Samsung Galaxy მოწყობილობის დაბლოკილ ეკრანზე ვერ ხერხდება პაროლის, PIN-კოდის ან გრაფიკული გასაღების შეყვანა

ბოლო განახლების თარიღი : 18-12-2024

თუ ცდილობ ეკრანის დაბლოკვის ფუნქციის მოხსნას, თუმცა მენიუში ჩანს მხოლოდ PIN-კოდის, პაროლის ან გრაფიკული გასაღების ვარიანტი, ხოლო დანარჩენი ვარიანტები არ არის ხელმისაწვდომი, გაეცანი ამ სტატიას, სადაც აღწერილია, თუ როგორ უნდა მოხსნა ბლოკირება იმ შემთხვევაში, როდესაც გახსოვს PIN-კოდი, პაროლი ან გრაფიკული გასაღები.

რატომ ვერ ვახერხებ ბლოკირების მოხსნას

Android-ს აქვს რამდენიმე პარამეტრი, რომელიც არ გვაძლევს ეკრანის ბლოკირების მოხსნის შესაძლებლობას.  ამ პარამეტრების გარდა, ბლოკირების მოხსნას შეიძლება ხელს უშლიდეს დაინსტალებული აპლიკაციები.

როგორ მოვხსნა ბლოკირება

შენს შემთხვევაში უცნობია, თუ რა უშლის ხელს ეკრანის განბლოკვას. ამიტომ თანმიმდევრობით გაეცანი ქვემოთ მოცემულ რჩევებს, სანამ ბლოკირება არ მოიხსნება.

1 წაშალე VPN

მოკლედ რომ ვთქვათ, VPN გვთავაზობს ინტერნეტთან უფრო უსაფრთხო დაკავშირების შესაძლებლობას.

მოწყობილობაზე VPN-ის დასამატებლად საჭიროა ეკრანის PIN-კოდით, პაროლით ან გრაფიკული გასაღებით დაბლოკვის ფუნქციის გააქტიურება. ამის გამო, სანამ მოწყობილობაზე VPN-ს იყენებ, ვერ შეძლებ ეკრანის დაბლოკვის ფუნქციის გათიშვას.

დაბლოკვის ფუნქციის გასათიშად წაშალე VPN-ის პროგრამა ან ხელით შეყვანილი VPN-ის პარამეტრები.  


ხელით შეყვანილი VPN-ის პარამეტრების გასათიშად გადადი შემდეგ მენიუში: პარამეტრები > დაკავშირება > სხვა პარამეტრები > VPN > დააჭირე VPN-ის სახელის გვერდით არსებულ კბილანას სიმბოლოზე და შემდეგ დააჭირე ღილაკზე „წაშლა“.

2 გათიშე ადმინისტრატორის უფლებები

ზოგიერთი აპლიკაციის გამოყენებისთვის არ არის საკმარისი სტანდარტული მომხმარებლის უფლებები - მათი ნორმალურად მუშაობისთვის საჭიროა უფრო მაღალი დონის - ადმინისტრატორის უფლებების გააქტიურება.

ადმინისტრატორის უფლებების გააქტიურების გამო ამ აპლიკაციებმა შეიძლება არ მოგცეს ეკრანის დაბლოკვის ფუნქციის გათიშვის საშუალება. ბლოკირების მოხსნისთვის საჭიროა ადმინისტრატორის უფლებების გათიშვა.

თუ მოწყობილობაზე დაყენებულია ადმინისტრატორის უფლებების საჭიროების მქონე რამდენიმე აპლიკაცია, ყველა მათგანზე სათითაოდ გათიშე ეს ფუნქცია, სანამ არ შეძლებ ბლოკირების მოხსნას.

თუ მოწყობილობაზე არ არის დაინსტალებული ადმინისტრატორის უფლებების საჭიროების მქონე აპლიკაციები, თუმცა დაბლოკვის ფუნქციის გათიშვას მაინც ვერ ახერხებ, სცადე ქვემოთ მოცემული მეთოდი.

3 წაშალე მესამე მხარის სერტიფიკატები

ზოგიერთი აპლიკაციის, ძირითადად კორპორაციული აპლიკაციების მუშაობისთვის აუცილებელია უსაფრთხოების სერტიფიკატები.

სერტიფიკატი წარმოადგენს სპეციალურ ფაილს, რომელიც შენი მონაცემების დამატებით დაცვას უზრუნველყოფს. სერტიფიკატების დაყენებისთვის საჭიროა ეკრანის PIN-კოდით, პაროლით ან გრაფიკული გასაღებით დაბლოკვის ფუნქციის გააქტიურება. სანამ ასეთი სერტიფიკატი მოწყობილობის მეხსიერებაშია შენახული, დაბლოკვის ფუნქციის გათიშვას ვერ შეძლებ. დაბლოკვის ფუნქციის გასათიშად წაშალე ეს სერტიფიკატები.

შენიშვნა:  

აპლიკაციების გარდა, სერტიფიკატები შეიძლება საჭირო იყოს VPN და Wi-Fi ქსელებთან დასაკავშირებლად, ასევე ელექტრონულ ფოსტასთან წვდომისთვის. 

საფეხური 1. გახსენი „პარამეტრების მენიუ“ და აირჩიე პუნქტი/ჩანართი „უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა“ ან „უსაფრთხოება“. თუ ასეთი პუნქტი არ არის მენიუში, აირჩიე „ეკრანის ბლოკირება და დაცვა“. საფეხური 1. გახსენი „პარამეტრების მენიუ“ და აირჩიე პუნქტი/ჩანართი „უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა“ ან „უსაფრთხოება“. თუ ასეთი პუნქტი არ არის მენიუში, აირჩიე „ეკრანის ბლოკირება და დაცვა“.

საფეხური 1. გახსენი „პარამეტრების მენიუ“ და აირჩიე პუნქტი/ჩანართი „უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა“ ან „უსაფრთხოება“. თუ ასეთი პუნქტი არ არის მენიუში, აირჩიე „ეკრანის ბლოკირება და დაცვა“.

საფეხური 2. აირჩიე პუნქტი „უსაფრთხოების დამატებითი პარამეტრები“. საფეხური 2. აირჩიე პუნქტი „უსაფრთხოების დამატებითი პარამეტრები“.

საფეხური 2. აირჩიე პუნქტი „უსაფრთხოების დამატებითი პარამეტრები“.

საფეხური 3. დააჭირე ღილაკზე „ანგარიშის მონაცემების წაშლა“. საფეხური 3. დააჭირე ღილაკზე „ანგარიშის მონაცემების წაშლა“.

საფეხური 3. დააჭირე ღილაკზე „ანგარიშის მონაცემების წაშლა“.

საფეხური 4. დაადასტურე წაშლა. საფეხური 4. დაადასტურე წაშლა.

საფეხური4.დაადასტურე წაშლა.

ამის შემდეგ სცადე დაბლოკვის ფუნქციის გათიშვა.

თუ მოწყობილობაში არ არის სერტიფიკატები (არ არის აქტიური „ანგარიშის მონაცემების წაშლის“ ღილაკი) ან მათი წაშლის შემდეგაც ვერ ახერხებ დაბლოკვის ფუნქციის გათიშვას, გაეცანი შემდეგ რჩევას.

4 სცადე დაბლოკვის ფუნქციის გათიშვა უსაფრთხო რეჟიმში

დაბლოკვის ფუნქციის გათიშვის საშუალებას შეიძლება არ გაძლევდეს Play Store-დან ჩამოტვირთული აქტიური აპლიკაცია.

იმისათვის, რომ გაიგო, არის თუ არა მსგავსი აპლიკაცია მოწყობილობის მეხსიერებაში, გაუშვი ის უსაფრთხო რეჟიმში. ამ რეჟიმში გათიშულია ყველა ჩამოტვირთული აპლიკაცია და მუშაობს მხოლოდ ქარხნულად დაყენებული აპლიკაციები.

ამის შემდეგ სცადე დაბლოკვის ფუნქციის გათიშვა.

თუ დაბლოკვის ფუნქციის გათიშვა მაინც ვერ ხერხდება, ამის მიზეზი შეიძლება რომელიმე ჩატვირთული აპლიკაცია იყოს. სამწუხაროდ უსაფრთხო რეჟიმი არ გატყობინებს, თუ კონკრეტულად რომელი აპლიკაცია არ გაძლევს დაბლოკვის ფუნქციის გათიშვის უფლებას. ამიტომ სათითაოდ წაშალე აპლიკაციები, დაწყებული ბოლოს დაინსტალებული აპლიკაციით და ყოველ ჯერზე შეამოწმე მოწყობილობა ჩვეულებრივი რეჟიმიდან. „დამნაშავე“ იქნება ის აპლიკაცია, რომლის წაშლის შემდეგაც შეძლებ დაბლოკვის ფუნქციის გათიშვას ჩვეულებრივი რეჟიმიდან.

თუ დაბლოკვის ფუნქციის მოხსნა უსაფრთხო რეჟიმშიც ვერ ხერხდება, გაეცანი შემდეგ რჩევას.

5 განახორციელე მონაცემთა გადატვირთვა

თუ ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი რჩევა არ აღმოჩნდა ეფექტური, ეს ნიშნავს, რომ მოწყობილობა არ მუშაობს გამართულად - ადგილი აქვს პროგრამულ ხარვეზს. ხარვეზის აღმოსაფხვრელად განახორციელე მონაცემთა გადატვირთვა. მონაცემთა გადატვირთვამდე შეინახე მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

თუ კიდევ გაქვს კითხვები ან ვერ ახერხებ დაბლოკვის ფუნქციის გათიშვას

დაუკავშირდი Samsung-ის უფასო მხარდაჭერის ცენტრს შენთვის მოსახერხებელი მეთოდით.

მადლობა გამოხმაურებისთვის!