რა არის Galaxy მოწყობილობის ორსიხშირიანი GPS

ბოლო განახლების თარიღი : 19-08-2024

ახალ Samsung Galaxy მოწყობილობებს შეუძლია შენი ადგილმდებარეობის ძალიან მაღალი სიზუსტით განსაზღვრა. ისინი თანამგზავრებიდან იღებს ორ სხვადასხვა ტიპის სიგნალს (L1/E1 და L5/E5), რისი საშუალებითაც შენი ადგილმდებარეობის მოძებნა რამდენიმე სანტიმეტრის სიზუსტითაა შესაძლებელი. ეს მოწყობილობები ფილტრავს შენობებიდან და სხვა ობიექტებიდან არეკლილ სიგნალებს, ამიტომ გაცილებით ზუსტად ადგენს შენს მდებარეობას. ეს ტექნოლოგიები მუშაობს ნავიგაციის სისტემების უმეტესობასთან, როგორებიცაა GPS, GALILEO, QZSS, IRNSS და BeiDou.

  • ამჟამად მხარდაჭერილია სმარტფონები Galaxy S24, S24+, S24 Ultra, ასევე საათები Galaxy Watch7 და Ultra.
საათი ქალაქში

მადლობა გამოხმაურებისთვის!