ხაზები, ზოლები, მუქი ლაქები და ჩრდილები Samsung-ის ტელევიზორის ეკრანზე
ამ სტატიაში მიიღებ რეკომენდაციებს იმ შემთხვევებთან დაკავშირებით, როდესაც ტელევიზორის ეკრანი ბუნდოვანი ან დაბურულია.
შეამოწმე, რომ ეკრანი არ არის მექანიკურად დაზიანებული: არ არის ბზარები, ჩაღრმავებები ან დარტყმის ნიშნები.
- თუ მექანიკური დაზიანებები არ არის, მიჰყევი შემდეგ რეკომენდაციებს.
- თუ ფიქსირდება მექანიკური დაზიანებები, მიმართე Samsung-ის სერვის-ცენტრს.
სატესტო გამოსახულება დაგეხმარება იმის გაგებაში, თუ რას აქვს პრობლემა: ტელევიზორს თუ სიგნალს.
- თუ სატესტო გამოსახულებამ გამოავლინა დეფექტი, მიმართე Samsung-ის სერვის-ცენტრს.
- თუ დეფექტი არ მოიძებნა, შეასრულე შემდეგი რეკომენდაციები.
თუ ტელევიზორზე არის ეს ფუნქცია, გამორთე. გახსენი „პარამეტრები“ — „ზოგადი“ — „ეკონომიური რეჟიმი“ — გამორთე „სენსორული ფონური განათება“. შეამოწმე გამოსახულება.
- თუ დეფექტი გაქრა, ესე იგი ტელევიზორს არ აქვს პრობლემა და შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება.
- თუ დეფექტი ისევ დაფიქსირდა, შეასრულე შემდეგი რეკომენდაციები.
პარამეტრების გადატვირთვა ტელევიზორს დააბრუნებს ქარხნულად დაყენებულ პარამეტრებზე და აღმოფხვრის შეცდომებს.
ამავე თემაზე:
შეამოწმე გამოსახულება პარამეტრების გადატვირთვის შემდეგ.
- თუ დეფექტი გაქრა, ესე იგი ტელევიზორს არ აქვს პრობლემა და შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება.
- თუ დეფექტი ისევ დაფიქსირდა, შეასრულე შემდეგი რეკომენდაციები.
თუ ტელევიზორისთვის ხელმისაწვდომია ახალი პროგრამული უზრუნველყოფა — დააინსტალე ის. თუ არ არის ხელმისაწვდომი ახალი პროგრამული უზრუნველყოფა, მიჰყევი შემდეგ რეკომენდაციებს.
შეამოწმე გამოსახულება პროგრამული უზრუნველყოფის განახლების შემდეგ.
- თუ დეფექტი გაქრა, ესე იგი ტელევიზორს არ აქვს პრობლემა და შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება.
- თუ დეფექტი ისევ დაფიქსირდა, შეასრულე შემდეგი რეკომენდაციები.
თუ ზემოთ მოცემული რეკომენდაციები ვერ დაგეხმარა, ესე იგი ტელევიზორს აქვს პრობლემა. რემონტისთვის დაუკავშირდი Samsung-ის სერვის-ცენტრს.
[თუ ტელევიზორი ცივ ადგილას იყო]
თუ ტელევიზორი ინახებოდა/გადაადგილებისას იყო ცივ ადგილას და ეკრანზე შეიმჩნევა ჩრდილები, ჩართე ის და აცადე იმუშაოს მინიმუმ სამი საათი. ჩრდილები გაჩნდა მცირე კონდენსაციის გამო, რაც მუშაობის პროცესში გაქრება.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.