როგორ დავაკავშირო Samsung-ის ტელევიზორი ინტერნეტთან Wi-Fi-ს გამოყენებით
ტელევიზორის ყველა სმარტ-ფუნქციით სარგებლობისათვის საჭიროა მისი ინტერნეტთან დაკავშირება. ამის გაკეთება ორი მეთოდით შეგიძლია: LAN-კაბელის ან Wi-Fi-ს გამოყენებით.
ამ სტატიაში აღწერილია Samsung-ის ტელევიზორის ინტერნეტთან Wi-Fi-ს მეშვეობით დაკავშირების წესი.
თუ ტელევიზორის ინტერნეტთან დაკავშირება LAN-სადენის გამოყენებით გსურს, გადადი სტატიაზე როგორ დავაკავშირო Samsung-ის ტელევიზორი ინტერნეტთან კაბელის (სადენის) გამოყენებით.
რომელი ტელევიზორების დაკავშირებაა შესაძლებელი ინტერნეტთან Wi-Fi-ს გამოყენებით
მხოლოდ სმარტ-ტელევიზორების (რომლებზეც დაინსტალებულია Smart Hub).
ზოგიერთი წინა მოდელისთვის შესაძლოა საჭირო იყოს სპეციალური Wi-Fi ადაპტერი.
ტელევიზორზე ამ ფუნქციების ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გამოიყენე მომხმარებლის სახელმძღვანელო.
როგორ დავაკავშირო ტელევიზორი Wi-Fi ქსელთან
ტელევიზორის Wi-Fi ქსელთან დასაკავშირებლად საჭიროა იცოდე ქსელის სახელი და პაროლი. არ შეიძლება დაუკავშირდე ნებისმიერ ქსელს, რომელსაც ტელევიზორი იპოვის.
თუ საკუთარი ქსელი გაქვს, მაგრამ არ იცი მისი სახელი ან პაროლი — დაუკავშირდი ინტერნეტ-პროვაიდერს.
შენიშვნა:
მოწყობილობის ეკრანის ანაბეჭდები და მენიუს პუნქტები შესაძლოა განსხვავდებოდეს მოწყობილობის მოდელის ან პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის მიხედვით.
- Smart Control-ის პულტზე დააჭირე ღილაკს „Home“ და ტელევიზორის ეკრანზე აირჩიე პუნქტი „პარამეტრები“.
- ღილაკებიან პულტზე დააჭირე ღილაკს „მენიუ“.
- სენსორული პანელის მქონე პულტზე დააჭირე ღილაკს „More“ ან „Keypad“ და აირჩიე ღილაკი „Menu“ ეკრანიან პულტზე.
M, N, R და T სერიის ტელევიზორებისთვის (2017-2020 წელს გამოშვებული): აირჩიე პუნქტი „ზოგადი“, შემდეგ გადადი ჩანართზე „ქსელი“.
К სერიის (2016 წელს გამოშვებული) და უფრო ძველი მოდელის ტელევიზორებისთვის: აირჩიე პუნქტი „ქსელი“.
ამავე საკითხზე:
რა გავაკეთო, თუ დაკავშირებისას პრობლემა წარმოიშვა
ტელევიზორი ვერ აღიქვამს Wi-Fi ქსელს
თუ Wi-Fi-ს დაყენებისას ტელევიზორი ვერც ერთ ქსელს ვერ აღიქვამს, გაეცანი ქვემოთ მოყვანილ სტატიებში მოცემულ რეკომენდაციებს.
თუ ტელევიზორი სხვა Wi-Fi ქსელებს აღიქვამს, მაგრამ შენსას ვერა, ეს ნიშნავს, რომ ტელევიზორი გამართულად მუშაობს და პრობლემა როუტერის პარამეტრებშია. შეასრულე შემდეგი ქმედებები:
შეამოწმე აღიქვამს თუ არა სხვა მოწყობილობები შენს Wi-Fi ქსელს. თუ როუტერი სხვა ოთახშია, გადაიტანე ის ტელევიზორთან ახლოს.
თუ როუტერი ტელევიზორის გვერდით არის განთავსებული და სხვა მოწყობილობები უპრობლემოდ უკავშირდება Wi-Fi ქსელს, გადადი მომდევნო რეკომენდაციებზე.
როუტერის მართვის პანელის გასახსნელად მიჰყევი მასში მოცემულ ინსტრუქციებს. ამისათვის, როგორც წესი, საჭიროა ბრაუზერის გაშვება ნებისმიერ მოწყობილობაზე, რომელიც როუტერთანაა დაკავშირებული (კომპიუტერი ან სმარტფონი), შემდეგ გადადი მისამართზე, რომელიც მითითებულია როუტერზე.
თუ არ იცი როგორ გახსნა მართვის პანელი, გირჩევთ დაუკავშირდე როუტერის მწარმოებლის მხარდაჭერის გუნდს.
სცადე ხელით შეცვალო როუტერის შემდეგი პარამეტრები:
- არხი:
2,4 GHz-ისთვის – არხი 6,
5 GHz-ისთვის – არხები 36/40/44/48, - შიფრაციის ტიპი: WPA2-PSk,
- შიფრაციის გასაღები: AES,
- IP მისამართების განაწილება: DHCP.
თუ პრობლემა ვერ გვარდება და ვერ ახერხებ როუტერის პარამეტრების დამოუკიდებლად შეცვლას, დაუკავშირდი შენს ინტერნეტ-პროვაიდერს.
ტელევიზორი ვერ უკავშირდება Wi-Fi ქსელს
- სწორად შეიყვანე პაროლის ყველა სიმბოლო (ლათინური ასოები, ციფრები ან სპეციალური სიმბოლოები),
- სწორად აირჩიე კლავიატურის წყობა (ენა),
- სწორად აირჩიე რეგისტრი (დიდი და პატარა ასოები).
ჩახსენი როუტერი როზეტიდან და დაელოდე 2-3 წუთი. შემდეგ შეაერთე ის და სცადე ტელევიზორის Wi-Fi-სთან დაკავშირება.
ტელევიზორის გამართულად მუშაობის შესამოწმებლად სცადე მისი დაკავშირება სხვა Wi-Fi ქსელთან. ამისათვის შეგიძლია სმარტფონი გამოიყენო წვდომის წერტილის სახით.
- თუ ტელევიზორი გამართულად მუშაობს, მაგრამ ინტერნეტთან მისი დაკავშირება ვერ ხერხდება ქსელის პარამეტრებთან დაკავშირებული პრობლემების გამო. პრობლემის დასადგენად და აღმოსაფხვრელად დაუკავშირდი შენს ინტერნეტ-პროვაიდერს.
- თუ ინტერნეტი არ მუშაობს სხვა ქსელებთან დაკავშირების შემთხვევაშიც, გადადი შემდეგ რეკომენდაციებზე.
ამავე საკითხზე:
თუ ტელევიზორის ინტერნეტთან დაკავშირება ისევ ვერ ხერხდება, მიმართე სერვის-ცენტრს.
ტელევიზორი Wi-Fi ქსელთან დაკავშირებულია, მაგრამ ინტერნეტი არაა
თუ მოახერხე Wi-Fi ქსელთან დაკავშირება, მაგრამ ინტერნეტი არაა, მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს.
ჩახსენი ტელევიზორი დენის როზეტიდან და დაელოდე 2-3 წუთი. შემდეგ შეაერთე ის და სცადე Wi-Fi ქსელთან დაკავშირება. თუ პრობლემა ვერ აღმოიფხვრა, გაეცანი შემდეგ რეკომენდაციას.
გახსენი „პარამეტრები“ და შეასრულე შემდეგი ქმედებები:
- A სერიის (2021 წელს გამოშვებული) და უფრო ახალი ტელევიზორებისთვის: აირჩიე პუნქტი „დაკავშირება“→ „ქსელი“ → „ქსელის მდგომარეობა“ → „IP პარამეტრები“.
- M, N, R და T სერიის (2017-2020 წელს გამოშვებული) ტელევიზორებისთვის: აირჩიე პუნქტი „ზოგადი“→ „ქსელი“ → „ქსელის მდგომარეობა“ → „IP პარამეტრები“.
- К სერიის (2016 წელს გამოშვებული) და უფრო ძველი მოდელის ტელევიზორებისთვის: აირჩიე პუნქტი „ქსელი“ → „ქსელის მდგომარეობა“ → „IP პარამეტრები“.
შემდეგ აირჩიე „ავტომატური“ და დააჭირე ღილაკს „OK“.
გახსენი „პარამეტრები“ და შეასრულე შემდეგი ქმედებები:
- A სერიის (2021 წელს გამოშვებული) და უფრო ახალი ტელევიზორებისთვის: აირჩიე პუნქტი „დაკავშირება“→ „ქსელი“ → „ქსელის მდგომარეობა“ → „IP პარამეტრები“.
- M, N, R და T სერიის (2017-2020 წელს გამოშვებული) ტელევიზორებისთვის: აირჩიე პუნქტი „ზოგადი“→ „ქსელი“ → „ქსელის მდგომარეობა“ → „IP პარამეტრები“.
- К სერიის (2016 წელს გამოშვებული) და უფრო ძველი მოდელის ტელევიზორებისთვის: აირჩიე პუნქტი „ქსელი“ → „ქსელის მდგომარეობა“ → „IP პარამეტრები“.
DNS-ის პარამეტრებში „ავტომატური“ შეცვალე „ხელით შეყვანით“. ველში „DNS“ შეიყვანე 208.67.222.222 ან 8.8.8.8. გადატვირთე ტელევიზორი და როუტერი. შემდეგ ხელახლა სცადე Wi-Fi ქსელთან დაკავშირება.
ჩახსენი ტელევიზორი და როუტერი დენის როზეტიდან და დაელოდე 2-3 წუთი. შემდეგ კვლავ შეაერთე ისინი როზეტში და სცადე ტელევიზორის Wi-Fi ქსელთან დაკავშირება. თუ პრობლემა ვერ აღმოიფხვრა, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.
ტელევიზორის გამართულად მუშაობის შესამოწმებლად სცადე მისი დაკავშირება სხვა Wi-Fi ქსელთან. ამისათვის შეგიძლია სმარტფონი გამოიყენო წვდომის წერტილის სახით.
- თუ ტელევიზორი გამართულად მუშაობს, მაგრამ ინტერნეტთან მისი დაკავშირება ვერ ხერხდება ქსელის პარამეტრებთან დაკავშირებული პრობლემების გამო. პრობლემის დასადგენად და აღმოსაფხვრელად დაუკავშირდი შენს ინტერნეტ-პროვაიდერს.
- თუ ინტერნეტი არ მუშაობს სხვა ქსელებთან დაკავშირების შემთხვევაშიც, გადადი შემდეგ რეკომენდაციებზე.
ამავე საკითხზე:
თუ ტელევიზორის ინტერნეტთან დაკავშირება ისევ ვერ ხერხდება, მიმართე სერვის-ცენტრს.
პარამეტრების დაყენებისას ვერ ხდება უსადენო ქსელთან დაკავშირებაზე გადართვა
პრობლემა შეიძლება წარმოიშვას იმ შემთხვევაში, თუ ტელევიზორის ინტერნეტთან დაკავშირებას კაბელის გამოყენებით ეცადნენ და ეს არ მოხერხდა. შესაძლებელია სწორად მაშინ წარმოიშვა ხარვეზი და ახლა ტელევიზორი ნაგულისხმევად მიიჩნევს ინტერნეტთან კაბელით დაკავშირებას. ასეთ შემთხვევაში მიჰყევი შემდეგ ინსტრუქციებს:
თუ ეს რეკომენდაციები ვერ დაგეხმარა, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ხარვეზი ან გაუმართაობა.
მოწყობილობის მუშაობის დიაგნოსტირებისთვის და რემონტისთვის მიმართე ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.