რა გავაკეთო, თუ Samsung-ის ტელევიზორი არ ირთვება
სარჩევი:
- ტელევიზორი არ ირთვება არც დისტანციური მართვის პულტის საშუალებით და არც ტელევიზორზე არსებული ღილაკით. ინდიკატორი არ ანათებს ან არ ციმციმებს.
- ტელევიზორი არ ირთვება დისტანციური მართვის პულტის საშუალებით, თუმცა ირთვება ტელევიზორზე არსებული ღილაკით. ინდიკატორი ანათებს.
- ტელევიზორი არ ირთვება მასზე არსებული ღილაკით, თუმცა ირთვება დისტანციური მართვის პულტის საშუალებით. ინდიკატორი ანათებს ან ციმციმებს.
თუ შენი Samsung-ის ჭკვიანი ტელევიზორის ჩართვისას პრობლემა შეგექმნა, ეს შეიძლება როზეტს, დენის კაბელს, დისტანციური მართვის პულტს ან თვითონ ტელევიზორს უკავშირდებოდეს.
ყურადღება მიაქციე მოლოდინის რეჟიმის წითელ ინდიკატორს (ტელევიზორის კორპუსზე არსებული ნათურა). როდესაც ტელევიზორი გამორთულია, ლოდინის რეჟიმის წითელი ინდიკატორი ანათებს, ხოლო როცა ტელევიზორი ჩართულია ინდიკატორი გამორთულია.
ისეთ შემთხვევებში, თუ:
- ტელევიზორის ლოდინის რეჟიმის ინდიკატორი ანათებს, თუმცა ტელევიზორი არ ირთვება — სავარაუდოდ პრობლემა დისტანციური მართვის პულტს აქვს;
- ტელევიზორის ლოდინის მაჩვენებელი გამორთულია ან ციმციმებს — პრობლემაა ელექტროენერგიის მიწოდება ან ტელევიზორის შიდა კომპონენტი.
ტელევიზორი არ ირთვება არც დისტანციური მართვის პულტის საშუალებით და არც ტელევიზორის კორპუსზე არსებული ღილაკით. ინდიკატორი არ ანათებს ან არ ციმციმებს.
- თუ დაზიანება დაფიქსირდა, მიმართე Samsung-ის სერვის-ცენტრს.
- თუ დაზიანებები არ დაფიქსირდა, მიჰყევი შემდეგ რეკომენდაციებს.
- თუ ტელევიზორი ჩაირთო, აუცილებლად განაახლე პროგრამული უზრუნველყოფა უახლოეს ვერსიამდე.
- თუ ტელევიზორი არ ირთვება, მიჰყევი შემდეგ რეკომენდაციებს.
- თუ კაბელი დაზიანებულია, შესაცვლელად დაუკავშირდი Samsung-ის სერვის-ცენტრს.
- თუ კაბელზე დაზიანება არ ფიქსირდება, მიჰყევი შემდეგ რეკომენდაციებს.
- თუ ტელევიზორი ჩაირთო, ესე იგი მას არ აქვს პრობლემა, შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება.
- თუ ტელევიზორი არ ირთვება, მიჰყევი შემდეგ რეკომენდაციებს.
- თუ ქსელის ფილტრს იყენებ, შეამოწმე ის. ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ, ქსელის ფილტრმა შეიძლება შეწყვიტოს ტელევიზორისთვის საკმარისი ძაბვის მიწოდება. შესაძლოა მისი შეცვლის დროა.
- თუ კვების წყარო გამართულად მუშაობს და ძაბვა სტაბილურია, თუმცა ტელევიზორი კვლავ არ ირთვება, მიმართე Samsung-ის სერვის-ცენტრს.
- თუ კვების წყარო გაუმართავია ან ძაბვა არასტაბილურია, დაუკავშირდი ელექტრიკოსს.
ტელევიზორი არ ირთვება დისტანციური მართვის პულტის საშუალებით, თუმცა ირთვება ტელევიზორის კორპუსზე არსებული ღილაკით. ინდიკატორი ანათებს.
ამავე თემაზე:
დააჭირე აქ, თუ ღილაკიანი პულტი გაქვს (ინფრაწითელი)
შეამოწმე მუშაობს თუ არა პულტი სმარტფონის ფრონტალური (წინა) კამერის მეშვეობით. ძირითადი კამერა, რომელიც სმარტფონის უკანა მხარესაა, შეიძლება ვერ აღიქვამდეს პულტს.
- გახსენი კამერა.
- დაუმიზნე დისტანციური მართვის პულტს.
- დააჭირე პულტზე მოცემულ ღილაკებზე.
როდესაც დისტანციური მართვის პულტი მუშაობს, სმარტფონის კამერის მეშვეობით შესაძლებელია LED განათების მუშაობის დანახვა.
- თუ LED განათება არ ციმციმებს, სცადე პულტის ელემენტების შეცვლა და შეამოწმე აღიქვამს თუ არა ტელევიზორი მას.
- თუ LED განათება ციმციმებს, თუმცა ტელევიზორი ვერ აღიქვამს დისტანციური მართვის პულტს, შესაცვლელად დაუკავშირდი ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
დააჭირე აქ, თუ Smart Control პულტი გაქვს (Bluetooth)
ამავე თემაზე:
- თუ დისტანციური მართვის პულტი მუშაობს, ესე იგი ტექნიკას არაფერი სჭირს და შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება.
- თუ დისტანციური მართვის პულტი არ მუშაობს, მიმართე Samsung-ის სერვის-ცენტრს.
თუ მისამართი არ მოიძებნა ან ჩნდება შემდეგი სიმბოლოები: 00:00:00:00:00:00 ან ff:ff:ff:ff:ff:ff, შეავსე რემონტთან დაკავშირებული განაცხადი.
თუ დაკავშირებისას ტელევიზორის ეკრანზე გამოჩნდა ჯვარედინი ნიშანი წარწერით „არ არის ხელმისაწვდომი“ ან მსგავსი შეცდომები - გადატვირთე ფლეშ მეხსიერება.
ამავე თემაზე:
თუ აღნიშნული რეკომენდაციები ვერ დაგეხმარა, შეამოწმე მუშაობს თუ არა პულტი სმარტფონის მეშვეობით, რათა გაიგო როგორ მოიქცე შემდგომ:
- ჩართე Вluetooth ფუნქცია სმარტფონზე და მოძებნე ახალი მოწყობილობა.
- ხანგრძლივად დააჭირე 2 ღილაკს, რომლებიც ღილაკიდან „Home“ დაშორებულია და შეამოწმე აისახება თუ არა რამე სმარტფონისთვის ხელმისაწვდომი მოწყობილობების სიაში.
ჩვეულებრივ სიაში აისახება სიტყვა „აქსესუარი“ ან „უცნობი მოწყობილობა“ ან Bluetooth მისამართი „2A:D5:F8:53“ სიმბოლოს სახით.
- სმარტფონი ვერ აღიქვამს დისტანციური მართვის პულტს — პულტის შესაცვლელად მიმართე სერვის-ცენტრს.
- სმარტფონი აღიქვამს დისტანციური მართვის პულტს — ტექნიკის მუშაობის დიაგნოსტირებისა და რემონტისათვის დაუკავშირდი სერვის-ცენტრს.
ტელევიზორი არ ირთვება მასზე არსებული ღილაკით, თუმცა ირთვება დისტანციური მართვის პულტის საშუალებით. ინდიკატორი ანათებს ან ციმციმებს.
ტექნიკის მუშაობის დიაგნოსტირებისა და რემონტისათვის დაუკავშირდი ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.