როგორ გამოვიყენო Live Translate ფუნქცია სატელეფონო ზარის დროს Galaxy S24-ზე

ბოლო განახლების თარიღი : 13-12-2024

Galaxy S24 სმარტფონები აღჭურვილია „ჭკვიანი“ ფუნქციების ნაკრებით, რომელთაგან ერთ-ერთია Live Translate. მისი დახმარებით შეძლებ სატელეფონო საუბრის რეალურ დროში თარგმნას. ამგვარად, შენ შეგიძლია გყავდეს საკუთარი თარჯიმანი, რომელიც ყოველთვის მზად იქნება დაგეხმაროს ენობრივი ბარიერის დაძლევაში.

როგორ გამოვიყენო LIVE TRANSLATE ფუნქცია სატელეფონო ზარის დროს GALAXY S24-ზე

შენიშვნა::

  • მოდელის გამოშვების მომენტში, ამ ფუნქციას აქვს 13 ენის (17 რეგიონის) მხარდაჭერა. სხვა ენები დაემატება მოგვიანებით, პროგრამული განახლების დროს.
  • ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ზოგიერთი ენა ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ენის პაკეტის ჩამოტვირთვის შემდეგ.
  • მხარდაჭერილი ენები (რეგიონები)
    გამარტივებული ჩინური, ინგლისური (ინდოეთი, გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები), ფრანგული, გერმანული, ჰინდი, იტალიური, იაპონური, კორეული, პოლონური, პორტუგალიური, ესპანური (მექსიკა, ესპანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები), ტაი, ვიეტნამური.

Live Translate-ის გამოყენებისთვის, პირველ რიგში გაააქტიურე ეს ფუნქცია სმარტფონის პარამეტრებიდან. ამისათვის შეასრულე შემდეგი ქმედებები:

შენიშვნა:

დარწმუნდი, რომ სმარტფონი დაკავშირებულია ინტერნეტთან და შესული ხარ Samsung Account-ის ანგარიშზე.

გახსენი „პარამეტრების“ მენიუ და გადადი განყოფილებაში „დამატებითი ფუნქციები“. გახსენი „პარამეტრების“ მენიუ და გადადი განყოფილებაში „დამატებითი ფუნქციები“.

საფეხური 1. გახსენი „პარამეტრების“ მენიუ და გადადი განყოფილებაში „დამატებითი ფუნქციები“.

აირჩიე პუნქტი მაღალი დონის ინტელექტუალური ინსტრუმენტები. აირჩიე პუნქტი მაღალი დონის ინტელექტუალური ინსტრუმენტები.

საფეხური 2. აირჩიე პუნქტი მაღალი დონის ინტელექტუალური ინსტრუმენტები.

დააჭირე ღილაკს ტელეფონი დააჭირე ღილაკს ტელეფონი

საფეხური 3. დააჭირე ღილაკს ტელეფონი.

გადამრთველი გადასწიე მარჯვნივ. გადამრთველი გადასწიე მარჯვნივ.

საფეხური 4. გადამრთველი გადასწიე მარჯვნივ.

* თუ ამის შემდეგ გამოჩნდება კონტექსტური ფანჯარა, მიჰყევი მასზე მოცემულ ინსტრუქციებს.

საკუთარი ენა მიუთითე განყოფილებაში მე, ხოლო თანამოსაუბრის ენა მიუთითე განყოფილებაში თანამოსაუბრე. საკუთარი ენა მიუთითე განყოფილებაში მე, ხოლო თანამოსაუბრის ენა მიუთითე განყოფილებაში თანამოსაუბრე.

საფეხური 5. საკუთარი ენა მიუთითე განყოფილებაში მე, ხოლო თანამოსაუბრის ენა მიუთითე განყოფილებაში თანამოსაუბრე.

* არჩეული ენა საჭიროებს ენის პაკეტის ჩამოტვირთვას, შეეხე მის გვერდით არსებულ ჩამოტვირთვის სიმბოლოს. ჩამოტვირთვის დასრულების შემდეგ გადადი გვერდის დასაწყისში და აირჩიე საჭირო ენა.

ამ ფუნქციის პარამეტრების დაყენება ასევე შეგიძლია აპლიკაციიდან „ტელეფონი“ ამ ფუნქციის პარამეტრების დაყენება ასევე შეგიძლია აპლიკაციიდან „ტელეფონი“

შენიშვნა: ამ ფუნქციის პარამეტრების დაყენება ასევე შეგიძლია აპლიკაციიდან „ტელეფონი“ → ვარიანტები (სამი ვერტიკალური წერტილი) → „პარამეტრები“ → Live Translate.

ამ ფუნქციის პარამეტრებიდან აქტივაციის შემდეგ, შეგიძლია ის გამოიყენო სატელეფონო ზარების დროს.

ინტეგრირებული აპლიკაცია „ტელეფონის“ გამოყენებით წამოიწყე სატელეფონო ზარი ან უპასუხე შემომავალ ზარს და დააჭირე ღილაკს დახმარება ზარის დროს. ინტეგრირებული აპლიკაცია „ტელეფონის“ გამოყენებით წამოიწყე სატელეფონო ზარი ან უპასუხე შემომავალ ზარს და დააჭირე ღილაკს დახმარება ზარის დროს.

საფეხური 1. ინტეგრირებული აპლიკაცია „ტელეფონის“ გამოყენებით წამოიწყე სატელეფონო ზარი ან უპასუხე შემომავალ ზარს და დააჭირე ღილაკს დახმარება ზარის დროს.

დააჭირე ღილაკს Live translate დააჭირე ღილაკს Live translate

საფეხური 2. დააჭირე ღილაკს Live translate.

ხმოვანი ასისტენტი Bixby დაიწყებს საუბარს არჩეული ენის პარამეტრების შესაბამისად. ხმოვანი ასისტენტი Bixby დაიწყებს საუბარს არჩეული ენის პარამეტრების შესაბამისად.

საფეხური 3. ხმოვანი ასისტენტი Bixby დაიწყებს საუბარს არჩეული ენის პარამეტრების შესაბამისად.

შენიშვნა:

ტექსტის თარგმანი და მისი ხარისხი სხვადასხვა ზარის დროს შეიძლება განსხვავებული იყოს.

შენიშვნა:

ეს ფუნქცია ასევე გთავაზობს შემდეგ დამატებით ვარიანტებს:

  • თანამოსაუბრის ხმის გათიშვა: ამ დროს ითიშება თანამოსაუბრის ხმა და ისმის მხოლოდ თარგმანი.
  • ენის და ხმის პარამეტრები თითოეული თანამოსაუბრისთვის: საშუალებას გაძლევს კონკრეტული ტელეფონის ნომრისთვის და კონტაქტისთვის დააყენო სასურველი ენა და ხმა.

მადლობა გამოხმაურებისთვის!