რა უნდა გავაკეთო, თუ Galaxy Watch არ უკავშირდება Samsung-ის სმარტფონს
როგორც წესი, Galaxy Watch-ის დაკავშირება სმარტფონთან უპრობლემოდ ხდება. თუმცა, თუ ჭკვიანი გაჯეტის შენს ტელეფონთან დაკავშირებისას პრობლემას წააწყდი, გირჩევთ გაეცნო ქვემოთ მოცემულ სტატიას და დიაგნოსტირებისთვის შეასრულო რამდენიმე საფეხური.
რა უნდა გავაკეთო, თუ კავშირის გაწყვეტის შემდეგ Galaxy Watch აღარ უკავშირდება სმარტფონს
Bluetooth კავშირი წყდება, თუ სმარტფონზე გამორთულია Bluetooth ფუნქცია ან თუ მოწყობილობები ერთმანეთისგან დიდი მანძილითაა დაშორებული. Bluetooth ფუნქციის ჩართვისას ან Galaxy Watch-ის სმარტფონთან მიახლოებისას, ჭკვიანი მოწყობილობა ავტომატურად უნდა დაუკავშირდეს სმარტფონს.
თუ მოწყობილობა უკვე დაკავშირებული იყო, თუმცა კავშირის გაწყვეტის შემდეგ Galaxy Watch ავტომატურად აღარ უკავშირდება სმარტფონს, შეასრულე ქვემოთ მოცემული საფეხურები.
შეამოწმე და განაახლე საათის პროგრამული უზრუნველყოფა უახლეს ვერსიამდე.
გათიშე Bluetooth კავშირი Galaxy Watch-სა და სმარტფონს შორის. შემდეგ ხელახლა დააინსტალე სმარტფონზე აპლიკაცია Wearable, გადატვირთე საათის პარამეტრები და ხელახლა დაუკავშირე ის სმარტფონს.
- სმარტფონზე:
- საათზე:
თუ Galaxy Watch კვლავ არ უკავშირდება შენს სმარტფონს, გირჩევ შეამოწმო, თუ როგორ მუშაობს საათი Samsung-ის სხვა სმარტფონთან დაკავშირებისას.
თუ სხვა Samsung Galaxy-სთან დაკავშირებისას ეს პრობლემა არ ჩნდება, ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემა სმარტფონს აქვს.
რა უნდა გავაკეთო, თუ Galaxy Watch არ უკავშირდება სმარტფონს პირველად გამოყენებისას ან პარამეტრების გადატვირთვის შემდეგ
ჩვეულებრივ პრობლემა არ უნდა ჩნდებოდეს Galaxy Watch-ზე პარამეტრების გადატვირთვის შემდეგ ან პირველად დაკავშირებისას. თუმცა თუ პრობლემებს წააწყდი, შეასრულე ქვემოთ მოცემული საფეხურები.
შენიშვნა:
- Samsung-ის გარდა სხვა მობილურ მოწყობილობებთან დაკავშირებისას, შესაძლოა ზოგიერთი ფუნქცია არ იყოს ხელმისაწვდომი (მაგალითად, ზარების, შეტყობინებების და ელექტრონული ფოსტის ფუნქციები).
- Wear OS პლატფორმის თავისებურებებიდან გამომდინარე, ჩინური ბაზრისთვის განკუთვნილი სმარტფონი თავსებადია მხოლოდ ჩინური ბაზრისთვის განკუთვნილ Galaxy Watch-თან. სმარტფონები, რომლებიც არ არის განკუთვნილი ჩინური ბაზრისთვის, თავსებადია მხოლოდ Watch-ის იმ სერიებთან, რომლებიც არ არის შეძენილი ჩინურ ბაზარზე.
Galaxy Watch, Gear S2/S3/Sport, Watch3
თავსებადია:
- Android OS 5-ზე და შემდგომ გამოშვებულ ვერსიაზე მომუშავე, სულ მცირე 1.5 GB ოპერატიული მეხსიერების მქონე სმარტფონებთან.
- Apple-ის სმარტფონებთან, iOS9-ზე ან შემდგომ გამოშვებულ ვერსიაზე მომუშავე iPhone 5-თან და უფრო ახალ მოდელებთან.
არ არის თავსებადი:
- პლანშეტებთან (Tab, Pad და ა.შ.) და სმარტფონებთან SM-A013F (A01 Core), SM-A032F (A03 Core), SM-J700H (J7 2015), SM-A300F (A3 2015), SM-G388F (Xcover3), SM-G389F (Xcover3 VE), SM-G390 (XCover 4), SM-J260F (J2 Core), ასევე იმ მოწყობილობებთან, რომლებსაც არ აქვს Google სერვისების მხარდაჭერა.
Watch4 სერია
თავსებადია:
- Android OS 6-ზე და მომდევნო ვერსიაზე მომუშავე, სულ მცირე 1.5 GB ოპერატიული მეხსიერების მქონე სმარტფონებთან.
არ არის თავსებადი:
- iPhone-ის არც ერთ მოდელთან.
- სმარტფონებთან, რომლებსაც არ აქვს Google სერვისების მხარდაჭერა.
- პლანშეტებთან და სმარტფონებთან SM-A013F (A01 Core), SM-A032F (A03 Core), SM-J700H (J7 2015), SM-A300F (A3 2015), SM-G388F (Xcover3), SM-G389F (Xcover3 VE), SM-G390 (XCover 4), SM-J260F (J2 Core) (Wearable არ არის მხარდაჭერილი აპარატული დონეზე).
- Huawei (Honor) სმარტფონებთან პროგრამული უზრუნველყოფის თავისებურებების გამო
Watch5 სერია
თავსებადია:
- Android OS 8-ზე და მომდევნო ვერსიაზე მომუშავე, სულ მცირე 1.5 GB ოპერატიული მეხსიერების მქონე სმარტფონებთან.
არ არის თავსებადი:
- iPhone-ის არც ერთ მოდელთან.
- სმარტფონებთან, რომლებსაც არ აქვს Google სერვისების მხარდაჭერა.
- პლანშეტებთან და სმარტფონებთან SM-A013F (A01 Core), SM-A032F (A03 Core), SM-J700H (J7 2015), SM-A300F (A3 2015), SM-G388F (Xcover3), SM-G389F (Xcover3 VE), SM-G390 (XCover 4), SM-J260F (J2 Core) (Wearable არ არის მხარდაჭერილი აპარატული დონეზე).
Watch6 სერია
თავსებადია:
- Android OS 10-ზე და მომდევნო ვერსიაზე მომუშავე, სულ მცირე 1.5 GB ოპერატიული მეხსიერების მქონე სმარტფონებთან.
არ არის თავსებადი:
- iPhone-ის არც ერთ მოდელთან.
- Google სერვისების (Google Mobile Services) მხარდაჭერის არმქონე სმარტფონებთან.
- Android GO პლატფორმაზე მომუშავე პლანშეტებთან და სმარტფონებთან.
თუ დაკავშირებისას პრობლემა ისევ ჩნდება, გირჩევთ გადატვირთო სმარტფონი და Galaxy Watch.
ამავე თემაზე:
Galaxy Watch-ის გადასატვირთად, მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს.
- ხანგრძლივად დააჭირე ღილაკებს „მთავარი გვერდი“ და „უკან“ რამდენიმე წამის განმავლობაში - ეკრანზე გამოჩნდება მენიუ. დააჭირე ღილაკს „გამორთვა“.
- ხანგრძლივად დააჭირე ღილაკს „მთავარი გვერდი“ (ზედა კუთხეში) რამდენიმე წამის განმავლობაში. პირველად ჩართვისას და გადატვირთვის შემდეგ გამოჩნდება საათის ახალ მოწყობილობასთან დაკავშირების ინსტრუქციები.
თუ სმარტფონში ძალიან ცოტა მეხსიერებაა დარჩენილი, საათის დაკავშირებისას შეიძლება დაფიქსირდეს შეცდომა. საჭიროების შემთხვევაში, წაშალე არასაჭირო ფაილები.
წაშალე სმარტფონიდან აპლიკაციები: Galaxy Wearable, Samsung accessory service და დამატებითი პლაგინები (დამოკიდებულია საათის მოდელებზე, Galaxy Watch4 Manager, Galaxy Watch3 Manager, Watch Active Plugin).
ამის შემდეგ ხელახლა დააინსტალე აპლიკაცია. თუ აპლიკაციის დაინსტალებისას ან საათის დაკავშირებისას გამოჩნდება შემოთავაზება დამატებითი კომპონენტების ჩამოტვირთვასთან დაკავშირებით, აუცილებლად დააინსტალე ისინი.
გათიშე Bluetooth კავშირი Galaxy Watch-სა და სმარტფონს შორის. შემდეგ ხელახლა დააინსტალე სმარტფონზე აპლიკაცია Wearable, გადატვირთე საათის პარამეტრები და ხელახლა დაუკავშირე ის სმარტფონს.
თუ შენმა სმარტფონმა მოძებნა Galaxy Watch-თან დასაკავშირებელი სიგნალი, თუმცა დაკავშირების პროცესის დროს დაფიქსირდა შეცდომა (პლაგინის ჩამოტვირთვის ეტაპი), გირჩევ დაუკავშირდე ინტერნეტის სხვა წყაროს.
Wi-Fi / Bluetooth / მობილური მონაცემების გადატვირთვის შემდეგ, დამატებული მოწყობილობები და ქსელები წაიშლება. შესაბამისად, საჭირო გახდება მოწყობილობების ხელახლა დაკავშირება. Samsung Galaxy სმარტფონში ჩაწერილი პირადი ინფორმაცია არ წაიშლება.
1. საათის მთავარ ეკრანზე ჩამოუსვი თითი ეკრანის ზედა ნაწილს და სწრაფი წვდომის პანელის გახსნის შემდეგ შეეხე ხატულას „პარამეტრები“.
შენიშვნა:
Galaxy Fit-ზე არ არის ხელმისაწვდომი პარამეტრები. ამ შემთხვევაში, გახსენი სმარტფონში არსებული აპლიკაცია Galaxy Wearable.
2. შეეხე ღილაკს „ზოგადი“, შემდეგ ღილაკს „გადატვირთვა“ და დადასტურების მიზნით ხელახლა შეეხე ღილაკს „გადატვირთვა“.
- Gear Fit2 Pro-სთვის: შეეხე ღილაკს „ინფორმაცია Gear-ის შესახებ“, შემდეგ შეეხე ღილაკს „Gear-ის გადატვირთვა“.
- Galaxy Fit-ისთვის: გაუსვი თითი და შეეხე ღილაკს „სამაჯურის შესახებ“. შეეხე ღილაკს „სამაჯურის გადატვირთვა“ და დადასტურების მიზნით შეეხე ღილაკს „გადატვირთვა“ .
საათის პარამეტრების გადატვირთვის შემდეგ საჭირო გახდება საათის ხელახალი დაკავშირება Galaxy Wearable აპლიკაციასთან. დაკავშირების შემდეგ, შეგიძლია შეამოწმო პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები.
შენიშვნა:
გადატვირთვამდე აუცილებლად შექმენი საათში არსებული მონაცემების სარეზერვო ასლი Galaxy Wearable აპლიკაციის საშუალებით. Samsung არ იღებს პასუხისმგებლობას მონაცემების დაკარგვაზე.
პრობლემა შეიძლება სმარტფონის მიზეზით იყოს გამოწვეული. გირჩევ შეამოწმო, უკავშირდება თუ არა Galaxy Watch სხვა სმარტფონს. თუ ჭკვიანი გაჯეტი უკავშირდება სხვა მოწყობილობას, პრობლემის მიზეზი სმარტფონია.
შენიშვნა:
გადატვირთვამდე აუცილებლად შეინახე მნიშვნელოვანი მონაცემები. გადატვირთვის შემდეგ მათი აღდგენა შეუძლებელი იქნება!
გადატვირთე მონაცემები. ამისათვის გამოიყენე შემდეგი სტატია: „როგორ გადავტვირთო პარამეტრები (hard reset, factory reset) Samsung Galaxy-ზე“
თუ პრობლემის მოგვარებაში არც ერთი რეკომენდაცია არ დაგეხმარა, სავარაუდოდ შენი სმარტფონი გაუმართავია. იმისათვის, რომ დარწმუნდე, რომ შენს Samsung Galaxy სმარტფონს რემონტი სჭირდება, გირჩევთ მიმართო უახლოეს სერვის-ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.