რა უნდა გავაკეთო, თუ Samsung Galaxy დაიბლოკა და ითხოვს Google-ის ანგარიშზე წვდომას
Samsung Galaxy სმარტფონებში ინტეგრირებულია მოპარვისგან ან არასანქცირებული წვდომისგან დაცვის ფუნქცია — Google FRP. თუ მონაცემების გადატვირთვას განახორციელებ Google-ის ანგარიშის წაშლის გარეშე, მოწყობილობა დაიბლოკება.
ჩართვის დროს მოწყობილობა მოითხოვს იმ ანგარიშზე წვდომას და მისი პაროლის შეყვანას, რომელიც გააქტიურებული იყო მოწყობილობის მონაცემების გადატვირთვამდე.
ამ სტატიაში აღწერილია, თუ რა უნდა გააკეთო, თუ Samsung Galaxy დაიბლოკა და ითხოვს Google-ის ანგარიშზე წვდომას.
ამავე საკითხზე:
როგორ განვბლოკო Samsung Galaxy სმარტფონი
Samsung Galaxy სმარტფონის განბლოკვისთვის გაეცანი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს.
შეიყვანე Google-ის იმ ანგარიშის მონაცემები, რომელიც აქტიური იყო მოწყობილობის მონაცემების გადატვირთვამდე და დააჭირე ღილაკზე „შემდეგი“.
შეიყვანე იმ ანგარიშის პაროლი, რომელიც დარეგისტრირებული იყო სმარტფონზე მისი მონაცემების გადატვირთვამდე და დააჭირე ღილაკზე „შემდეგი“.
თუ ანგარიში და პაროლი სწორია, მოწყობილობა გააგრძელებს პარამეტრების დაყენებას.
თუ დაგავიწყდა ანგარიშის პაროლი, კომპიუტერში გადადი ბმულზე g.co/recover, შეიყვანე ანგარიშის სახელი, რომელიც მოწყობილობაზე გქონდა დამატებული მისი მონაცემების გადატვირთვამდე და პაროლის აღსადგენად მიჰყევი წარმოდგენილ ინსტრუქციებს. მოწყობილობაში ახალი პაროლის შეყვანას შეძლებ 24 საათის შემდეგ.
თუ არ გახსოვს, თუ რომელი ანგარიში იყო რეგისტრირებული მოწყობილობაზე მისი მონაცემების გადატვირთვამდე ან ვერ შეძელი პაროლის აღდგენა, მიმართე Samsung-ის სერვის-ცენტრს. აუცილებლად იქონიე თან მოწყობილობის ყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი, შევსებული საგარანტიო ტალონი, საკრედიტო ხელშეკრულება). დოკუმენტის არქონის შემთხვევაში ვერ შეძლებ მოწყობილობის განბლოკვას.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.