რა გავაკეთო, თუ Samsung Galaxy-ს ელემენტი სწრაფად იცლება
ამ სტატიაში გაიგებ, რა უნდა გააკეთო იმ შემთხვევაში, თუ Samsung Galaxy მოწყობილობის ელემენტი სწრაფად იცლება მაშინაც კი, თუ დიდხანს არ იყენებ მოწყობილობას ან თუ იგი 4-6 საათში იცლება აქტიური გამოყენების შემთხვევაში.
რამდენ ხანს უნდა ძლებდეს სმარტფონის ან პლანშეტის ელემენტი
ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე და არა მხოლოდ მის ტევადობაზე.
ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობაზე გავლენას ახდენს:
ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივია: თუ ხშირად იყენებ მოწყობილობას, ელემენტი სწრაფად იცლება. ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობაზე ასევე გავლენას ახდენს მისი დატვირთვა.
თუ დატვირთვა დიდია - მობილური ინტერნეტი, ფილმები, კარგი გრაფიკის თამაშები, მოწყობილობის ელემენტი 2-5 საათში იცლება.
თუ დატვირთვა დიდი არაა - მუსიკა, წიგნები, SMS-ები, საუბრები, მოწყობილობის ელემენტი 5-20 საათზე დიდხანს მუშაობს.
რაც მეტი აპლიკაციაა დაყენებული მოწყობილობაზე, მით უფრო მალე იცლება ელემენტი.
ასევე დიდ გავლენას ახდენს ხარისხი - ცუდი ხარისხის აპლიკაციები მუდმივად ტვირთავს პროცესორს და არ აძლევს მოწყობილობას „დასვენების“ საშუალებას.
პერიოდულად, ოპერატიულ სისტემაში ხარვეზები ჩნდება. მიზეზები სხვადასხვაა: firmware არასწორად განახლდა, დაყენდა უხარისხო აპლიკაციები და არასწორად წაიშალა, მეხსიერება ძველი ფაილებისგან არ გასუფთავებულა.
რაც მეტია ხარვეზი, მით უფრო სწრაფად იცლება ელემენტი.
ამავე საკითხზე:
- როგორ შევამოწმო პროგრამული უზრუნველყოფის განახლება Samsung Galaxy სმარტფონზე
- როგორ განვაახლო firmware Samsung Galaxy მოწყობილობაზე
- რა ტიპის აპლიკაციები არსებობს Android-ისთვის
- როგორ დავაყენო აპლიკაციები სწორად Android მოწყობილობაზე
- როგორ წავშალო აპლიკაციები სწორად Android მოწყობილობიდან. როგორ გამოვრთო აპლიკაცია
ელემენტის მარგი ტევადობა დროთა განმავლობაში მცირდება. რაც უფრო ძველია ელემენტი, მით უფრო ნაკლებ მუხტს იტევს ის.
რაც უფრო სუსტია მობილური ქსელის სიგნალი, მით უფრო სწრაფად იცლება ელემენტი. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ქსელთან კავშირის შესანარჩუნებლად მოწყობილობის გადამცემი იძულებულია იმუშაოს უფრო მაღალი დატვირთვით.
რა უნდა გავაკეთო, თუ ელემენტი სწრაფად იცლება
იმის გასაგებად, თუ როგორ გამოიყენო ფუნქცია „მოწყობილობის მომსახურება / ოპტიმიზაცია“, გაეცანი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს.
იმის გასაგებად, თუ რომელი აპლიკაციები მოიხმარს ყველაზე მეტ ენერგიას და როგორ არის შესაძლებელი მათი ძილის რეჟიმში გადაყვანა, გადადი ჩანართზე „ელემენტი“.
შენიშვნა:
ჩაშენებული აპლიკაციების ძილის რეჟიმზე გადაყვანა შეუძლებელია.
ასევე შეგიძლია გაააქტიურო ელემენტის ადაპტირებადი რეჟიმი. ეს შეამცირებს ენერგიის მოხმარებას იმ აპლიკაციების მიერ, რომელსაც იშვიათად იყენებ. იმის გასაგებად, თუ როგორ გამოიყენო ეს ფუნქცია Android 14-10 ვერსიებზე, მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს.
შენიშვნა:
ელემენტის ადაპტირებადი რეჟიმი ხელმისაწვდომია სმარტფონებზე, რომლებზეც დაყენებულია Android 14-9 ვერსიები.
იმის გასაგებად, თუ როგორ გამოიყენო ეს ფუნქცია Android 9-ზე, მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს.
ენერგიის დაზოგვის რეჟიმი გაძლევს ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობის გაზრდის საშუალებას შემდეგი მეთოდებით:
- ფონურ რეჟიმში მუშაობის შეზღუდვა;
- პროცესორის მუშაობის შეზღუდვა;
- ეკრანის რუხი ფერების რეჟიმზე გადაყვანა;
- ეკრანის სიკაშკაშის და კადრის განახლების სიხშირის შემცირება.
შენიშვნა:
ენერგიის დაზოგვის ფუნქცია ყველა მოწყობილობაზე არ არის ხელმისაწვდომი.
როგორ გავააქტიურო ენერგიის დაზოგვის რეჟიმი?
ამავე საკითხზე:
თუ არ იყენებ Wi-Fi-ს, Bluetooth-ს, GPS-ს, NFC-ს ან მობილურ ინტერნეტს, გამორთე ისინი, ვინაიდან ბევრ ენერგიას მოიხმარს.
ამისათვის ყველაზე მარტივი ხერხია პარამეტრების პანელის გამოყენება.
ამავე საკითხზე:
ეკრანის გამორთვის დროის შესამცირებლად მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს.
ეკრანის სიკაშკაშის შესამცირებლად მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს.
სენსორის ვიბრაციის გამოსართავად (ეკრანზე დაჭერისას ვიბრირება) მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს.
შენიშვნა:
მნიშვნელოვანია გამორთო ვიბრაცია შემდეგი ფუნქციებისთვის: „სენსორული ეკრანის გამოყენებით ინფორმაციის შეყვანა“ და „Samsung-ის კლავიატურა“, რადგან ეს ფუნქციები მეტ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე ვიბრაციის დანარჩენი პარამეტრები.
თუ შენს ტელეფონში ორი SIM-ბარათი დევს და ერთ-ერთს არ იყენებ, ამოიღე ის.
სმარტფონს სჭირდება ენერგია მობილურ ქსელთან კავშირის შესანარჩუნებლად და ელემენტი უფრო სწრაფად იცლება. არ დატოვო სმარტფონში ისეთი ქსელის SIM-ბარათი, რომელიც არ მუშაობს იმ ტერიტორიაზე, სადაც იმყოფები (მაგალითად ტურისტული SIM-ბარათები).
ამავე საკითხზე:
როდესაც მოწყობილობას არ იყენებ, ის „ძილის“ რეჟიმშია. ნებისმიერი ტიპის მონაცემების სინქრონიზაცია „აღვიძებს“ მოწყობილობას და მეტ ენერგიას მოიხმარს.
სმარტფონის მუშაობის ხანგრძლივობის გასაზრდელად, გამორთე დამატებულ ანგარიშებთან ავტომატური სინქრონიზაციის ფუნქცია.
სინქრონიზაციის ყველა ფუნქციის გამოსართავად მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს.
თუ შენს ტელეფონზე შესაძლებელია ეკრანის განახლების სიხშირის პარამეტრების შეცვლა (მხოლოდ იმ სმარტფონებზე, რომლებზეც მხარდაჭერილია ეკრანის განახლების სიხშირე 120 Hz), გადაიყვანე სტანდარტულ რეჟიმზე.
იმის გასაგებად, თუ როგორ გააკეთო ეს, გაეცანი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს.
რაც მეტი აპლიკაციაა დაყენებული მოწყობილობაზე, მით უფრო მალე იცლება ელემენტი. ზოგიერთი აპლიკაცია იმდენად დიდ გავლენას ახდენს ელემენტზე, რომ ის სულ რამდენიმე საათში იცლება.
იმის დასადგენად, არის თუ არა ეს აპლიკაციის ბრალი, გაუშვი მოწყობილობა უსაფრთხო რეჟიმში. უსაფრთხო რეჟიმში არ მუშაობს ყველა ჩამოტვირთული აპლიკაცია - ისინი, რომლებიც მოწყობილობის შეძენის შემდეგ დააყენე. მუშაობს მხოლოდ ჩაშენებული აპლიკაციები - ისინი, რომლებიც ქარხნულად არის დაინსტალებული.
დააკვირდი, რამდენ ხანს გაძლებს სმარტფონის ან პლანშეტის ელემენტი უსაფრთხო რეჟიმში და გააკეთე დასკვნები.
თუ ელემენტი ნელა დაიცლება, ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემა რომელიღაც აპლიკაციაშია, რომელიც მოწყობილობის შეძენის შემდეგ დააყენე. ერთმანეთის მიყოლებით წაშალე ბოლოს დაყენებული აპლიკაციები და დააკვირდი მოწყობილობის მუშაობას, რათა გაიგო, თუ რომელი აპლიკაციის წაშლის შემდეგ შეწყდება ელემენტის სწრაფად დაცლა.
თუ უსაფრთხო რეჟიმში ელემენტი იმავე სიჩქარით იცლება, იხილე სხვა რჩევები.
ბევრი აპლიკაცია საჭიროებს ნებართვას, რომელიც სავალდებულო არაა ან საერთოდ არაა საჭირო აპლიკაციის მუშაობისთვის (მაგალითად აპლიკაცია „ფანარი“ ითხოვს ნებართვას „ინტერნეტთან წვდომაზე“ ან „ადგილმდებარეობის დადგენაზე“). რაც უფრო მეტ ნებართვას საჭიროებს აპლიკაცია, მით უფრო ძლიერად მოქმედებს ის მოწყობილობის ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობაზე.
გამორთე აპლიკაციებზე არასაჭირო ნებართვები. თუ აპლიკაციის გარკვეული ფუნქციების სამუშაოდ აუცილებელია რაიმე ნებართვა, აპლიკაცია ხელახლა მოგთხოვს მასზე წვდომას.
იმის გასაგებად, თუ როგორ გააკეთო ეს, გაეცანი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს.
თუ გახსოვს Google-ის იმ ანგარიშის მონაცემები, რომელიც მოწყობილობაზე დაამატე, გადატვირთე პარამეტრები.
სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევაში სმარტფონის მეხსიერებაში ჩაწერილი ყველა მონაცემი წაიშლება. ამიტომ გირჩევ გადატვირთვამდე შექმნა მონაცემების სარეზერვო ასლი.
აქტიურად გამოყენების შემთხვევაში სმარტფონის ელემენტი შეიძლება სულ რაღაც რამდენიმე საათში დაიცალოს. გირჩევ გამოიყენო გარე ელემენტი. თუ აქტიურად იყენებ სმარტფონს და არ გყოფნის მისი ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა, შეგიძლია შეიძინო გარე ელემენტი.
გარე ელემენტი პორტატულ კვების წყაროს წარმოადგენს:
- დამუხტე გარე ელემენტი;
- შეაერთე ის სმარტფონზე ან პლანშეტზე;
- გარე ელემენტი დატენის შენი მოწყობილობის ჩაშენებულ ელემენტს.
ამავე საკითხზე:
თუ ზემოთ მოცემული რეკომენდაციები არ გამოგადგა, შეცვალე ჩაშენებული ელემენტი.
ექსპლუატაციის პერიოდში ელემენტის ტევადობა ნელ-ნელა მცირდება და გარკვეული დროის შემდეგ მისი მუშაობის ხანგრძლივობა კლებულობს. ელემენტის ექსპლუატაციის პერიოდი საშუალოდ 1-3 წელია, რაც დამოკიდებულია მისი გამოყენების ინტენსივობაზე. ასევე, ელემენტი ბევრად მალე ფუჭდება, თუ მას ძალიან დაბალ (მინუს) ან ძალიან მაღალ (50°C-ზე მეტ) ტემპერატურაზე გამოიყენებ.
თუ სმარტფონის შეძენიდან დიდი დროა გასული, გირჩევ ელემენტის გამოცვლას. ახალი ელემენტის ყიდვა შესაძლებელია Samsung-ის სერვის-ცენტრებში. თავსებადი მოდელის სახელწოდების ნახვა შეგიძლია ძველ ელემენტზე.
თუ სმარტფონს ან პლანშეტს უკანა მხარე არ ეხსნება, ელემენტის გამოცვლა სერვის-ცენტრში შეგიძლია.
ელემენტის სწრაფად დაცლის მიზეზი შეიძლება იყოს არა ელემენტის, არამედ, მაგალითად, კონტროლერის ან პლატის პრობლემა. ამიტომ ელემენტის გამოცვლამდე და იმ შემთხვევაში, თუ სხვა ქმედებებით პრობლემა ვერ აღმოიფხვრა, სასურველია მიმართო ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.