გარანტიის პირობები

საგარანტიო ინფორმაცია

საგარანტიო ტალონი

 

არასაგარანტიო მომსახურება

საზღვარგარეთ შეძენილი მოწყობილობებისთვის და/ან მათთვის, რომელთაც არ გააჩნია მწარმოებლის მიერ გაცემული ადგილობრივი კომერციული გარანტია, საქართველოში არსებულ Samsung-ის ავტორიზებულ სერვის ცენტრებში (ასც) ხელმისაწვდომია არასაგარანტიო მომსახურება!*

თუ საზღვარგარეთ შეძენილი პროდუქტი გაუმართავია, თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ Samsung-ის ერთ-ერთ ასც-ს ფასიანი სარემონტო მომსახურების მისაღებად.

ასც-ის სპეციალისტები ჩაატარებენ დიაგნოსტიკას და, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, გაგიწევენ  საჭირო მომსახურებას. შეკეთების დრო დამოკიდებულია გაუმართაობის ტიპზე,  საჭირო სათადარიგო ნაწილების საზღვარგარეთიდან ჩამოტანის პერიოდზე და სხვა ფაქტორებზე.**

დეტალებისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 0-800-555-555 ან ეწვიოთ ნებისმიერ ასც-ს.

* შეკეთების შესაძლებლობა დამოკიდებულია დაზიანების/გაუმართაობის ხასიათზე. შეკეთებას არ ექვემდებარება მოწყობილობები, რომლებიც განკუთვნილია სხვა  კლიმატურ ზონაში ან გარემო პირობებში მუშაობისთვის; რომლებიც კონფიგურირებულია ადგილობრივი სტანდარტებისგან განსხვავებული საკომუნიკაციო სტანდარტების შესაბამისად ან თავსებადია ადგილობრივისგან განსხვავებულ ქსელის ადაპტერებთან, და ა.შ. 

** თქვენი მოწყობილობა შეიძლება ვერ შეკეთდეს, თუ საჭირო სათადარიგო ნაწილები არ არის ხელმისაწვდომი.

მწარმოებელს არ ეკისრება საგარანტიო ვალდებულებები და არ განახორციელებს მოწყობილობის უფასო მომსახურებას შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ პირადი (საყოფაცხოვრებო, საოჯახო) მიზნებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა გამოიყენებოდა სამეწარმეო საქმიანობისთვის, აგრეთვე სხვა მიზნებისთვის, რომლებიც არ შეესაბამება მოწყობილობის ძირითად დანიშნულებას;

ბ) მოწყობილობის გამოყენების ინსტრუქციით და მომხმარებლისთვის მოწყობილობასთან ერთად მიწოდებული სხვა დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოწყობილობის მონტაჟის და ექსპლუატაციის წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში;

გ) თუ  მოწყობილობას ეტყობა  არაკვალიფიცური შეკეთების კვალი (არაორიგინალი სათადარიგო ნაწილების გამოყენება, მოწყობილობის გახსნა და შეკეთება პირების მიერ, რომლებიც არ არიან უფლებამოსილნი მწარმოებლისგან აღნიშნული შეკეთების განსახორციელებლად);

დ) თუ ხარვეზი გამოწვეულია მოწყობილობის დიზაინის ან სქემის მოდიფიკაციით, ან გარე მოწყობილობების მიერთებით, რომლებიც არ არის გათვალისწინებული მწარმოებლის მიერ.

ე) თუ ხარვეზი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, უბედური შემთხვევით, მომხმარებლის ან მესამე პირის განზრახ ქმედებით ან გაუფრთხილებლობით;

ვ) თუ აღმოჩენილია დეფექტები, რომლებიც წარმოიშვა მოწყობილობის მომხმარებლისთვის გადაცემის შემდეგ მექანიკური დაზიანების, ტენიანობის გავლენის, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის, კოროზიის, დაჟანგვის, მოწყობილობის შიგნით უცხო საგნების, ნივთიერებების, სხვა სითხეების მოხვედრის და მწერების ან ცხოველების მიზეზით.

ზ) თუ საჭიროა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მატარებლებიდან ინფორმაციის წაკითხვისთვის განკუთვნილი აუდიო-ვიდეო თავაკების და დისკის წამკითხველის გაწმენდა;

თ) თუ დაზიანება (გაუმართაობა) გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსებისა და მსგავსი პროგრამების ზემოქმედებით; მოწყობილობის პაროლების (კოდების) დაყენებით, შეცვლით ან წაშლით, მოწყობილობაზე  წინასწარ დაინსტალებული პროგრამული უზრუნველყოფის შეცვლით და (ან) ხელახალი ინსტალაციით, მესამე მხარის  (არაორიგინალი) პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციით და გამოყენებით, მყარი დისკების ფორმატირებით და სერვისის კოდების გამოყენებით;

ი) თუ დეფექტი წარმოიშვა მოწყობილობის გამოყენებისას ბუნებრივი ცვეთის შედეგად.  ამ შემთხვევაში, ბუნებრივი ცვეთა გულისხმობს პროდუქტის გამოყენების შედეგებს, რამაც გამოიწვია მისი ტექნიკური მდგომარეობისა და გარეგნული იერის გაუარესება ამ მოწყობილობის ხანგრძლივად გამოყენების გამო;

კ) თუ დაზიანება (გაუმართაობა) გამოწვეულია ელექტრომომარაგების, საკაბელო, სატელეკომუნიკაციო ქსელების, რადიოსიგნალის სიმძლავრის სტანდარტებთან ან ტექნიკურ რეგლამენტებთან შეუსაბამობის გამო, მათ შორის, რელიეფის თავისებურებების და სხვა მსგავსი გარე ფაქტორების გამო, მოწყობილობის გამოყენებით საზღვართან ან ქსელის დაფარვის ზონის გარეთ, ან თუ მოწყობილობას დაუკავშირეთ სხვა არათავსებადი ან გაუმართავი გარე მოწყობილობები;

ლ) თუ დაზიანება გამოწვეულია არასტანდარტული (არაორიგინალი) და (ან) დაბალი ხარისხის (დაზიანებული) სახარჯო მასალების, აქსესუარების, სათადარიგო ნაწილების, ბატარეების, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის შესანახი საშუალებების გამოყენების გამო (რაც სულ მცირე მოიცავს აუდიო - ვიდეო კასეტებს, CD-ს, DVD-ს, მეხსიერების ბარათებს, SIM ბარათებს, კარტრიჯებს);

მ) თუ ხარვეზები გამოწვეულია შეუთავსებელი  კონტენტის (მელოდიები, გრაფიკული, ვიდეო და სხვა ტიპის ფაილები, Java აპლიკაციები და მათი მსგავსი პროგრამები) მიღებით, ინსტალაციით და გამოყენებით;

ნ) თუ მოწყობილობის მარკირების ეტიკეტზე მითითებული მონაცემები შესწორებულია ან წაშლილია, ან თუ პროდუქტზე არ არის დამაგრებული მარკირების ეტიკეტი.