კამერასთან დაკავშირებული პრობლემები Samsung ტელეფონზე ან პლანშეტზე

ბოლო განახლების თარიღი : 02-05-2024

თუ თქვენი ტელეფონი აჩვენებს შეტყობინებას „კამერა გაუმართავია“, იგი ეკიდება, იჭედება ან წინასწარი გადახედვა არ მუშაობს, კარგი ამბავი კი იმაში მდგომარეობს, რომ სავარაუდოდ, ეს არის პროგრამული უზრუნველყოფის და არა კამერის ფიზიკური პრობლემა.

კამერასთან დაკავშირებული პრობლემები Samsung ტელეფონზე ან პლანშეტზე

ნაბიჯი 1. ხელახლა ჩატვირთეთ კამერის აპი

1 ხელახლა ჩატვირთეთ კამერის აპი

გახსენით კამერის აპი და შემდეგ შეხებით აირჩიეთ პარამეტრები

2 ხელახლა ჩატვირთეთ პარამეტრები

გაუსვით და შეხებით აირჩიეთ „პარამეტრების ხელახლა ჩატვირთვა“, შემდეგ კი „ხელახლა ჩატვირთვა“.

ნაბიჯი 2. შეამოწმეთ კამერის აპის განახლებები

1 ხელახლა ჩატვირთეთ კამერის აპი

გახსენით კამერის აპი და შემდეგ შეხებით აირჩიეთ პარამეტრები

2 შეამოწმეთ განახლებები

გაუსვით და ხელახლა აირჩიეთ „კამერის შესახებ ინფორმაცია“ და შეამოწმეთ არის თუ არა რაიმე განახლება. შეხებით აირჩიეთ განახლება, თუ ის ხელმისაწვდომია.

თუ განახლებები არ არის ხელმისაწვდომი, თქვენს ეკრანზე აისახება წარწერა „უახლესი ვერსია უკვე დაინსტალირებულია“.

ნაბიჯი 3. როგორ განაახლოთ Galaxy ტელეფონი ან პლანშეტი

შენიშვნა:

ტელეფონი ან პლანშეტი აჩვენებს განახლებების ბოლო შემოწმების თარიღს. განახლების ჩამოსატვირთად, უნდა იყოთ დაკავშირებული ინტერნეტთან.

1 ჩამოტვირთეთ განახლებები ხელით
  1. მოწყობილობაზე იპოვეთ და გახსენით პარამეტრები.
  2. გაუსვით და შემდეგ შეხებით აირჩიეთ პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, ან სისტემის განახლებები. ეს განსხვავდება სხვადასხვა მოდელებში.
  3. შეხებით აირჩიეთ ჩამოტვირთვა და დაინსტალირება ან სისტემის განახლებების შემოწმება. თუ განახლება ხელმისაწვდომია, ის დაიწყებს ჩამოტვირთვას, თუმცა ზოგიერთ მოწყობილობაზე შეიძლება დაგჭირდეთ „ახლავე ჩამოტვირთვა“ ღილაკის არჩევა.
  4. ჩამოტვირთვის დასრულების შემდეგ, განახლებების დასაყენებლად, მიჰყევით ეკრანზე ასახულ ინსტრუქციებს.
     

ასევე შეგიძლიათ შეამოწმოთ განახლებები Smart Switch-ის გამოყენებით.

2 თუ გაგიჩნდათ პრობლემა, დარწმუნდით, რომ თქვენს მოწყობილობას აქვს საკმარისი სივრცე
  • პროგრამული უზრუნველყოფის განახლების დაინსტალირებამდე, დარწმუნდით, რომ ტელეფონი ან პლანშეტი დაკავშირებულია ინტერნეტთან და დატენილია 50 პროცენტზე მეტად.
  • ზოგიერთ ოპერატორს სჭირდება Wi-Fi-ის ქსელთან დაკავშირება და ისინი არ მოგცემთ განახლების საშუალებას მობილური ინტერნეტის გამოყენებით.
  • თუ პროგრამული უზრუნველყოფის განახლების დროს მოხდა შეცდომა და თქვენი ტელეფონი ან პლანშეტი მუდმივად ხელახლა იტვირთება, შეიტყვეთ, როგორ გამოხვიდეთ გადატვირთვის ციკლიდან.
  • თუ თქვენს ტელეფონს ან პლანშეტს არ აქვს საკმარისი მოცულობის მეხსიერება, შეგიძლიათ გაასუფთაოთ იგი მოწყობილობის მოვლის ხელსაწყოს მეშვეობით. ასევე შეგიძლიათ დამატებითი ფაილების სარეზერვო ასლის შექმნა Smart Switch-ის ან Samsung-ის და Google-ის ანგარიშის გამოყენებით.
3 შეამოწმეთ თქვენი ტელეფონი ან პლანშეტი განახლების შემდეგ
თუ პროგრამული უზრუნველყოფის განახლებამდე გქონდათ პრობლემები, გამოიყენეთ ტელეფონი ან პლანშეტი ჩვეულებრივ რეჟიმში, რათა გაიგოთ მოგვარებულია თუ არა პრობლემა.

ნაბიჯი 4. შეასრულეთ თქვენს ტელეფონზე ან პლანშეტზე ქარხნული მონაცემების აღდგენა

გაფრთხილება:

ტელეფონზე ან პლანშეტზე ქარხნული მონაცემების აღდგენისას შეიძლება დაგჭირდეთ თქვენი Samsung-ის ანგარიშის ან ეკრანის დაბლოკვის პაროლის შეყვანა. ყველა თქვენი მონაცემი წაიშლება. თუმცა, თქვენი მოწყობილობის პარამეტრების ჩამოყრამდე, შეგიძლიათ გამოიყენოთ Smart Switch ან ღრუბლოვანი ანგარიში თქვენი მონაცემების სარეზერვო ასლის შესაქმნელად SD ბარათზე ან USB დისკზე. თუ SD ბარათი დაშიფრული გაქვთ, იგი უნდა განიშიფროს მოწყობილობის პარამეტრების ჩამოყრამდე.

1 ტელეფონის ან პლანშეტის პარამეტრების ჩამოყრამდე
  • აუცილებლად შექმენით თქვენი ტელეფონის ან პლანშეტის სარეზერვო ასლი. ყველა მონაცემი და პარამეტრი წაიშლება.

  • ჩაწერეთ იმ ანგარიშის მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც გამოიყენეთ თქვენი მონაცემების სარეზერვო ასლის შესაქმნელად.

  • პარამეტრების ჩამოყრის პროცესში გირჩევთ ჩართოთ ტელეფონი ან პლანშეტი კედლის დამტენში, რადგან პროცედურას შეიძლება ერთ საათამდე დრო დასჭირდეს.

  • თუ დაშიფრული გაქვთ ტელეფონში ან პლანშეტში ჩასმული SD ბარათი, აუცილებლად გაშიფრეთ იგი პარამეტრების ჩამოყრის დაწყებამდე. გადადით განყოფილებაში პარამეტრები, მოძებნეთ და აირჩიეთ SD და შემდეგ შეხებით აირჩიეთ SD ბარათის განშიფვრა.

2 შეასრულეთ ქარხნული მონაცემების აღდგენა

გადადით განყოფილებაში პარამეტრები. მოძებნეთ და აირჩიეთ ქარხნული მონაცემების აღდგენა. ხელახლა აირჩიეთ ქარხნული მონაცემების აღდგენა შემდეგ კი — პარამეტრების ჩამოყრა. მიჰყევით ეკრანზე ასახულ მითითებებს პარამეტრის ჩამოყრის დასასრულებლად. შეიძლება დაგჭირდეთ თქვენი Samsung-ის ანგარიშის ან ეკრანის დაბლოკვის პაროლის შეყვანა. ტელეფონი ან პლანშეტი გადაიტვირთება.

3 დაასრულეთ პირველადი დაყენება

როდესაც ტელეფონი ან პლანშეტი გადაიტვირთება, მას ექნება პირველადი ქარხნული პარამეტრები. ახლა უნდა გაიაროთ ტელეფონის ან პლანშეტის პირველადი დაყენება კონფიგურირების დასასრულებლად. დაყენების დასასრულებლად ტელეფონმა შეიძლება მოითხოვოს თქვენი Samsung-ის ან Google-ის ანგარიშის ინფორმაციის შეყვანა.

შენიშვნა:

თუ მოწყობილობის პარამეტრის ჩამოყრის შემდეგ კვლავ გაქვთ ქსელის პრობლემები, დარეკვის, SMS ან MMS შეტყობინებების, ქსელის სიგნალების, მობილური მონაცემების ან წვდომის წერტილების სერვისებთან დაკავშირებით, შეიძლება დაგჭირდეთ ოპერატორთან დაკავშირება.

4 შეამოწმეთ თქვენი მოწყობილობა

ნებისმიერი აპის დაყენებამდე დარწმუნდით, რომ თქვენი ტელეფონი ან პლანშეტი ნორმალურად მუშაობს.

თუ კვლავ გაქვთ რაიმე პრობლემა, გთხოვთ, ეწვიოთ Samsung-ის სერვის ცენტრს ან შეგიძლიათ დაგეგმოთ სარემონტო მომსახურება ონლაინ-რეჟიმში.

მადლობა გამოხმაურებისთვის!