეკრანის/დაბლოკილი ეკრანის გამოსახულება (მხოლოდ Galaxy მოწყობილობებისთვის), Wi-Fi ქსელის პარამეტრები (მხოლოდ Galaxy მოწყობილობებისთვის), დოკუმენტები, პარამეტრები (მხოლოდ Galaxy მოწყობილობებისთვის), ელექტრონული ფოსტის პარამეტრები (მხოლოდ Galaxy მოწყობილობებისთვის), ჩამოტვირთული აპლიკაციები, აპლიკაციების მონაცემები (მხოლოდ Galaxy მოწყობილობებისთვის) და მთავარი ეკრანის განლაგება (მხოლოდ Galaxy მოწყობილობებისთვის).
  • iCloud-იდან: კონტაქტები, კალენდარი, ჩანაწერები, ფოტოები, ვიდეოები, დოკუმენტები (შეგიძლია მოახდინო შენი iOS მოწყობილობიდან iCloud-ზე სინქრონიზებული მონაცემების იმპორტი).
  • iOS მოწყობილობიდან OTG USB-ის მეშვეობით: კონტაქტები, განრიგი, შეტყობინებები, ჩანაწერები, ფოტოები, ვიდეოები, მუსიკალური ფაილები, ხმოვანი ჩანაწერები, მაღვიძარას პარამეტრები, ზარების ისტორია, ჩანართები, Wi-Fi ქსელის პარამეტრები, დოკუმენტები, რეკომენდებული აპლიკაციების სია.
  • Windows-ზე მომუშავე (OS 8.1 ან 10) მობილური მოწყობილობებიდან: კონტაქტები, განრიგი, ფოტოები, დოკუმენტები, ვიდეოები, მუსიკალური ფაილები. 
  • BlackBerry მოწყობილობიდან: კონტაქტები, განრიგი, ჩანაწერები, ფოტოები, ვიდეოები, მუსიკალური ფაილები, ხმოვანი ჩანაწერები, ზარების ისტორია, დოკუმენტები.
  • ზარების ისტორია: სისტემური შეზღუდვების გამო, ზარების ისტორიის გადატანა შესაძლოა ვერ მოხერხდეს უფრო ძველი ოპერაციული სისტემის მქონე ტელეფონებზე. O ვერსიის (8.0) ან უფრო ახალი ოპერაციული სისტემიდან O ვერსიის (8.0) ან უფრო ძველ ოპერაციულ სისტემაზე ზარების ისტორიის გადატანა შეიძლება არ იყოს მხარდაჭერილი.
  • ელექტრონული ფოსტის პარამეტრები: ელექტრონული ფოსტის აპლიკაციის შეზღუდვებიდან გამომდინარე, უფრო ძველი ვერსიის ოპერაციული სისტემის მქონე მოწყობილობაზე მონაცემების გადატანის ფუნქცია შეიძლება შეზღუდული იყოს. N ვერსიის (7.0) ან უფრო ახალი ოპერაციული სისტემიდან N ვერსიის (7.0) ან უფრო ძველ ოპერაციულ სისტემაზე ელექტრონული ფოსტის პარამეტრების გადატანა შეიძლება არ იყოს მხარდაჭერილი.
  • ინტერნეტის პარამეტრები: თუ მონაცემების გამომგზავნ მოწყობილობაზე დაინსტალებულია 5.x ან უფრო ახალი ვერსიის ინტერნეტ-აპლიკაცია, ხოლო მიმღებ მოწყობილობაზე დაინსტალებულია 5.x -ზე ძველი ვერსიის ინტერნეტ-აპლიკაცია, ინტერნეტის პარამეტრების აღდგენის ფუნქცია შეიძლება არ იყოს მხარდაჭერილი.

საჭიროა თუ არა Samsung-ის ანგარიში Smart Switch აპლიკაციის გამოყენებისთვის?

არა. Smart Switch შეგიძლიათ გამოიყენოთ Samsung-ის ანგარიშის გარეშე.

წაიშლება თუ არა მონაცემები ძველი მოწყობილობიდან Smart Switch-ის მეშვეობით მათ ახალ მოწყობილობაზე გადატანის შემდეგ?

არა, მონაცემები არ წაიშლება. გადატანის შემდეგ ეს მონაცემები ძველ მოწყობილობაზეც დარჩება.

შემიძლია თუ არა SD ბარათის გამოყენება ძველი მოწყობილობიდან მონაცემების გადასატანად?

შენ შეგიძლია SD ბარათზე არსებული მონაცემები გადაიტანო სხვა მოწყობილობაზე, რომელსაც არ აქვს SD ბარათის მხარდაჭერა. Smart Switch ავტომატურად ამოიცნობს SD ბარათზე შენახულ მონაცემებს. ეს მონაცემები სიის სახით გამოისახება განყოფილებაში, სახელწოდებით „SD ბარათის მონაცემები“. SD ბარათზე არსებული მონაცემების გადატანის პროცესი სხვა მონაცემების გადატანის ანალოგიურია.

რატომ ითხოვს Smart Switch აპლიკაცია სხვადასხვა ნებართვებს?

Smart Switch-ის მომხმარებლისგან სხვადასხვა ნებართვების მოთხოვნა დაკავშირებულია Google™-ის ოპერაციული სისტემის გამოყენების პოლიტიკასთან. ყოველი აპლიკაციის მონაცემების სარეზერვო ასლების შექმნისთვის და მონაცემების აღდგენისთვის საჭიროა ნებართვის გაცემა.

აპლიკაცია დაინსტალებულია, თუმცა ეკრანზე არ ჩანს ამ აპლიკაციის ხატულა

Smart Switch დაინსტალებულია ხატულას გარეშე. როდესაც ხდება აპლიკაციის განახლება ან ხელახლა ინსტალაცია, ხატულა ჩნდება Samsung-ის საქაღალდეში ან აპლიკაციების ჩამონათვალში.

შენიშვნა: 

  • კონტენტის Smart Switch-ის მეშვეობით გადატანისთვის, საჭიროა, რომ Samsung მოწყობილობაზე დაინსტალებული იყოს Android 4.3 ან უფრო ახალი ვერსია.
  • ეკრანის ანაბეჭდები და მენიუს პუნქტები შესაძლოა განსხვავდებოდეს მოწყობილობის მოდელის ან პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის მიხედვით.

თუ შეგექმნა პრობლემა Samsung-ის მობილური ტელეფონის, პლანშეტის ან სატარებელი მოწყობილობის მუშაობასთან დაკავშირებით, შეგიძლია დაგვისვა კითხვა Samsung Members აპლიკაციის მეშვეობით.

ეს მონაცემები ანონიმურია და ინახება მხოლოდ პრობლემის გადაჭრაზე მუშაობის პერიოდში.

მადლობა გამოხმაურებისთვის!