რა გავაკეთო, თუ Samsung-ის ტელევიზორის ეკრანზე არასწორად გამოისახება ფერები

ბოლო განახლების თარიღი : 09-12-2024

თუ ტელევიზორზე ფერები არასწორად გამოისახება: გამოსახულება არასაკმარისად ან ზედმეტად გაჯერებულია / კონტრასტულია / ბნელია / ნათელია / თბილია / ცივია და ა.შ., ამის მიზეზი შეიძლება იყოს გამოსახულების პარამეტრები.

პარამეტრების გასწორება დამოუკიდებლად შეგიძლია — ამის შესახებ ქვემოთ მოცემულ სტატიაში ვისაუბრებთ.

შენიშვნა:

თუ გამოსახულების ფერების დამახინჯებას ან სიმკვეთრის გაზრდას კუთხიდან ყურებისას აფიქსირებ, ეს დეფექტი არაა. ეს წარმოადგენს კონკრეტული ტიპის მატრიცების მქონე მოწყობილობების თავისებურებას.

Samsung-ის ტელევიზორის ეკრანზე ფერები არასწორად არის ასახული (ძალიან ნათელია)
1 გამორთე ფუნქციები „შავ-თეთრი გამოსახულება“ ან „ფერადი ნეგატივი“.

საფეხური 1. გადადი „პარამეტრებზე“ (მენიუ).

გადადი ტელევიზორის „პარამეტრებზე“

საფეხური 2. გადადი განყოფილებაში „ზოგადი“.

გადადი განყოფილებაში „ზოგადი“

საფეხური 3. გახსენი „სპეციალური ფუნქციები“.

გახსენი „სპეციალური ფუნქციები“

საფეხური 4. გამორთე ფუნქციები „შავ-თეთრი გამოსახულება“ ან „ფერადი ნეგატივი“, თუ ისინი ჩართულია.

ფუნქციები „შავ-თეთრი გამოსახულება“ ან „ფერადი ნეგატივი“
2 გადატვირთე გამოსახულების პარამეტრები.
სცადე გამოსახულების ნაგულისხმევ პარამეტრებზე დაბრუნება.

Samsung-ის ტელევიზორებზე გამოსახულების რამდენიმე რეჟიმია: სტანდარტული, დინამიური, კინო და სხვა.

ყველა მათგანისთვის გათვალისწინებულია სიკაშკაშის, სიმკვეთრის, კონტრასტის, ფერების და სხვა დეტალების გარკვეული პარამეტრები. მომხმარებელს შეუძლია ამ პარამეტრების შეცვლა.

თუმცა შესაძლებელია მომხმარებლის მიერ შეტანილი ცვლილებების გაუქმება და რეჟიმის ნაგულისხმევ პარამეტრებზე დაბრუნება. პარამეტრები თითოეული რეჟიმისთვის ცალ-ცალკე გადაიტვირთება.

საფეხური 1. გადადი „პარამეტრებზე“ (მენიუ).

გადადი ტელევიზორის „პარამეტრებზე“

საფეხური 2. აირჩიე „გამოსახულება“.

აირჩიე „გამოსახულება“

საფეხური 3. გახსენი „დამატებითი პარამეტრები“. თუ ასეთი პუნქტი არ არის, გადადი შემდეგ საფეხურზე.

გაიხსნება გამოსახულების რეჟიმისთვის დაყენებული დამატებითი პარამეტრები. მაგალითად, ქვემოთ მოცემულ ეკრანის ანაბეჭდზე გამოსახულ ღილაკზე დაჭერისას გაიხსნება გამოსახულების „დინამიური“ რეჟიმის პარამეტრები. 

თუ გსურს სხვა რეჟიმის (მაგალითად „კინოს“) პარამეტრების გადატვირთვა, დააჭირე პუნქტს „გამოსახულების რეჟიმები“ და აირჩიე სასურველი.

გახსენი „დამატებითი პარამეტრები“

საფეხური 4. აირჩიე „გამოსახულების გადატვირთვა“.

აირჩიე „გამოსახულების გადატვირთვა“

საფეხური 5. გადატვირთვის დასადასტურებლად დააჭირე ღილაკს „გადატვირთვა“ (შეიძლება იყოს ვარიანტები „OK“ და „კი“).

მოხდება გამოსახულების მიმდინარე რეჟიმის პარამეტრების გადატვირთვა. 

დააჭირე ღილაკს „გადატვირთვა“
3 გაუშვი გამოსახულების ტესტი.
  • ტესტმა არ გამოავლინა დეფექტი — გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.
  • ტესტმა გამოავლინა დეფექტი — დაუკავშირდი Samsung-ის სერვის-ცენტრს.
4 4. განაახლე ტელევიზორის პროგრამული უზრუნველყოფა.
თუ ხელმისაწვდომია პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსია, დააინსტალე ის. პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსიები უზრუნველყოფს სისტემის მუშაობის სტაბილიზაციას და აღმოფხვრის შესაძლო შეცდომებს.

თუ ზემოთ აღნიშნული რეკომენდაციები ვერ დაგეხმარება, ტექნიკის მუშაობის დიაგნოსტირებისა და რემონტისათვის დაუკავშირდი უახლოეს სერვის-ცენტრს.


მადლობა გამოხმაურებისთვის!