რა უნდა გავაკეთო, თუ ვერ ვახერხებ Samsung ტელევიზორთან დაკავშირებას AirPlay 2-ის მეშვეობით

ბოლო განახლების თარიღი : 15-04-2024

 AirPlay ტექნოლოგია იძლევა ვიდეოების, ფოტოების მუსიკის და სხვა ტიპის კონტენტის Apple მოწყობილობიდან პირდაპირ Samsung-ის სმარტ ტელევიზორების პოპულარულ მოდელებზე ტრანსლაციის საშუალებას.

AirPlay მხარდაჭერილია:

  • 2018 წლის შემდეგ გამოშვებულ Samsung-ის ტელევიზორებზე.
  • iOS v.12.3-ის (ან უფრო ახალი ვერსიის) მქონე სმარტფონებზე. თუ სმარტფონზე გამოჩნდა შეტყობინება „Apple TV-ის ძიება“, ეს იმას ნიშნავს, რომ მასზე დაინსტალებულია ოპერაციული სისტემის მოძველებული ვერსია.
  • MAC მოწყობილობებზე - მხარდაჭერილია MAC OS Mojave 10.14.5 (ან უფრო ახალი ვერსია).
  • Samsung-ის ტელევიზორებზე, რომლებზეც დაინსტალებულია პროგრამული უზრუნველყოფის უახლესი ვერსია.
1 დარწმუნდი, რომ ორივე მოწყობილობა ინტერნეტთან დაკავშირებულია ერთი და იგივე ქსელის მეშვეობით.

თუ იყენებ ორდიაპაზონიან როუტერს (რომელიც მუშაობს 2.4 და 5 GHz სიხშირეებზე), ფიზიკურად ეს ორ სხვადასხვა ქსელად ითვლება მაშინაც კი, თუ მათ ერთი და იგივე სახელწოდება აქვს.

დარწმუნდი, რომ იყენებ ერთი და იგივე ფიზიკური წვდომის წერტილს (AP).

2 Apple მოწყობილობაზე გაააქტიურე Bluetooth.

შეამოწმე და დარწმუნდი, რომ Apple მოწყობილობაზე ჩართული გაქვს Bluetooth

3 შეასრულე Smart Hub-ის პარამეტრების გადატვირთვა.

თუ Smart Hub-ის პარამეტრების დაყენების შემდეგ მენიუში არ გამოჩნდა პუნქტი „AirPlay-ს პარამეტრები“, დაელოდე დაახლოებით 5 წუთამდე.

4 დარწმუნდი, რომ AirPlay გააქტიურებულია.

ტელევიზორის მენიუში აირჩიე: „პარამეტრები“ > „ზოგადი“ > „AirPlay-ს პარამეტრები“ > „AirPlay“ > „ჩართვა“.

5 საფეხური 5. დარწმუნდი, რომ პაროლი სწორად არის შეყვანილი.

აირჩიე პუნქტი „AirPlay-ს პარამეტრები“ > „კოდის მოთხოვნა“. შეამოწმე პაროლი.

6 განაახლე პროგრამული უზრუნველყოფის ვერსია ტელევიზორზე.

გადადი „პარამეტრებზე“ და აირჩიე: „მხარდაჭერა“ > „პროგრამული უზრუნველყოფის განახლება“.

და აირჩიე „ახლავე განახლება“. განახლების ხელმისაწვდომობის შემთხვევაში ტელევიზორი ავტომატურად ჩამოტვირთავს მას.

7 ტელევიზორზე ხელახლა გაუშვი ფუნქცია AirPlay.

ტელევიზორის პარამეტრების მენიუდან რამდენჯერმე გამორთე და ჩართე ფუნქცია AirPlay.

8 გააუქმე დაწყვილებულ მოწყობილობებთან კავშირი.

შედი ტელევიზორის „პარამეტრების“ მენიუში. აირჩიე პუნქტი „ზოგადი“ > „Apple AirPlay-ს პარამეტრები“ > „კოდის მოთხოვნა“ > „დაწყვილებულ მოწყობილობების წაშლა“ > „დაწყვილების გაუქმება“.

9 გადატვირთე ტელეფონი და ტელევიზორი.

სასურველია ტელეფონი გამოაერთო კვების წყაროდან (როზეტიდან) 1 წუთის განმავლობაში.

10 დააკავშირე მოწყობილობა სხვა წვდომის წერტილთან.

დარწმუნდი, რომ იყენებ მობილურ ინტერნეტს.

გახსენი მენიუ „პარამეტრები“ > „მოდემის რეჟიმი“ > „სხვების დაშვება“.

iPhone 11 (ან უფრო ძველი ვერსიები, რომლებზეც დაინსტალებულია iOS 15) არ იძლევა სმარტფონის წვდომის წერტილის სახით გამოყენების საშუალებას Samsung-ის ტელევიზორების ინტერნეტთან დასაკავშირებლად, რომელთაც აქვთ WPA2-PSK დაცვის პროტოკოლის მხარდაჭერა.

11 შეამოწმე შენი ქსელის მუშაობა, რისთვისაც ტელეფონიდან ტელევიზორზე გაუშვი YouTube-ის ტრანსლაცია.

YouTube აპლიკაციას აქვს მობილური მოწყობილობის მეშვეობით ვიდეოების ტელევიზორზე გაშვების ფუნქცია.

ავტომატურად ან ხელით დაკავშირებისთვის:

  • დარწმუნდი, რომ ტელევიზორი და მობილური მოწყობილობა დაკავშირებულია ერთი და იგივე წვდომის წერტილთან (ერთი და იგივე როუტერთან).
  • ტელევიზორზე გახსენი YouTube აპლიკაცია.
  • სმარტფონზე გახსენი YouTube აპლიკაცია.
  • ტელეფონის აპლიკაციაში დააჭირე კონტენტის გაზიარების ღილაკს: 
    • ავტომატური დაკავშირებისთვის: აირჩიე შენი ტელევიზორი;
    • ხელით დაკავშირებისთვის: აირჩიე პუნქტი „ხელით დაყენების პარამეტრები“, შეიყვანე ტელევიზორის ეკრანზე, YouTube აპლიკაციაში გამოჩენილი კოდი და დააჭირე ღილაკს „დაკავშირება“.
    •  

თუ მოცემული ფუნქცია (ვიდეოების გაზიარება სმარტფონის YouTube აპლიკაციიდან ტელევიზორის ეკრანზე) არ მუშაობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ტელევიზორი გაუმართავია.

თუ ზემოთ აღწერილი ინსტრუქციები ვერ დაგეხმარა, შესაძლებელია პრობლემა დაკავშირებული იყოს ინტერნეტ-კავშირთან, ამ შემთხვევაში მიმართე შენს ინტერნეტ-პროვაიდერს ან Apple-ის მხარდაჭერის ცენტრს.

მადლობა გამოხმაურებისთვის!