როგორ მოვიქცე, თუ ჩემს Galaxy Z Flip მოწყობილობაზე Bluetooth ან Wi-Fi შეფერხებებით მუშაობს

ბოლო განახლების თარიღი : 12-09-2024

სტანდარტული სმარტფონებისგან განსხვავებით, Galaxy Z Flip-ს დასაკეცი დიზაინი აქვს. Samsung-ის მოწყობილობის ახალი დასაკეცი დიზაინი საშუალებას გაძლევს დაკეცილი მოწყობილობა ხელში მოხერხებულად დაიჭირო. ამან შეიძლება იმოქმედოს Bluetooth, Wi-Fi და სხვა ქსელების რადიოტალღების გადაცემაზე. 

როგორ მოვიქცე, თუ ჩემს Galaxy Z Flip მოწყობილობაზე Bluetooth ან Wi-Fi შეფერხებებით მუშაობს – ვიდეო ჟესტურ ენაზე თარგმანით.

ყველაზე გავრცელებული მიზეზები

არ დააკრა ლითონის შემცველი სტიკერები ანტენის მხარეს (ის მდებარეობს გარეთა ეკრანის მხარეს).

არ გამოიყენო ლითონის შემცველი მასალისგან დამზადებული ქეისები.

ანტენასთან ხელით შეხების თავიდან ასაცილებლად გამოიყენე მოწყობილობასთან ერთად მოწოდებული ქეისი. 

კავშირის და ქსელის პარამეტრების შემოწმება

საფეხური 1. გაუშვი აპლიკაცია „პარამეტრები“.

საფეხური 2. შეეხე პუნქტს „დაკავშირება“. 

საფეხური 3. დააყენე Bluetooth-ის გადამრთველი ჩართულ პოზიციაზე..

თუ დაკავშირების პრობლემა არ აღმოიფხვრა, მიჰყევი შემდეგ ნაბიჯებს მოწყობილობის ქსელის პარამეტრების გადასატვირთად. 

საფეხური 1. გაუშვი აპლიკაცია „პარამეტრები“ და გადადი „ზოგად პარამეტრებზე“.

საფეხური 2. შეეხე „გადატვირთვის“ მენიუს.

საფეხური 3. გახსენი პუნქტი „ქსელის პარამეტრების გადატვირთვა“.

საფეხური 4. შეეხე ღილაკს „პარამეტრების გადატვირთვა“.

შენიშვნა:

ქსელის პარამეტრების გადატვირთვისას შენს მოწყობილობაში ქსელთან დაკავშირების ინფორმაცია შეიძლება წაიშალოს (Wi-Fi ქსელი, პაროლები, დაკავშირებული გარე მოწყობილობების სახელწოდებები).

მადლობა გამოხმაურებისთვის!