რით განსხვავდება Galaxy Buds3/Buds3Pro ყურსასმენები Samsung-ის სხვა მოდელის ყურსასმენებისგან

ბოლო განახლების თარიღი : 19-08-2024

Galaxy Buds-ის ყოველი მოდელი თავისებურად განსაკუთრებულია და გთავაზობს განსხვავებულ ფუნქციებს

Galaxy Buds3 და Galaxy Buds3 Pro წინა ვერსიებისგან განსხვავდება შემდეგი მახასიათებლებით: 

  • ახალი დიზაინი;
  • დაცვის გაუმჯობესებული დონე IP57;
  • ხმის ოპტიმიზაცია ყურში მოთავსების გათვალისწინებით;
  • ხმის ავტომატური რეგულირება გარემოს გათვალისწინებით;
  • გაუმჯობესებული ხმა, მაღალი და დაბალი სიხშირეების ცალ-ცალკე გაძლიერება (მხოლოდ Buds3 Pro მოდელის შემთხვევაში);
  • ფონური განათება, მხოლოდ Buds3 Pro მოდელის შემთხვევაში; 
  • მანქანური სწავლების საშუალებით გაუმჯობესებული ხმა.
Galaxy Buds3 Pro

ეს სახელმძღვანელო დაგეხმარება Galaxy Buds-ის იმ მოდელის არჩევაში, რომელიც ზუსტად შეესაბამება შენს საჭიროებებს და მოთხოვნებს. 

მოდელი

Buds3 Pro

Buds3

Buds FE

Buds2 Pro

ხმა

დინამიკები

2-მიმართულებიანი

10,5 მმ დინამიური

6,1 მმ პლანარული

1-მიმართულებიანი

11 მმ დინამიური

1-მიმართულებიანი

6,5 მმ

2-მიმართულებიანი

(10 მმ დაბალსიხშირული + 5.3 მმ მაღალსიხშირული)

გამაძლიერებელი

ორმაგი

სტანდარტული

სტანდარტული

სტანდარტული

ფუნქციები

ხმის აქტიური ჩახშობა


(ადაპტირებადი) + (ხმაურის ავტომატური რეგულირება)


(ადაპტირებადი)

ფონური ხმა

-

ადაპტირებადი ეკვალაიზერი

-

-

360 Audio

• (ობიექტების რენდერინგი)

-

Auracast*

-

Auto Switch

• (პერსონალურ კომპიუტერზე)

• (პერსონალურ კომპიუტერზე)

• (პერსონალურ კომპიუტერზე)

მართვა

ორი თითის ჟესტი და თითის გასმა

ორი თითის ჟესტი და თითის გასმა

შეხება

შეხება

სპეციფიკაციები

ტიპი

ყურში მოსათავსებელი

თავზე დასამაგრებელი

ყურში მოსათავსებელი

ყურში მოსათავსებელი

მიკროფონები

3 + VPU სენსორი **

3 + VPU სენსორი **

3

3 + VPU სენსორი **

დაცვა

IP57

IP57

IPX2

IPX7

დაკავშირება

BT 5.4

BT 5.4

BT 5.2

BT 5.3

ელემენტი

53/515 mAh

48/515 mAh

60/479 mAh

61/515 mAh

ავტონომიურობა

მუსიკის მოსმენის ხანგრძლივობა

6/26 სთ (ANC***)
7/30 სთ

5/24 სთ (ANC***)
6/30 სთ

6/21 სთ (ANC***)
8.5/30 სთ

5/18 სთ (ANC***)
8/29 სთ

საუბრის ხანგრძლივობა

4.5/20 სთ (ANC***)
5/22 სთ

3.5/18 სთ (ANC***)
4/20 სთ

3.5/13 სთ (ANC***)
4/14 სთ

3.5/14 სთ (ANC***)
4/15 სთ

* Bluetooth Auracast — გაძლევს სხვა ყურსასმენებზე მუსიკალური ტრეკების ტრანსლირების შესაძლებლობას (მეგობრებთან მუსიკის გაზიარება). მოწყობილობას უნდა ჰქონდეს Auracast ფუნქციის მხარდაჭერა.

** VPU — ხმის აღქმის მოწყობილობა- აუმჯობესებს ხმის გადაცემის ხარისხს, მისი გარე ხმაურისგან იზოლირების გზით.

*** ANC — ხმის აქტიური ჩახშობა

მადლობა გამოხმაურებისთვის!