რა გავაკეთო, თუ Samsung-ის ტელევიზორის დინამიკებს არ აქვს ხმა?
Samsung-ის ტელევიზორის დინამიკებს შესაძლოა არ ჰქონდეს ხმა იმ შემთხვევაში, თუ მასთან დაკავშირებულია გარე მოწყობილობა, დაფიქსირდა ტელევიზორის პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული შეცდომა ან აპარატულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული გაუმართაობა.
თუ Samsung-ის ტელევიზორის დინამიკებიდან არ ისმის ხმა, მიჰყევი ქვემოთ მოცემულ რეკომენდაციებს:
თუ შემოწმების დროს ხმა ისმის, ესე იგი პრობლემა სიგნალის წყაროს აქვს (ანტენას, კომპიუტერს, კონსოლს).
ტელევიზორზე შესაძლოა დაფიქსირებულიყო პროგრამული ხარვეზი. როზეტიდან გამოერთების შედეგად ის გადაიტვირთება და წაშლის ყველა შეცდომას. გამოაერთე ტელევიზორი როზეტიდან და ჩართე ხელახლა 5 წუთის შემდეგ. შეამოწმე ხმა. თუ ხმა ისმის, ესე იგი ტელევიზორს არ აქვს პრობლემა და შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება. თუ ხმა არ ისმის, მიჰყევი შემდეგ რეკომენდაციებს.
თუ ტელევიზორთან ყურსასმენებია დაკავშირებული, ხმა იქიდან გამოვა. თუ ყურსასმენები დაკავშირებულია, გამოაერთე ისინი.
თუ ხმა ისმის, ესე იგი ტელევიზორს არ აქვს პრობლემა და შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება.
თუ ხმა არ ისმის, მიჰყევი შემდეგ რეკომენდაციებს.
შეამოწმე, რომ ეკრანი არ არის მექანიკურად დაზიანებული: არ არის ბზარები, ჩაღრმავებები, დარტყმის ნიშნები.
თუ მექანიკური დაზიანებები არ არის, მიჰყევი შემდეგ რეკომენდაციებს.
თუ ფიქსირდება მექანიკური დაზიანებები, მიმართე Samsung-ის უახლოეს ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
თუ ტელევიზორისთვის ხელმისაწვდომია ახალი პროგრამული უზრუნველყოფა — დააინსტალე ის. თუ არ არის ხელმისაწვდომი ახალი პროგრამული უზრუნველყოფა მიჰყევი შემდეგ რეკომენდაციებს.
შეამოწმე ხმა პროგრამული უზრუნველყოფის განახლების შემდეგ.
- თუ ხმა ისმის, ესე იგი ტელევიზორს არ აქვს პრობლემა და შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება.
- თუ ხმა არ ისმის, მიჰყევი შემდეგ რეკომენდაციებს.
პარამეტრების გადატვირთვა ტელევიზორს დააბრუნებს ქარხნულად დაყენებულ პარამეტრებზე და აღმოფხვრის შეცდომებს.
ამავე თემაზე:
შეამოწმე ხმა პარამეტრების გადატვირთვის შემდეგ.
თუ ხმა ისმის, ესე იგი ტელევიზორს არ აქვს პრობლემა და შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება.
თუ ხმა ისევ არ ისმის, შეიძლება მიზეზი ტელევიზორის დინამიკების გაუმართაობა იყოს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.