რა გავაკეთო, თუ Samsung-ის ტელევიზორის პულტი არ მუშაობს?
ტელევიზორის დისტანციური მართვის პულტი შეიძლება არ მუშაობდეს რამდენიმე მიზეზის გამო.
მარტივი მიზეზები, რომლის მოგვარება თავადაც შეგიძლია:
- დისტანციური მართვის პულტის ელემენტები დაჯდა;
- ტელევიზორმა დაკარგა კავშირი პულტთან;
- პულტის ღილაკები ჭუჭყიანია;
- დაფიქსირდა პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული შეცდომა;
- ზოგიერთი ღილაკი შეიძლება არ მუშაობდეს ტელევიზორის კონკრეტულ რეჟიმში. მაგალითად, სხვადასხვა ფერის ფუნქციური ღილაკები „a/b/c/d“ ხელმისაწვდომია მენიუს კონკრეტულ პუნქტებში ან Smart Hub-ის აპლიკაციებში.
ტექნიკური მიზეზები, რომლის გამოსწორებაც Samsung-ის სერვის-ცენტრის ინჟინერს შეუძლია:
- პულტის მექანიკური დაზიანება;
- თავად ტელევიზორში სიგნალის მიღების სენსორის გაუმართაობა.
თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებული რეკომენდაციის სანახავად, დააჭირე ქვემოთ მოცემულ ღილაკს:
ტელევიზორი ცვლის გამოსახულების წყაროს ან ხმის დონეს, თავისით რთავს მენიუს პუნქტებს
თუ წარწერა არის და ღილაკებიანი პულტი გაქვს, დააჭირე ღილაკებს შემდეგი თანმიმდევრობით: ჩუმი რეჟიმი > შეწყვეტა > შეწყვეტა > შეწყვეტა > გასვლა.
გამოაერთე ტელევიზორი კვების წყაროდან ერთი წუთით და ხელახლა ჩართე. თუ ტელევიზორთან დაკავშირებულია One Connect - ისიც გამოაერთე. ასეთი გადატვირთვა აღმოფხვრის მის მუშაობასთან დაკავშირებულ შესაძლო პრობლემებს.
სანამ ტელევიზორი გამორთულია, გაწმინდე დისტანციური მართვის პულტი და ტელევიზორის ეკრანის გარშემო არსებული ჩარჩო დაბინძურების გამოსარიცხად. გამოიყენე არანაქსოვი ხელსახოცები ან მიკრობოჭკოვანი ტილო.
ფუნქცია Anynet+ ირთვება შემდეგი გზით:
- К-სერიის ტელევიზორებზე: პარამეტრები > სისტემა > დამატებითი პარამეტრები > Anynet+ (HDMI-CEC).
- M-სერიის და შემდგომი მოდელების ტელევიზორებზე: პარამეტრები > ზოგადი > გარე მოწყობილობების დისპეტჩერი > Anynet+ (HDMI-CEC).
- თუ დისტანციური მართვის პულტი არ რთავს არხებს ელემენტების გარეშე, ესე იგი ის გაუმართავია. დისტანციური მართვის პულტის შესაცვლელად დაუკავშირდი Samsung-ის სერვის-ცენტრს.
- თუ დისტანციური მართვის პულტი აგრძელებს არხების გადართვას ელემენტების გარეშე, მიჰყევი შემდეგ რეკომენდაციებს.
ამავე თემაზე:
პროგრამული უზრუნველყოფის განახლება აღმოფხვრის შესაძლო პრობლემებს და დაასტაბილურებს სისტემის მუშაობას.
თუ დისტანციურ მართვის პულტზე არ არის დაზიანებები, თუმცა ტელევიზორი კვლავ თავისით ცვლის წყაროს ან ხმის დონეს — მიმართე ჩვენს მხარდაჭერის სერვისს შენთვის მოსახერხებელი საშუალებით.
ტელევიზორი არ რეაგირებს დისტანციური მართვის პულტზე
კონკრეტული ღილაკების მუშაობა შესაძლოა შეზღუდული იყოს ზოგიერთ რეჟიმში (ბრაუზერის რეჟიმი, Smart hub, USB და ა.შ.) და ტელევიზორის მენიუს პუნქტებში. მაგალითად, ღილაკები Play/Pause მუშაობს მხოლოდ USB რეჟიმში. სხვადასხვა ფერის ღილაკები „a/b/c/d“ ხელმისაწვდომია მენიუს კონკრეტულ პუნქტებში ან Smart Hub-ის აპლიკაციებში.
გამორთე ტელევიზორი და გამოაერთე კვების წყაროდან ერთი წუთით და ხელახლა ჩართე. თუ ტელევიზორთან დაკავშირებულია One Connect - ისიც გამოაერთე. ასეთი გადატვირთვა აღმოფხვრის მის მუშაობასთან დაკავშირებულ შესაძლო პრობლემებს.
მიუახლოვდი ტელევიზორს 20-30 სმ-ს მანძილზე და შეამოწმე მუშაობს თუ არა.
სათანადო მუშაობის შესამოწმებლად, დაუმიზნე დისტანციური მართვის პულტი ტელევიზორის ინფრაწითელ სენსორს. მნიშვნელოვანია დისტანციურ მართვის პულტსა და ტელევიზორს შორის ბარიერის არსებობის თავიდან აცილება.
გახსენი პარამეტრები > მხარდაჭერა > ამ ტელევიზორის შესახებ/Samsung-თან დაკავშირება.
თუ მისამართი არ მოიძებნა ან ჩნდება შემდეგი გამოსახულებები: 00:00:00:00:00:00 ან ff:ff:ff:ff:ff:ff - ტექნიკის მუშაობის დიაგნოსტირებისა და რემონტისათვის დაუკავშირდი უახლოეს ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
მანამდე გირჩევ გადატვირთო პარამეტრები (თუ ეს შესაძლებელია). პარამეტრების გადატვირთვა აღმოფხვრის შესაძლო პრობლემებსა და შეცდომებს.
თუ დისტანციური მართვის პულტის დაკავშირებისას ტელევიზორის ეკრანზე გამოჩნდა ჯვარედინი ნიშანი წარწერით „არ არის ხელმისაწვდომი“ ან მსგავსი შეცდომები — გადატვირთე ფლეშ მეხსიერება.
ამავე თემაზე:
პროგრამული უზრუნველყოფის განახლება აღმოფხვრის შესაძლო პრობლემებს და დაასტაბილურებს სისტემის მუშაობას.
თუ ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები პრობლემის აღმოფხვრაში ვერ დაგეხმარა, შეამოწმე დისტანციური მართვის პულტის მუშაობა სმარტფონზე.
ჩართე კამერა, დაუმიზნე დისტანციური მართვის პულტს და დააჭირე დისტანციური მართვის პულტის ღილაკებს. თუ დისტანციური მართვის პულტი მუშაობს (გზავნის ინფრაწითელ (IR) სიგნალს), მაშინ მასზე ამუშავდება წითელი LED განათება.
iPhone-ზე დისტანციური მართვის პულტის მუშაობის შესამოწმებლად გამოიყენე ფრონტალური კამერა, რადგან ძირითადი კამერა ვერ აღიქვამს ინფრაწითელ (IR) სიგნალს.
- სმარტფონი ვერ აღიქვამს დისტანციური მართვის პულტს — პულტი გაუმართავია, შესაცვლელად მიმართე Samsung-ის სერვის-ცენტრს.
- სმარტფონი აღიქვამს პულტს, თუმცა ისევ ვერ მუშაობს ტელევიზორზე — პრობლემა შეიძლება ტელევიზორს ჰქონდეს, ტექნიკის მუშაობის დიაგნოსტირებისა და რემონტისათვის დაუკავშირდი Samsung-ის სერვის-ცენტრს.
საფეხური 1. ჩართე Вluetooth ფუნქცია სმარტფონზე და მოძებნე ახალი მოწყობილობა.
საფეხური 2. ხანგრძლივად დააჭირე 2 ღილაკს, რომლებიც ღილაკიდან „Home“ დაშორებულია და შეამოწმე აისახება თუ არა დისტანციური მართვის პულტი სმარტფონისთვის ხელმისაწვდომი მოწყობილობების სიაში.
ჩვეულებრივ სიაში აისახება სიტყვა „აქსესუარი“ ან „უცნობი მოწყობილობა“ ან Bluetooth მისამართი „2A:D5:F8:53“ სიმბოლოს სახით.
- სმარტფონი ვერ აღიქვამს დისტანციური მართვის პულტს — პულტი გაუმართავია, შესაცვლელად მიმართე Samsung-ის სერვის-ცენტრს.
- სმარტფონი აღიქვამს პულტს, თუმცა ისევ ვერ მუშაობს ტელევიზორზე — პრობლემა შეიძლება ტელევიზორს ჰქონდეს, ტექნიკის მუშაობის დიაგნოსტირებისა და რემონტისათვის დაუკავშირდი Samsung-ის სერვის-ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.