რა გავაკეთო, თუ Samsung-ის ტელევიზორის ციფრულ არხზე ხმა არ ისმის

ბოლო განახლების თარიღი : 11-12-2024

ზოგიერთ ციფრულ არხზე არ ისმის ხმა

თუ შენი Samsung-ის ტელევიზორის ერთ ან რამდენიმე ციფრულ არხზე არ ისმის ხმა, თუმცა სხვა დანარჩენი არხები ნორმალურად მუშაობს, შეასრულე შემდეგი ქმედებები:

1 დააყენე ხმის პარამეტრები.
შეცვალე პარამეტრები „აუდიო ფორმატი“ და „აუდიოს ენა“.
აუდიოს ენის პარამეტრების ეკრანი Samsung-ის ტელევიზორზე
  • D-სერიის ტელევიზორებისთვის: მენიუ > ხმა > ხმის გადაცემის პარამეტრები > ხმა.
  • K, M და Q-სერიის ტელევიზორებისთვის: მენიუ > ტრანსლაცია > დამატებითი პარამეტრები > ხმის პარამეტრები.
  • სხვა სერიის ტელევიზორებისთვის: მენიუ > ტრანსლაცია > ხმის პარამეტრები.
2 დააყენე არხის პარამეტრები ხელით.
სიხშირეების დაზუსტება შესაძლებელია სერვისის პროვაიდერთან. თუ არ იცი ვინაა პროვაიდერი — დაუკავშირდი კომპანიის მართვის გუნდს.
3 თუ ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები ვერ დაგეხმარა — მიმართე სერვისის პროვაიდერს.
თუ არ იცი ვინაა პროვაიდერი — დაუკავშირდი კომპანიის მართვის გუნდს.

არც ერთ ციფრულ არხზე არ ისმის ხმა

თუ ხმა არც ერთ ციფრულ არხზე არ ისმის, ამის სავარაუდო მიზეზი შეიძლება სიგნალის დაბალი დონე იყოს.

1 გადატვირთე ტელევიზორი (გამოაერთე როზეტიდან და ხელახლა ჩართე რამდენიმე წუთის შემდეგ).
2 შეამოწმე ციფრულ სიგნალთან დაკავშირებული ინფორმაცია.
3 ხელახლა გაუშვი არხების ავტომატური დაყენების ფუნქცია ან დააყენე ხელით.
4 შეამოწმე ანტენის კაბელების განლაგება სახლში (გამყოფების კონტაქტი, გადამყვანები) ან პირდაპირ დაუკავშირე კაბელი ტელევიზორს (გამყოფების გარეშე).
5 შეამოწმე მუშაობს თუ არა ციფრული არხები სხვა ანტენაზე, ასეთი არსებობის შემთხვევაში.
6 სიგნალის დონის შესამოწმებლად მიმართე სერვისის პროვაიდერს ან ანტენის ხელოსანს.
ტელევიზორის პროგრამული გაუმართაობის გამოსარიცხად, განაახლე ტელევიზორის პროგრამული უზრუნველყოფა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე გადატვირთე პარამეტრები.

თუ სპეციალისტის მიერ სიგნალის წყაროს შემოწმების შემდეგ გამოვლინდა, რომ სიგნალის წყარო სრულიად გამართულად მუშაობს, ტექნიკის მუშაობის დიაგნოსტირებისა და რემონტისათვის დაუკავშირდი ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.


მადლობა გამოხმაურებისთვის!