როგორ მოვიქცე, თუ Samsung-ის ტელევიზორის ეკრანზე გამოსახულება არ არის
თუ შემდეგ პრობლემებს წააწყდი:
- ტელევიზორის ეკრანზე გამოსახულება არ ჩანს, თუმცა ხმა ისმის;
- ტელევიზორის ეკრანზე არ ჩნდება მენიუ;
- არხების გადართვისას ხმა ისმის, მაგრამ ეკრანზე გამოსახულება მაინც არ ჩანს.
რეკომენდებულია გაეცნო ქვემოთ მოცემულ სტატიას.
სამწუხაროდ, სერვის ცენტრი ვერ აღმოფხვრის მექანიკურ დაზიანებას საგარანატიო მომსახურების ფარგლებში, თუმცა ხელმისაწვდომია ფასიანი რემონტი.
თუ მექანიკური დაზიანება არ არის, გადადი შემდეგ საფეხურზე.
გამორთე ტელევიზორი როზეტიდან, ხოლო ტელევიზორიდან ჩახსენი ყველა გარე მოწყობილობა (მათ შორის USB ფლეშ-მეხსიერება, ანტენის კაბელი, CAM მოდული).
თუ One Connect ბლოკს იყენებ, დარწმუნდი, რომ ტელევიზორთან ბლოკის ის მოდელია დაკავშირებული, რომელიც სწორედ შენი ტელევიზორისთვის არის განკუთვნილი.
ტელევიზორის თითოეული მოდელისთვის გამოიყენება One Connect ბლოკის კონკრეტული მოდელი. ამიტომ შეამოწმე, ემთხვევა თუ არა ტელევიზორის მოცემული მოდელის კოდი One Connect ბლოკის ქარხნულ იარლიყზე მითითებულ კოდს.
ტელევიზორების იმ მოდელებში, რომლებსაც One Connect მოდული აქვს, გამორთე ყველა გარე მოწყობილობა One Connect ბლოკიდან.
ჩართე ტელევიზორი დისტანციური მართვის პულტით ან კორპუსზე არსებული ღილაკით.
ამავე თემაზე:
შეეცადე თავიდან გაუშვა მენიუ. ამისათვის: დისტანციური მართვის პულტზე დააჭირე ღილაკს „მენიუ“ ან „მთავარი“/ Home.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.