როგორ უნდა გამოიყენო "მომსახურების რეჟიმი" Samsung Galaxy-ზე

ბოლო განახლების თარიღი : 09-08-2024

ვიდრე  Samsung Galaxy-ს სერვის-ცენტრში ჩააბარებ, გირჩევ, გადაიყვანომოწყობილობა "მომსახურების რეჟიმში"

"მომსახურების რეჟიმი" სპეციალური რეჟიმია, რომელიც განკუთვნილია მოწყობილობაზე არსებული შენი პერსონალური მონაცემებისა და ინფორმაციის დაცვისთვის. 

მომსახურების რეჟიმში, დიაგნოსტიკისა და შეკეთების წინ, სერვის-ცენტრის სპეციალისტი მოწყობილობაზე შექმნის დროებით მომსახურების ანგარიშს. ამ ანგარიშით შეუძლებელი იქნება წვდომა მოწყობილობის მფლობელის პირად ინფორმაციასა და დანართებზე. მომსახურების დასრულების შემდეგ წაიშლება მომსახურების ანგარიშის ყველა მონაცემი, რომლებიც შეიქმნა "მომსახურების რეჟიმის" გამოყენებისას. 

შენიშვნა: 

შენი მონაცემების დაცულობის მიზნით , მოწყობილობის შესაკეთებლად გაგზავნამდე, გირჩევ, ყოველთვის გააკეთო მონაცემების სარეზერვო ასლი. იმისათვის, რომ გაიგო, როგორ გააკეთო ასლი, ისარგებლეთ სტატიით: "როგორ შევინახოთ ფაილების სარეზერვო ასლი "Samsung Galaxy"-ზე"

"მომსახურების რეჟიმი" ზღუდავს წვდომას ნებისმიერ კონფიდენციალურ მონაცემსა თუ ინფორმაციაზე შენს Samsung Galaxy-ზე, რათა აღკვეთოს მესამე პირების წვდომა მათზე შეკეთების დროს. 

როდესაც შენს მოწყობილობაზე ჩართულია "მომსახურების რეჟიმი":

  • მიუწვდომელია ფოტო, ვიდეო და სხვა ფაილები;
  • მიუწვდომელია შენი კონტაქტებისა და სატელეფონო ზარების სია;
  • არ არის წვდომა შეტყობინებებზე;
  • ხელმისაწვდომია მხოლოდ წინასწარ დაყენებული აპლიკაციები. ამ აპლიკაციებში ნებისმიერ სააღრიცხვო ჩანაწერზე წვდომისათვის საჭიროა მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანა.

შენიშვნა

მომსახურების რეჟიმზე გადასაყვანად მოწყობილობაზე უნდა იყოს საკმარისი თავისუფალი მეხსიერება და ჩართული იყოს ეკრანის დაბლოკვა:

  • 64 გბ და ნაკლები  მოცულობის  მუდმივი მეხსიერების მქონე  მოწყობილობისთვის თავისუფალი უნდა იყოს მეხსიერების 1.5 გბ. 
  • 128 გბ და მეტი  მოცულობის  მუდმივი მეხსიერების მქონე  მოწყობილობისთვის თავისუფალი უნდა იყოს მეხსიერების 500 მბ. 

თუ თავისუფალი მეხსიერება ნაკლებია, მომსახურების რეჟიმი არ ამუშავდება. 

 Samsung Galaxy-ზე "მომსახურების რეჟიმის" ჩასართავად მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას: 

გახსენი პარამეტრები და გადადი ჩანართზე მოწყობილობის მომსახურება გახსენი პარამეტრები და გადადი ჩანართზე მოწყობილობის მომსახურება

ნაბიჯი 1. გახსენი პარამეტრები და გადადი ჩანართზე მოწყობილობის მომსახურება ( Device Maintenance).

გახსენი  მომსახურების რეჟიმი. გახსენი  მომსახურების რეჟიმი.

ნაბიჯი 2. გახსენი მომსახურების რეჟიმი.

დააჭირე "ჩართვას". დააჭირე "ჩართვას".

ნაბიჯი 3. დააჭირე "ჩართვას".

მომსახურების რეჟიმში გადასვლისას მოგეცემა "სისტემური ჟურნალის" შექმნის შესაძლებლობა. მომსახურების რეჟიმში გადასვლისას მოგეცემა "სისტემური ჟურნალის" შექმნის შესაძლებლობა.

ნაბიჯი 4. მომსახურების რეჟიმში გადასვლისას მოგეცემა "სისტემური ჟურნალის" შექმნის შესაძლებლობა.

ეს ჟურნალი შეიცავს ინფორმაციას აპლიკაციების ცოტა ხნის წინანდელი გამოყენებისა და სისტემური შეცდომების შესახებ, რაც შეიძლება დაეხმაროს შენი მოწყობილობის შეკეთებაში.

დააჭირე გადატვირთვას. დააჭირე გადატვირთვას.

ნაბიჯი 5. დააჭირე გადატვირთვას.

შენიშვნა: 

არ გამორთო ჟურნალის შექმნა. ჟურნალში დაფიქსირებული იქნება შეცდომა, რაც დაეხმარება გაუმართაობის მიზეზის უფრო სწრაფად განსაზღვრაში. 

რა მოხდება, როცა გამოირთვება "მომსახურების რეჟიმი":

  • ყველა ის ცვლილება, რომლებიც შეტანილი იქნა ვიდრე რეჟიმი ჩართული იყო, გაუქმდება;
  • ინფორმაცია მომსახურების რეჟიმის გამოყენების დროს შესრულებული მოქმედებების შესახებ არ შეინახება. ეს ეხება ფაილების ჩამოტვირთვას, აპლიკაციების დაყენებას , ასევე პარამეტრების ცვლილებას. 

 

Samsung Galaxy-ზე "მომსახურების რეჟიმის" გამოსართავად მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას:

გახსენი  პარამეტრები და გადადი ჩანართზე მოწყობილობის მომსახურება ( Device Maintenance). გახსენი  პარამეტრები და გადადი ჩანართზე მოწყობილობის მომსახურება ( Device Maintenance).

ნაბიჯი 1. გახსენი პარამეტრები და გადადი ჩანართზე მოწყობილობის მომსახურება ( Device Maintenance).

გახსენი მომსახურების რეჟიმი. გახსენი მომსახურების რეჟიმი.

ნაბიჯი 2. გახსენი მომსახურების რეჟიმი.

დააჭირე "გამოსვლას". დააჭირე "გამოსვლას".

ნაბიჯი 3. დააჭირე "გამოსვლას".

დააჭირე გადატვირთვას. დააჭირე გადატვირთვას.

ნაბიჯი 4. დააჭირე გადატვირთვას.

შენიშვნა:

"მომსახურების რეჟიმიდან" გამოსასვლელად საჭიროა იმ შიფრის კოდის შეყვანა, რომელსაც იყენებ (პინ-კოდი, თითის ანაბეჭდი, პაროლი ან გრაფიკული გასაღები).

"მომსახურების რეჟიმის" მხარდაჭერა ხდება Samsung Galaxy-ის სმარფტონებსა და პლანშეტებზე , დაწყებული ვერსიიდან Android 13 (One UI 5.0).

იმისათვის, რომ შეიტყო Android-ის მიმდინარე ვერსია შენს მოწყობილობაზე, ისარგებლეთ სტატიით: "როგორ შევიტყო Android-ის ვერსია Samsung Galaxy-ის სმარტფონზე ან პლანშეტზე?"

შენიშვნა:

მომსახურების რეჟიმის მხარდაჭერა ხდება ყველა მოდელზე. რეჟიმის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია მოდელზე, რეგიონსა და პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიაზე. 

მადლობა გამოხმაურებისთვის!