Samsung Galaxy Z Flip6-ის Flipsuit ქეისის გამოყენების ინსტრუქციები
Samsung Galaxy Z Flip6-ის ორიგინალი Flipsuit ქეისი სმარტფონთან დაკავშირებისთვის იყენებს NFC ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ უსადენო კავშირის ფუნქციას. მისი საშუალებით სმარტფონის გარე ეკრანზე დინამიურად აისახება LED-ბარათის გრაფიკული დიზაინის შესაბამისი კონტენტი. სმარტფონის გახსნის შემდეგ Flip6-ის გარე ეკრანის გამოსახულება იცვლება.
შენიშვნები:
- Galaxy Z Flip6 და Flipsuit ქეისი იყიდება ცალ-ცალკე.
- ეს ფუნქცია იყენებს სმარტფონის ელემენტის ენერგიას.
- Galaxy Z Flip6 სმარტფონისთვის განკუთვნილი Flipsuit ქეისის LED-ბარათები თავსებადია მხოლოდ Galaxy Z Flip6-თან.
- Galaxy Z Flip5-ისთვის შექმნილი ინტერაქტიული ბარათების ყველა ქეისი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს Galaxy Z Flip6-ზე.
როგორ დავამაგრო Flipsuit ქეისი Galaxy Z Flip6 სმარტფონზე
სმარტფონზე დამაგრებამდე ქეისი გაწმინდე მტვრისა და ცხიმისგან.
Galaxy Z Flip6 სმარტფონის Flipsuit ქეისში LED-ბარათის ჩასმის შემდეგ გარე ეკრანი ავტომატურად შეიცვლება LED-ბარათის თემის შესაბამისად. თუ გსურს გარე ეკრანზე სხვა გამოსახულების დაყენება, შეასრულე შემდეგი მოქმედებები.
* LED-ბარათის ჩასმის დროს ეკრანზე ბარათის თემის სწორად ასახვისთვის საჭიროა ინტერნეტ-კავშირი.
შენიშვნა. LED-ბარათის LED-კომპონენტები რეაგირებას გარე ეკრანის თემის შეცვლის შემდეგაც გააგრძელებს.
როგორ დავაყენო გარე ეკრანის გათიშვის დრო
გარე ეკრანზე კონტენტის გამოსახვის დრო შეესაბამება გარე ეკრანის გათიშვის დროს. თუ მოწყობილობის გაშლის დროს არ მოხდება მთავარი ეკრანის განბლოკვა, გარე ეკრანზე გამოსახული კონტენტი გაქრება 5 წამის შემდეგ.
- გახსენი „პარამეტრები“ > აირჩიე „ყდის ეკრანი“ > „ყდის ეკრანის დროის გასვლა“.
- აირჩიე გათიშვის დრო.
შენიშვნა. LED-კომპონენტები ანათებს 10 წამის განმავლობაში, მიუხედავად გარე ეკრანის გათიშვის დროის არჩეული პარამეტრისა.
როგორ ჩავრთო/გამოვრთო Flipsuit ქეისის LED-კომპონენტები
Flipsuit ქეისის განათება იყენებს სმარტფონის ელემენტის ენერგიას. თუ გსურს ელემენტის მუხტის დაზოგვა, გათიშე ეს ფუნქცია.
- გახსენი „პარამეტრები“ > აირჩიე „დამატებითი ფუნქციები“.
- აირჩიე „აქსესუარები“ > ჩართე ან გამორთე „განათების“ ფუნქცია.
როდის აქტიურდება Flipsuit ქეისის LED-კომპონენტები
- Galaxy Z Flip6 სმარტფონზე დამაგრებული ქეისის LED-ბარათის LED-კომპონენტები ინთება სმარტფონის გაშლის შემდეგ. ამ დროს გარე ეკრანზე გამოისახება ანიმაცია.
- დაკეცილი სმარტფონის გარე ეკრანზე ორჯერ შეხების ან ჩართვის ღილაკზე დაჭერის შემდეგ LED-ბარათის LED-კომპონენტები ინთება 3 წამის განმავლობაში, ხოლო გარე ეკრანზე გამოისახება ანიმაცია.
- მაღვიძარას ან ტაიმერის გააქტიურების, ასევე შემომავალი ზარის დროს LED-ბარათის LED-კომპონენტები ინთება 3 წამის განმავლობაში.
ხშირად დასმული კითხვები
რა უნდა გავაკეთო, თუ სმარტფონი ვერ ახერხებს LED-ბარათის ამოცნობას
Flipsuit ქეისში მოთავსებული LED-ბარათი სმარტფონთან დაკავშირებისთვის იყენებს NFC ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ უსადენო კავშირის ფუნქციას. თუ LED-ბარათს მოათავსებ მაგნიტზე ან ლითონზე, შენი მოწყობილობა ვერ შეძლებს მის ამოცნობას. იმისათვის, რომ სმარტფონმა შეძლოს LED-ბარათის ამოცნობა, მოხსენი და ხელახლა დაამაგრე ქეისი.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.