ბუნდოვანი, გაურკვეველი გამოსახულება Samsung-ის ტელევიზორის ეკრანზე

ბოლო განახლების თარიღი : 09-12-2024

ამ სტატიაში მიიღებ რეკომენდაციებს იმ შემთხვევებთან დაკავშირებით, როდესაც ტელევიზორის ეკრანზე გამოსახულება ბუნდოვანი ან გაურკვეველია.

ბუნდოვანი, გაურკვეველი გამოსახულება
1 ყურადღებით დააკვირდი ეკრანს.
დარწმუნდი, რომ ეკრანი არ არის მექანიკურად დაზიანებული - არ აქვს ბზარები, ჩაღრმავებები ან დარტყმის ნიშნები.
2 გაუშვი სატესტო გამოსახულება.
სატესტო გამოსახულება დაგეხმარება იმის გაგებაში, თუ რას აქვს პრობლემა: ტელევიზორს თუ სიგნალს.
  • თუ სატესტო გამოსახულებამ გამოავლინა დეფექტი, მიმართე Samsung-ის სერვის-ცენტრს.
  • თუ დეფექტი არ მოიძებნა, ესე იგი პრობლემა ტელევიზორში შემომავალ სიგნალშია. იმისათვის, რომ შეამოწმო აღნიშნული, დაუკავშირდი სიგნალის სხვა წყაროს. მაგალითად, თუ საეთერო ან სატელიტური ტელევიზიაა, სცადე კომპიუტერის ან სმარტფონის ტელევიზორთან დაკავშირება. თუ გამოსახულების სხვა წყაროდან გადაცემისას არ დაფიქსირდა პრობლემა, მაშინ პრობლემა სიგნალის რეგულარულ წყაროს აქვს. მიმდინარე სიგნალის წყაროს სანახავად დააჭირე დისტანციურ მართვის პულტზე მოცემულ ღილაკს „ОК“ ან „INFO“. ეკრანზე გამოჩნდება სიგნალის წყარო.

მაგალითად, თუ გამოსახულების სიგნალი ტელევიზორს მიეწოდება ანტენიდან, ის სავარაუდოდ უფრო დაბალი გარჩევადობისაა, ვიდრე ტელევიზორი. გამოსახულება შეიძლება ამის გამო არ იყოს მკვეთრი - ესე იგი ტელევიზორს არ აქვს პრობლემა. უმჯობესია დაუკავშირო სატელიტური ან საკაბელო HD TV.

თუ გამოსახულების სიგნალი ტელევიზორს მიეწოდება პერსონალური კომპიუტერიდან ან კონსოლიდან, შესაძლოა გაუმართავი იყოს HDMI ან ვიდეო ბარათი.

3 გადატვირთე ტელევიზორის პარამეტრები.
გადატვირთვა ტელევიზორს დაუბრუნებს ქარხნულ მდგომარეობას და წაშლის შეცდომას.

შეამოწმე გამოსახულება პარამეტრების გადატვირთვის შემდეგ.

  • თუ დეფექტი გაქრა, ესე იგი ტელევიზორს არ აქვს პრობლემა და შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება.
  • თუ დეფექტი არ აღმოიფხვრა, მიჰყევი შემდეგ რეკომენდაციას.
4 განაახლე ტელევიზორის პროგრამული უზრუნველყოფა
თუ ტელევიზორისთვის ხელმისაწვდომია ახალი პროგრამული უზრუნველყოფა — დააინსტალე ის. თუ არ არის ხელმისაწვდომი ახალი პროგრამული უზრუნველყოფა, მიჰყევი შემდეგ რეკომენდაციას.

შეამოწმე გამოსახულება პროგრამული უზრუნველყოფის განახლების შემდეგ.

  • თუ დეფექტი გაქრა, ესე იგი ტელევიზორს არ აქვს პრობლემა და შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება.
  • თუ დეფექტი არ აღმოიფხვრა, მიჰყევი შემდეგ რეკომენდაციას.
5 მიმართე სერვის-ცენტრს
თუ ზემოთ მოცემული რეკომენდაციები ვერ დაგეხმარა, ესე იგი ტელევიზორს პრობლემა აქვს. რემონტისთვის დაუკავშირდი Samsung-ის სერვის-ცენტრს.

მადლობა გამოხმაურებისთვის!