როგორ დავაკავშირო Samsung-ის ტელევიზორი ინტერნეტთან კაბელის (სადენის) გამოყენებით

ბოლო განახლების თარიღი : 18-12-2024

რომელი ტელევიზორების დაკავშირებაა შესაძლებელი ინტერნეტთან

მხოლოდ სმარტ-ტელევიზორების.

smart tv

თუ გჭირდება ინფორმაცია კონკრეტული მოდელის შესახებ, დაუკავშირდი მხარდაჭერის ცენტრს.

დაკავშირების რა მეთოდები არსებობს

  • პირდაპირ დაკავშირება — პროვაიდერის კაბელი პირდაპირ უერთდება ტელევიზორს. ეს მეთოდი არ იმუშავებს იმ შემთხვევაში, თუ ინტერნეტთან დასაკავშირებლად საჭიროა სისტემაში შესვლა, პაროლი ან სერვერის მისამართი.
  • დაკავშირება როუტერის საშუალებით (რეკომენდებულია) — პროვაიდერის კაბელი უერთდება როუტერს და შემდეგ ტელევიზორი უკავშირდება როუტერს. ეს მეთოდი მუშაობს ინტერნეტთან დაკავშირების ნებისმიერი ტიპის მეთოდის გამოყენებისას.

როგორ დავაკავშირო ტელევიზორი სადენის გამოყენებით

ქვემოთ მოცემულია ინსტრუქციები Samsung-ის სხვადასხვა სერიის ტელევიზორებისთვის.

ტელევიზორის ინტერნეტთან დასაკავშირებლად, პირველ რიგში დააყენე ინტერნეტის პარამეტრები როუტერზე. მითითებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააკეთო ეს, შეგიძლია მიიღო შენი ინტერნეტ-პროვაიდერისგან. 

1 შეაერთე კაბელი ტელევიზორის LAN კონექტორთან. თუ როუტერის გამოყენებით აკავშირებ, შეაერთე პროვაიდერის კაბელი WAN როუტერის კონექტორზე, შემდეგ კიდევ ერთი კაბელი ტელევიზორის LAN კონექტორთან და როუტერთან.
LAN
2 შედი ტელევიზორის მენიუში. პულტის მოდელის მიხედვით: დააჭირე ღილაკს „Menu“ ან „Home“ და აირჩიე პუნქტი „პარამეტრები“ ტელევიზორის ეკრანზე.
როგორ დავაკავშირო Samsung-ის ტელევიზორი ინტერნეტთან კაბელის გამოყენებით
3 აირჩიე პუნქტი „კავშირი“.
როგორ დავაკავშირო Samsung-ის ტელევიზორი ინტერნეტთან კაბელის გამოყენებით
4 აირჩიე პუნქტი „ქსელი“.

5 აირჩიე პუნქტი „ქსელის პარამეტრების გახსნა“.

6 აირჩიე ქსელის ტიპი — „სადენიანი“.
როგორ დავაკავშირო Samsung-ის ტელევიზორი ინტერნეტთან კაბელის გამოყენებით
7 დაელოდე, სანამ ტელევიზორი ინტერნეტს დაუკავშირდება.
8 პარამეტრების დაყენების დასასრულებლად დააჭირე ღილაკს „OK“.

ტელევიზორის ინტერნეტთან დასაკავშირებლად, პირველ რიგში დააყენე ინტერნეტის პარამეტრები როუტერზე. მითითებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააკეთო ეს, შეგიძლია მიიღო შენი ინტერნეტ-პროვაიდერისგან. 

1 შეაერთე კაბელი ტელევიზორის LAN კონექტორთან. თუ როუტერის გამოყენებით აკავშირებ, შეაერთე პროვაიდერის კაბელი WAN როუტერის კონექტორზე, შემდეგ კიდევ ერთი კაბელი ტელევიზორის LAN კონექტორთან და როუტერთან.
LAN
2 შედი ტელევიზორის მენიუში. პულტის მოდელის მიხედვით: დააჭირე ღილაკს „Menu“ ან „Home“ და აირჩიე პუნქტი „პარამეტრები“ ტელევიზორის ეკრანზე.
3 აირჩიე პუნქტი „ზოგადი“.
4 აირჩიე პუნქტი „ქსელი“.
5 აირჩიე პუნქტი „ქსელის პარამეტრების გახსნა“.
6 აირჩიე ქსელის ტიპი — „კაბელი“.

3 აირჩიე პუნქტი „ქსელი“.
4 აირჩიე პუნქტი „ქსელის პარამეტრების გახსნა“.
5 აირჩიე ქსელის ტიპი — „კაბელი“.
6 დაელოდე, სანამ ტელევიზორი ინტერნეტს დაუკავშირდება.
7 პარამეტრების დაყენების დასასრულებლად დააჭირე ღილაკს „OK“.

ტელევიზორის ინტერნეტთან დასაკავშირებლად, პირველ რიგში დააყენე ინტერნეტის პარამეტრები როუტერზე. მითითებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააკეთო ეს, შეგიძლია მიიღო შენი ინტერნეტ-პროვაიდერისგან. 

1 შეაერთე კაბელი ტელევიზორის LAN კონექტორთან. თუ როუტერის გამოყენებით აკავშირებ, შეაერთე პროვაიდერის კაბელი WAN როუტერის კონექტორზე, შემდეგ კიდევ ერთი კაბელი ტელევიზორის LAN კონექტორთან და როუტერთან.
LAN
2 შედი ტელევიზორის მენიუში. პულტის მოდელის მიხედვით: დააჭირე ღილაკს „Menu“ ან „Menu/123“ და აირჩიე პუნქტი „Menu“ ტელევიზორის ეკრანზე.
3 აირჩიე პუნქტი „ქსელი“.
4 აირჩიე პუნქტი „ქსელის პარამეტრები“.
5 აირჩიე ქსელის ტიპი — „კაბელი“.
6 დაელოდე, სანამ ტელევიზორი ინტერნეტს დაუკავშირდება.
7 პარამეტრების დაყენების დასასრულებლად დააჭირე ღილაკს „დახურვა“.

ტელევიზორის ინტერნეტთან დასაკავშირებლად, პირველ რიგში დააყენე ინტერნეტის პარამეტრები როუტერზე. მითითებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააკეთო ეს, შეგიძლია მიიღო შენი ინტერნეტ-პროვაიდერისგან. 

1 შეაერთე კაბელი ტელევიზორის LAN კონექტორთან. თუ როუტერის გამოყენებით აკავშირებ, შეაერთე პროვაიდერის კაბელი WAN როუტერის კონექტორზე, შემდეგ კიდევ ერთი კაბელი ტელევიზორის LAN კონექტორთან და როუტერთან.
LAN
2 შედი ტელევიზორის მენიუში. პულტის მოდელის მიხედვით: დააჭირე ღილაკს „Menu“ ან „Keypad“ და აირჩიე პუნქტი „Menu“ ტელევიზორის ეკრანზე.
3 აირჩიე პუნქტი „ქსელი“.
4 აირჩიე პუნქტი „ქსელის პარამეტრები“.
5 აირჩიე ქსელის ტიპი — „კაბელი“.
6 დააჭირე ღილაკს „დაკავშირება“.
7 დაელოდე, სანამ ტელევიზორი ინტერნეტს დაუკავშირდება.
8 პარამეტრების დაყენების დასასრულებლად დააჭირე ღილაკს „OK“.

ტელევიზორის ინტერნეტთან დასაკავშირებლად, პირველ რიგში დააყენე ინტერნეტის პარამეტრები როუტერზე. მითითებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააკეთო ეს, შეგიძლია მიიღო შენი ინტერნეტ-პროვაიდერისგან. 

1 შეაერთე კაბელი ტელევიზორის LAN კონექტორთან. თუ როუტერის გამოყენებით აკავშირებ, შეაერთე პროვაიდერის კაბელი WAN როუტერის კონექტორზე, შემდეგ კიდევ ერთი კაბელი ტელევიზორის LAN კონექტორთან და როუტერთან.
LAN
2 შედი ტელევიზორის მენიუში. პულტის მოდელის მიხედვით: დააჭირე ღილაკს „Menu“ ან „More“ და აირჩიე პუნქტი „Menu“ ტელევიზორის ეკრანზე.
3 აირჩიე პუნქტი „ქსელი“.
4 აირჩიე პუნქტი „ქსელის პარამეტრები“.
5 აირჩიე ქსელის ტიპი — „კაბელი“.
6 დააჭირე ღილაკს „დაკავშირება“.
7 დაელოდე სანამ ტელევიზორი ინტერნეტს დაუკავშირდება.
8 პარამეტრების დაყენების დასასრულებლად დააჭირე ღილაკს „ОК“.

ტელევიზორის ინტერნეტთან დასაკავშირებლად, პირველ რიგში დააყენე ინტერნეტის პარამეტრები როუტერზე. მითითებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააკეთო ეს, შეგიძლია მიიღო შენი ინტერნეტ-პროვაიდერისგან. 

1 შეაერთე კაბელი ტელევიზორის LAN კონექტორთან. თუ როუტერის გამოყენებით აკავშირებ, შეაერთე პროვაიდერის კაბელი WAN როუტერის კონექტორზე, შემდეგ კიდევ ერთი კაბელი ტელევიზორის LAN კონექტორთან და როუტერთან.
LAN
2 შედი ტელევიზორის მენიუში. პულტის მოდელის მიხედვით: დააჭირე ღილაკს „Menu“.
3 აირჩიე პუნქტი „ქსელი“.
4 აირჩიე პუნქტი „ქსელის პარამეტრები“.
5 ტელევიზორმა უნდა ამოიცნოს კაბელი, დასაკავშირებლად დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“.
6 დაელოდე, სანამ ტელევიზორი ინტერნეტს დაუკავშირდება.
7 პარამეტრების დაყენების დასასრულებლად დააჭირე ღილაკს „ОК“.

რა უნდა გავაკეთო, თუ ტელევიზორი ინტერნეტს ვერ უკავშირდება

  1. ჩახსენი როუტერი როზეტიდან და ხელახლა შეაერთე. სცადე დაკავშირება კიდევ ერთხელ.

  2. ჩახსენი პროვაიდერის და ტელევიზორის კაბელი როუტერიდან და ხელახლა შეაერთე. სცადე დაკავშირება კიდევ ერთხელ.

  3. შეამოწმე კარგად არის თუ არა შეერთებული ინტერნეტის კაბელი ტელევიზორთან და როუტერთან. როგორც წესი, როუტერზე კაბელის შეერთებისას მწვანე ინდიკატორი ციმციმებს.

  4. ტელევიზორის პარამეტრებში შეცვალე DNS.

    საფეხური 1. გადადი „პარამეტრებზე“.

    საფეხური 2. გახსენი „ზოგადი“.

    საფეხური 3. აირჩიე „ქსელი“.

    საფეხური 4. გახსენი „ქსელის მდგომარეობა“.

    საფეხური 5. გადადი „IP პარამეტრებზე“.

    საფეხური 6. DNS-ის პარამეტრებში „ავტომატური“ შეცვალე „ხელით შეყვანით“.

    საფეხური 7. ველში „DNS“ შეიყვანე 208.67.222.222 ან 8.8.8.8.

  5. იმ კაბელით, რომლითაც ტელევიზორის ინტერნეტთან დაკავშირებას ცდილობ, სცადე რომელიმე სხვა მოწყობილობასთან, მაგალითად კომპიუტერთან დაკავშირება.

  6. თუ სხვა მოწყობილობაზე ინტერნეტი არ მუშაობს, პრობლემა კაბელს ან როუტერს აქვს. მიმართე შენს ინტერნეტ-პროვაიდერს. თუ სხვა მოწყობილობაზე ინტერნეტი მუშაობს, სცადე პროგრამული უზრუნველყოფის განახლება ან გადატვირთე ტელევიზორის პარამეტრები.

  1. სცადე ქსელთან დაკავშირება პარამეტრების გადატვირთვის შემდეგ. თუ ტელევიზორის დაკავშირება ისევ ვერ ხერხდება, მიმართე სერვის-ცენტრს.

მადლობა გამოხმაურებისთვის!