Samsung-ის ტელევიზორზე Smart Hub არ მუშაობს

ბოლო განახლების თარიღი : 09-12-2024

თუ შენი ტელევიზორი არ ირთვება ან Smart TV-ზე (სმარტ ტვ) გამოსახულება იჭედება, ეკრანი შავდება, მიმდინარეობს დაუსრულებელი ჩატვირთვა, ვერ ხერხდება აპლიკაციებში შესვლა ან არ ჩანს ისინი, მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს.

აპლიკაციის ჩატვირთვა აპლიკაციის ჩატვირთვა
Smart Hub-ის შეცდომა Smart Hub-ის შეცდომა

საფეხური 1. გადატვირთე ტელევიზორი. ამისათვის გამორთე ის, გამოართე როზეტიდან და დაელოდე 2 წუთი. შემდეგ შეაერთე ტელევიზორი როზეტში.

თუ არ გაქვს წვდომა ტელევიზორის როზეტთან, გადატვირთე ის დისტანციური მართვის პულტის საშუალებით. ამისათვის, ტელევიზორის ჩართვამდე გეჭიროთ თითი ჩართვის ღილაკზე რამდენიმე წამის განმავლობაში.

საფეხური 2. შეამოწმე გააქტიურებულია თუ არა ტელევიზორზე „სახლის“ რეჟიმი. 

• 2017 წელს და შემდგომ გამოშვებული ტელევიზორებისთვის:

   გახსენი პარამეტრები > ზოგადი > სისტემის დისპეტჩერი > გამოყენების რეჟიმი > სახლის რეჟიმი. 

• 2016 წელს გამოშვებული ტელევიზორებისთვის (K-სერია):

   გახსენი პარამეტრები > სისტემა > დამატებითი პარამეტრები > გამოყენების რეჟიმი > სახლის რეჟიმი. 

• 2016 წლამდე გამოშვებული ტელევიზორებისთვის:

   გახსენი პარამეტრები > მხარდაჭერა > გამოყენების რეჟიმი > სახლის რეჟიმი.

საფეხური 3. შეამოწმე დაკავშირებულია თუ არა ტელევიზორი ინტერნეტთან. გახსენი პარამეტრები > ზოგადი > ქსელი > ქსელის მდგომარეობა და დაელოდე ქსელის მდგომარეობის შემოწმების დასრულებას.

  1. თუ ქსელი კონფიგურირებულია, მაგრამ Smart Hub არ მუშაობს:

დააჭირე ღილაკს „IP პარამეტრები“.

IP-ის პარამეტრები

DNS პარამეტრებში შეცვალე მნიშვნელობა „ავტომატური მიღება“ და აირჩიე „ხელით შეყვანა“

DNS პარამეტრები

DNS სერვერში შეიყვანე შემდეგი მნიშვნელობა: 8.8.8.8 ან 208.67.222.222. სერვერის შეცვლის შემდეგ შეამოწმე მუშაობს თუ არა Smart TV.

Dns პარამეტრები ხელით
  1. 1
  2. თუ ქსელი არ არის კონფიგურირებული, აუცილებელია მისი დაკავშირება.

საფეხური 4. გადატვირთე ტელევიზორის პარამეტრები, შემდეგ გახსენი Smart Hub-ის პარამეტრები.

პარამეტრების გადატვირთვის შემდეგ დაუკავშირდი სხვა ქსელს. ქსელის წვდომის წერტილად შეგიძლია გამოიყენო სმარტფონი.

Smart Hub-ის პარამეტრების კონფიგურირებისთვის:

  1. დისტანციურ მართვის პულტზე Smart Control დააჭირე ღილაკს

    Home ღილაკი Home

    ღილაკებიან მართვის პულტზე დააჭირე ღილაკს

    Smart Hub ღილაკი Smart Hub
  2. 2016 წლამდე გამოშვებული ტელევიზორის დისტანციური მართვის პულტზე დააჭირე ღილაკს „Smart Нub-ის პარამეტრები“.
    2016 წლის შემდგომ გამოშვებულ ტელევიზორებზე აირჩიე განყოფილება „აპლიკაციები“ და დააჭირე ღილაკს „პარამეტრები“.
  3. შეასრულე ეკრანზე მოცემული მითითებები. 2018 წელს ან შემდგომ გამოშვებულ ტელევიზორებზე დაგჭირდება Samsung-ის ანგარიშის მონაცემების შეყვანა.

საფეხური 5. განაახლე ტელევიზორის პროგრამული უზრუნველყოფა.

გახსენი პარამეტრები > მხარდაჭერა > პროგრამული უზრუნველყოფის განახლება > განახლება. თუ ხელმისაწვდომია შენი ტელევიზორის ოპერაციული სისტემის განახლება, ჩატვირთვა დაიწყება ავტომატურად.

საფეხური 6. თუ აღწერილი საფეხურები პრობლემის მოგვარებაში ვერ დაგეხმარა, გირჩევ მიმართო სერვის-ცენტრს.

მადლობა გამოხმაურებისთვის!