მხედველობა

მხედველობა

სმარტფონი/პლანშეტი

ამოკითხვის ფუნქციები TalkBack ეკრანიდან
გამოიყენე მოწყობილობა, ეკრანზე შეხედვის გარეშე. ეკრანის წამკითხველის ფუნქცია, უზრუნველყოფს ხმოვან კავშირს, რომელიც ეხმარება მომხმარებლებს ვიზუალური შინაარსის გაგებაში.
  • *როგორ დავაყენოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>TalkBack
  • *არსებული ხმოვანი ასისტენტი და  Google TalkBack ახლახან გაერთიანდნენ ერთიან ფუნქციაში. ახალი TalkBack, აერთიანებს ყველაფერ საუკეთესოს თითოეული პროგრამიდან. ხმოვანი ასისტენტის ფუნქციები ყოველთვის მოწოდებული იქნება Google TalkBack-ის  One UI 3.0-ერთად.
მეტის გაგება
ასახვის რეჟიმი
ასახვის რეჟიმში, შეგიძლია გააძლიერო ეკრანის კონტრასტი, ან ნაჩვენები კონტენტი. ახლა აღარ გჭირდება, ცალ-ცალკე ჩართო მაღალი კონტრასტული შრიფტები, კლავიატურა ან ეკრანის სკალირება. მარტივად აირჩიე რეჟიმი, რომელიც შენთვის შესაფერისია.
  • *როგორ დავაყენოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>ხილვადობის გაუმჯობესება>ასახვის რეჟიმი
  • *ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება One UI 4.0-ზე.
მაღალი კონტრასტის თემა
გამოიყენე ღია კონტრასტით, მუქ ფონზე, რათა გაიადვილო კითხვა, შეამცირო თვალის დაღლილობა- სმარტფონის სიბნელეში ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებისას. აირჩიე სხვადასხვა მაღალი კონტრასტული თემებიდან, შენთვის სასურველი, Galaxy Gallery-ში.

*როგორ დავაყენოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>ხილვადობის გაუმჯობესება>მაღალი კონტრასტის თემა

მაღალი კონტრასტის შრიფტები
დაარეგულირე შრიფტების ფერი და კონტური, რათა გაზარდო კონტრასტი ტექსტსა და ფონს შორის.

*როგორ დავაყენოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>ხილვადობის გაუმჯობესება>მაღალი კონტრასტის შრიფტები

მაღალი კონტრასტის კლავიატურა
მაღალი კონტრასტის კლავიატურის სხვადასხვა ვარიანტები ზრდის Samsung კლავიატურის ზომას, ასევე ცვლის კლავიშების ფერს, რათა გაიზარდოს განსხვავება ტექსტსა და ფონს შორის და ტექსტის აღქმა უფრო ადვილი გახდეს.

*როგორ დავაყენოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>ხილვადობის გაუმჯობესება>მაღალი კონტრასტის კლავიატურა

ღილაკების მონიშვნა
ღილაკების მონიშვნა სხვადასხვა ფერით, რათა უფრო მარტივად შესამჩნევი იყოს.

*როგორ დავაყენოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>ხილვადობის გაუმჯობესება>ღილაკების მონიშვნა

Relumino რეჟიმი
თუ ბუნდოვანი ხედვის გამო ეკრანზე ვიდეოებში ან ფოტოებში ობიექტების დანახვა გიჭირს, გამოიყენე Relumino Outline. ის უზრუნველყოფს მკვეთრ საზღვრებს ობიექტებსა და მათ გარემოცვას შორის.
  • *როგორ დავაყენოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>ხილვადობის გაუმჯობესება> Relumino რეჟიმი
  • *ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება One UI 6.0-ზე.
  • *ფუნქციის ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს მოდელის სპეციფიკაციის მიხედვით.
ფერის ინვერსია
ეკრანის ფერებს ინვერსია, უკეთესი ხილვადობის მისაღებად.

*როგორ დავაყენოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>ხილვადობის გაუმჯობესება>ფერის ინვერსია

ფერის პარამეტრი
თუ თეთრი ეკრანიდან კითხვა დისკომფორტს გიქმნის, ან ხელს გიშლის, გამოიყენე ფუნქცია "ფერადი ფილტრის დამატება», რომ კითხვა უფრო ადვილი გახდეს.
  • *როგორ დავაყენოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>ხილვადობის გაუმჯობესება>ფერადი ფილტრის დამატება
  • ფუნქცია შეიძლება არ იყოს მხარდაჭერილი მოდელის სპეციფიკაციებიდან გამომდინარე.
ფერადი ფილტრის დამატება
თუ თეთრი ეკრანიდან კითხვა დისკომფორტს გიქმნის, ან ხელს გიშლის, გამოიყენე ფუნქცია «ფერადი ფილტრის დამატება» რომ კითხვა უფრო ადვილი და სწრაფი გახდეს.
  • *როგორ დავაყენოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>ხილვადობის გაუმჯობესება>ფერადი ფილტრის დამატება
ანიმაციის წაშლა
თვალების დაღლილობისგან თავის ასარიდებლად, დააყენე ეკრანის ეფექტები, რომლებიც ჩნდება გვერდების გადართვისას სხვა ქმედებებზე. ეს გამოგადგება, თუ შენ მგრძნობიარე ხარ ანიმაციის მიმართ ან ეკრანის მოძრაობის მიმართ.

*როგორ დავაყენოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>ხილვადობის გაუმჯობესება> ანიმაციის წაშლა

გამჭირვალეო­ბის, დაბინდვის შემცირება
შეამცირე მენიუს დიალოგის ფანჯრების გამჭირვალობა და დაბინდვა, რათა გაზარდო მათი ხილვადობა.
  • *როგორ დავაყენოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>ხილვადობის გაუმჯობესება> გამჭირვალეობის და დაბინდვის შემცირება.
  • *ეს ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება One UI Watch 4.5 ში.
ექსტრა ჩამუქება
თუ შენი ეკრანი ზედმეტად კაშკაშაა შენთვის, ( ყველაზე დაბალი დონის სიკაშკაშეზეც კი) ჩართე<<ექსტრა ჩაბნელება>> სიბნელეში უფრო კომფორტული კითხვისთვის.
  • *როგორ დავაყენოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>ხილვადობის გაუმჯობესება >ეკრანის ჩამუქება
  • *ეს ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება One UI 4.0.
  • *ფუნქციას შესაძლებელია არ ჰქონდეს მხარდაჭერა მოდელის მახასიათებლებიდან გამომდინარე.
გადიდება
შენ შეგიძლია გაადიდო როგორც მთელი ეკრანი, ასევე მისი ნაწილი.
გამოიყენე სწრაფი წვდომის შორთქათი, ფუნქციასთან უფრო სწრაფი წვდომისთვის და მარტივად გადადი ეკრანის სრული გადიდებიდან ნაწილობრივ გადიდებებს შორის.

*როგორ დავაყენოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>ხილვადობის გაუმჯობესება >გადიდება

Magnifier
Magnifier Widget გეხმარება მარტივად გააფართოვო საგნები შენ გარშემო.
ის ასევე მოიცავს ფერის ფილტრებს, სინათლისა და კონტრასტის კონტროლს ტექსტისა და სურათების უფრო მკვეთრად სანახავად.
ვიჯეტის მენიუდან შეგიძლია მთავარ გვერდზე დაამატო Magnifier Widget.

*როგორ გამოვიყენოთ : პარამეტრები > ხელმისაწვდომობა > ხილვადობის გაუმჯობესება > Magnifier

კურსორის სისქე
შენ შეგიძლია დააყენო ტექსტის კურსორის სისქე უკეთესი ვიზუალური ამოცნობისთვის.

*როგორ გამოვიყენოთ : პარამეტრები > ხელმისაწვდომობა > ხილვადობის გაუმჯობესება > კურსორის სისქე

კურსორის ზომა და ფერი
შეგიძლია დააყენო ეკრანზე მოცემული მაუსის კურსორის ან შეხების წერტილის ზომა ან ფერი.

*როგორ გამოვიყენოთ : პარამეტრები > ხელმისაწვდომობა > ხილვადობის გაუმჯობესება > კურსორის ზომა და ფერი

შრიფტის ზომა და სტილი
ცვალე შრიფტის ზომა და სტილი ეკრანზე ტექსტის წაკითხვისა და ხილვადობის გასაუმჯობესებლად.

*როგორ დავაყენოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>შრიფტის ზომა და სტილი

ეკრანის მასშტაბირება
ცვალე ეკრანის მასშტაბები, რათა დაარეგულირო სხვადასხვა ელემენტების ზომები.

*როგორ დავაყენოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>ხილვადობის გაუმჯობესება > ეკრანის მასშტაბირება

გამადიდებელი შუშის ვიჯეტი
ვიჯეტი «გამადიდებელი შუშა» დაგეხმარება, ობიექტების გადიდებაში, რომლებსაც შენ გარშემო ხედავ. ის ასევე შეიცავს ფერთა ფილტრებს და გაძლევს საშუალებას, აკონტროლო სიკაშკაშე და კონტრასტი, ტექსტისა და სურათების უფრო მკაფიოდ დათვალიერებისთვის. გამადიდებლის ვიჯეტი შეიძლება დაემატოს მთავარ ეკრანს ისე, რომ ის ყოველთვის შენ ხელთ იყოს.
კლავიატურაზე აკრეფილის გახმოვანება
აკრეფილი ტექსტის ხმამაღლა წაკითხვა შესაძლებელია Samsung-ის კლავიატურის გამოყენებით. ფუნქცია "კლავიატურაზე აკრეფილის გახმოვანება" უზრუნველყოფს უკუკავშირს სიმბოლოების და/ან სიტყვების შეყვანისას, შენი უპირატესობის მიხედვით.

*როგორ დავაყენოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>მოწინავე პარამეტრები>კლავიატურაზე  აკრეფილის გახმოვანება

აუდიო აღწერა
შეგიძლია დააყენო „აუდიო აღწერა“ ავტომატურად მოსასმენად, როდესაც უყურებ იმ ვიდეოს, რომელიც მოიცავს „აუდიო აღწერას“.

*როგორ გამოვიყენოთ : პარამეტრები > ხელმისაწვდომობა > ხმოვანი მხარდაჭერა > აუდიო აღწერა

Bixby Vision სპეციალური შესაძლებლო­ბები
Bixby Vision მარტივი პარამეტრებით და ინტერფეისით, გაგიხმოვანებს ყველაფერს, რასაც დაინახავს, რაც დაგეხმარება სამყაროში უკეთ გარკვევაში.
  • *როგორ დავაყენოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>კლავიატურაზე  აკრეფილის გახმოვანება>მოწინავე პარამეტრები>Bixby Vision სპეციალური შესაძლებლობები
  • *ონლაინ რეჟიმში მოქმედების აღწერის მხარდაჭერა აქვს  შემდეგ ენებს: აშშ-ს ინგლისურს, ფრანგულს, გერმანულს, იტალიურს, კორეულს, ჩინურს, პორტუგალიურს და ესპანურს.
  • *ობიექტის იდენტიფიცირების რეჟიმს აქვს 54 ენის მხარდაჭერა, რომელიც ემთხვევა იმ ენებს,რომლებსაც აქვთ თარგმნის ფუნქცია.
ხმოვანი ნიშნული
გამოიყენე NFC ნიშნულები, მსგავსი ფორმების ობიექტების გასარჩევად. შეგიძლია, ჩაწერო და დაურთო ხმის ჩანაწერი - ის გაჟღერდება, როდესაც სმარტფონს მიიყვან ნიშნულზე.

*როგორ დავაყენოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>კლავიატურაზე  აკრეფილის გახმოვანება>მოწინავე პარამეტრები>ხმოვანი ნიშნული

ხელმისაწვდომობის სწრაფი ბმულები
ხელმისაწვდომობის სწრაფი ბმულები საშუალებას გაძლევს გქონდეს ხელმისაწვდომობის მახასიათებელზე უფრო სწრაფი და მარტივი წვდომა.
  • გამოიყენე ხელმისაწვდომობის ღილაკი/ნიშანი
  • სწრაფად დააჭირე მხარის (Side) ხმის აწევის (Volume up) კლავიშებს
  • დიდხანს დააჭირე ხმის აწევისა (Volume up) და დაწევის (Volume down)კლავიშებს

*როგორ გამოვიყენოთ : პარამეტრები > ხელმისაწვდომობა > გაუმჯობესებული მხარდაჭერა > ხელმისაწვდომობის სწრაფი ბმულები

შენთვის რეკომენდირე
ბული
შეგიძლია შეამოწმო რომელი ხელმისაწვდომობის მახასიათებლებია გააქტიურებული და მიიღე შენთვის მოსახერხებელი რეკომენდირებული მახასიათებლები.

*სად მოვძებნო : პარამეტრები > ხელმისაწვდომობა > შენთვის რეკომენდირებული

გადატვირთე ხელმისაწვდომობის პარამეტრები
გადატვირთე ხელმისაწვდომობის პარამეტრები ნაგულისხმევ პარამეტრებში, სხვა პარამეტრების გადაყენების გარეშე.

*როგორ გამოვიყენოთ : პარამეტრები > ძირითადი მართვა > გადატვირთვა > ხელმისაწვდომობის პარამეტრების გადატვირთვა

პორტატული მოწყობილობები

TalkBack ეკრანის წამკითხველი
გამოიყენე მოწყობილობა ეკრანზე ყურების გარეშე. ფუნქცია ეკრანის წამკითხველი უზრუნველყოფს ხმოვან უკუკავშირს, რათა დაეხმაროს მომხმარებლებს ვიზუალური შინაარსის გაგებაში.
  • *როგორ დავაყენოთ : პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>TalkBack
  •  *ხმოვანი ასისტენტის ფუნქცია, ყოველთვის მოწოდებული იქნება  Google TalkBack с One UI 3.0. ით.
მაღალი კონტრასტის შრიფტები
მაღალი კონტრასტის შრიფტები
დაარეგულირე შრიფტების ფერი და კონტური, რათა გაზარდო კონტრასტი ტექსტსა და ფონს შორის.
  • *როგორ დავაყენოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>ხილვადობის გაუმჯობესება>მაღალი კონტრასტის შრიფტები.
  • *ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება One UI Watch 4.5-ში.
ფერების კორექცია
თუ შენ გიჭირს ფერების გარჩევა, შეგიძლია დაარეგულირო მათი ჩვენება. შენი ტარებადი მოწყობილობა ხელახლა დაკონფიგურირდება, რათა ამის შემდეგ, ფერები უფრო ცნობადი გახდეს.
  • *როგორ დავაყენოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>ხილვადობის გაუმჯობესება>ხილვადობის გაუმჯობესება >ფერის კორექცია.
  • *ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება One UI Watch 4.5. ში.
ფერების ინვერსია
უკეთესი ხილვადობისთვის, ინვერსირებას უკეთებს ეკრანის ფერებს.

*როგორ დავაყენოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>ხილვადობის გაუმჯობესება>ფერების ინვერსია

ფერადი ფილტრის დამატება
თუ თეთრი ეკრანიდან კითხვა დისკომფორტს გიქმნის, ან ხელს გიშლის, გამოიყენე ფუნქცია «ფერადი ფილტრის დამატება» რომ კითხვა უფრო ადვილი და სწრაფი გახდეს.

*როგორ დავაყენოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>ხილვადობის გაუმჯობესება>ფერადი ფილტრის დამატება

ანიმაციის წაშლა
თვალების დაღლილობისგან თავის ასარიდებლად, დააყენე ეკრანის ეფექტები, რომლებიც ჩნდება გვერდების გადართვისას სხვა ქმედებებზე. ეს გამოგადგება, თუ შენ მგრძნობიარე ხარ ანიმაციის მიმართ ან ეკრანის მოძრაობის მიმართ.
  • *როგორ დავაყენოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>ხილვადობის გაუმჯობესება> ანიმაციის წაშლა
  • *ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება One UI Watch 4.5. ში.
გამჭირვალეობის, დაბინდვის შემცირება
შეამცირე მენიუს დიალოგის ფანჯრების გამჭირვალობა და დაბინდვა, რათა გაზარდო მათი ხილვადობა.
  • *როგორ დავაყენოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>ხილვადობის გაუმჯობესება> გამჭირვალეობის და დაბინდვის შემცირება.
  • *ეს ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება One UI Watch 4.5 ში.
გადიდება
სამჯერ შეეხე ეკრანს ცალი თითით, რომ გაადიდო ან შეამცირო მასშტაბები.

*როგორ დავაყენოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>ხილვადობის გაუმჯობესება >გადიდება

ფართო შრიფტი
შენ შეგიძლია შეცვალო შრიფტი, რათა ტექსტი უფრო მკაფიო და ხილული გახდეს შენს მოწყობილობაზე.
  • *როგორ დავაყენოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>ხილვადობის გაუმჯობესება >სქელი შრიფტი
შრიფტის ზომა
შენ შეგიძლია შეცვალოთ შრიფტის ზომა, რათა ტექსტი უფრო მკაფიო და ხილული გახდეს შენს მოწყობილობაზე.

*როგორ დავაყენოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>ხილვადობის გაუმჯობესება > შრიფტის ზომა

დრო და ვიბრაცია
შეიტყვე მიმდინარე დრო ვიბრაციის სახით, შეეხე ორი თითით საათის ეკრანს.

*როგორ დავაყენოთ: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>დრო და ვიბრაცია

დრო, მოქმედების შესასრულებ­ლად
შენ შეგიძლიათ აირჩიოთ დრო, რამდენ ხანს გამოჩნდეს შეტყობინება, რომელიც ქმედებასთან არის დაკავშირებული, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით ჩანს ეკრანზე, როგორიცაა შეტყობინებები ან ხმის რეგულირება.
  • *როგორ დავაყენოთ : პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები>მოწინავე პარამეტრები > ქმედების შესრულების დრო
  • *ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება One UI Watch 4.5. ში.
ხელმისაწვდომობის სწრაფი ბმულები
ხელმისაწვდომობის სწრაფი ბმულები საშუალებას გაძლევს გქონდეს ხელმისაწვდომობის მახასიათებელზე უფრო სწრაფი და მარტივი წვდომა.
  • სამმაგი შეხება 2 თითით
  • ორმაგი დაჭერა მთავარი გვერდის კლავიშზე

*როგორ გამოვიყენოთ : პარამეტრები > ხელმისაწვდომობა > გაუმჯობესებული მხარდაჭერა > ხელმისაწვდომობის სწრაფი ბმულები

ტელევიზია

ხმოვანი მეგზური
ხმოვანი მეგზური საშუალებას აძლევს Smart TV-ს, აღწეროს ეკრანზე არსებული ელემენტები ხმამაღლა.
ის ეხმარება მხედველობა დაქვეითებულ მომხმარებლებს, გამოიყენონ ტელევიზორის ძირითადი ფუნქციები, ჭკვიანი სერვისები, მაგალითად, როგორიცაა ინტერნეტში ძიება. ხმოვანი მეგზურის მეშვეობით, შეგიძლია, მოისმინო ინფორმაცია მიმდინარე არხისა და ხმის მოცულობის შესახებ, გაეცნო მიმდინარე და სამომავლო მაუწყებლობას, პროგრამის განრიგს.
  • პარამეტრები-ხმის სიმძლავრე/სიჩქარე/სიმაღლე
  • *როგორ დავაყენოთ: მთავარი>მენიუ>ყველა პარამეტრი>ზოგადი და კონფიდენციალურობა>სპეციალური შესაძლებლობები>ხმოვანი მეგზური
აუდიო-აღწერილობა
სერვისი, რომელსაც მრავალი სატელევიზიო პროგრამა აწვდის მხედველობა დაქვეითებულ მომხმარებლებს. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ შინაარსის ვიზუალურ ნაწილთან ერთად, გადაიცემა დამატებითი აუდიო ჩანაწერი, რომელიც უზრუნველყოფს სცენის სიტყვიერ აღწერას. ახლა შენ შეგიძლია, დეტალურად გაიგო სიუჟეტის ცვლილებების, პერსონაჟების გამონათქვამების, ჟესტების, კოსტიუმების და სხვა. შესახებ.
  • *როგორ დავაყენოთ: მთავარი>მენიუ>ყველა პარამეტრი>ზოგადი და კონფიდენციალურობა>სპეციალური შესაძლებლობები>აუდიო აღწერილობა
  • *აუდიო აღწერა ხელმისაწვდომია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარდაჭერილია იმ გადაცემით, რომელსაც იმ პერიოდში უყურებ.
გრაფიკული ზუმი
თუ ეკრანს კარგად ვერ ხედავ, შეგიძლიათ 200%-მდე გაზარდო მასზე არსებული გამოსახულება ან ტექსტი. ასევე, დაარეგულირო გასადიდებელი ადგილის არეალი.
  • ზუმის დონის დარეგულირე
  • დაზუმებული ადგილის გადაადგილების რეგულირება.

*როგორ დავაყენოთ: მთავარი>მენიუ>ყველა პარამეტრი>ზოგადი და კონფიდენციალურობა>აუდიო აღწერილობა>სპეციალური შესაძლებლობები>გრაფიკული ზუმი

მაღალი კონტრასტი
ღია ტექსტის მუქ ფონზე გამოყენება, საშუალებას აძლევს ადამიანებს, ვისაც აქვს დალტონიზმი, ან დაქვეითებული მხედველობა, უკეთესად დაინახონ ეკრანზე ასახული ტექსტი. ხილვადობის გასაუმჯობესებლად და თვალის დაძაბვის შესამცირებლად, შეგიძლია შეცვალო მთავარი ეკრანის ფონი შავი ფერით და ტექსტის ფერი, თეთრად ან ყვითელად. გარდა ამისა, ტელევიზორის მენიუს გამჭვირვალე ეკრანი ავტომატურად ხდება ბუნდოვანი, რათა ტექსტი კიდევ უფრო ამოკითხვადი გახდეს.

*როგორ დავაყენოთ: მთავარი>მენიუ>ყველა პარამეტრი>ზოგადი და კონფიდენციალურობა >სპეციალური შესაძლებლობები>მაღალი კონტრასტი

გადიდება
ფუნქცია, ზრდის მენიუს და ტექსტის ზომას, რათა დაეხმაროს მხედველობა დაქვეითებულ ადამიანებს, უკეთესად დაინახონ ტექსტი და სამუშაო ეკრანზე არსებული სექციები. მაგალითად როგორიცაა, ინფორმაცია არხის შესახებ, Smart Hub, პარამეტრები, ეკრანზე გამოჩენილი ფანჯრები და სხვა.

*როგორ დავაყენოთ: მთავარი>მენიუ>ყველა პარამეტრი>ზოგადი და კონფიდენციალურობა>სპეციალური შესაძლებლობები>გადიდება

ნაცრისფერი სკალა
თუ შენ გაქვს ფერების გარჩევადობასთან დაკავშირებით სირთულეები, ან თვალები გეძაბება, შეგიძლია, ამ ფუნქციის მეშვეობით, შეცვალო ეკრანის ფერი შავ-თეთრად. გამოიყენე შავ-თეთრი რეჟიმი, სურათებისა და ტექსტის გამკვეთრებისთვის და კითხვა უფრო კომფორტული გახდება.

*როგორ დავაყენოთ: მთავარი > მენიუ > პარამეტრები > ყველა პარამეტრი > ზოგადი და კონფიდენციალურობა>სპეციალური შესაძლებლობები >ნაცრისფერი შკალა

ფერის ინვერსია
თუ შენ მგრძნობიარე ხარ სინათლის მიმართ, ან სუსტი მხედველობა გაქვს, შეგიძლია, აირჩიო შავი ფონი, თეთრი ტექსტით. ფერის ინვერსია ხელს უწყობს ვიზუალურ აღქმას, ამცირებს მბზინვარებას და თვალის დაძაბულობას.

*როგორ დავაყენოთ: მთავარი>მენიუ> პარამეტრები>ყველა პარამეტრი>ზოგადი და კონფიდენციალურობა>სპეციალური შესაძლებლობები>ფერის ინვერსია

დანართი SeeColors
აპლიკაცია SeeColors, ხელმისაწვდომია ყველა Samsung QLED-ზე, ეხმარება ადამიანებს, რომლებსაც დაქვეითებული აქვთ ფერების აღქმა და საშუალებას აძლევს, გამორთონ ფერები ეკრანზე საჭიროებების შესაბამისად. შენ შეგიძლია, შეამოწმო, შენი დალტონიზმის ხარისხი და აღნიშნულის მიხედვით, დააყენო იმ ფერთა სპექტრზე, რომლის ამოცნობაც შეუძლია შენს თვალს.
  • *როგორ დავაყენოთ: მთავარი>მენიუ> დანართი>ცხოვრების წესი>See Colorsან მთავარი>მენიუ>დანართი>ძიება>შეიყვანეთ SeeColors 
  • *შეგიძლია ჩამოტვირთო SeeColors აპლიკაცია Apps-დან (Samsung Smart TV აპების მაღაზია).
დისტანციური პულტის შესწავლა
აღნიშნული ფუნქცია მხედველობა დაქვეითებულ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სწრაფად გაეცნონ დისტანციური პულტის ღილაკების მდებარეობას და მუშაობას. ტელევიზორი გაუწყებს, რას აკეთებს თითოეული ღილაკი მასზე დაჭერის შემდეგ.

*როგორ დავაყენოთ: მთავარი>მენიუ> პარამეტრები>ყველა პარამეტრი>ზოგადი და კონფიდენციალურობა>სპეციალური შესაძლებლობები>დისტანციური პულტის შესწავლა

მენიუს შესწავლა
აღნიშნული ფუნქცია, საშუალებას აძლევს მხედველობა დაქვეითებულ მომხმარებლებს, შეისწავლონ ტელევიზორის სხვადასხვა ფუნქცია, მენიუს შესწავლა შეიცავს ელექტრონულ აუდიო ინსტრუქციებს, რომელიც შეგასწავლის, როგორ ისარგებლო დისტანციური მართვის პულტით, სპეციალური შესაძლებლობების მენიუთი, ტელევიზორის გამოყენებისთვის ხმოვანი სახელმძღვანელოთი, პროგრამის განრიგით და სხვა.

*როგორ დავაყენოთ: მთავარი>მენიუ> პარამეტრები>ყველა პარამეტრი>ზოგადი და კონფიდენციალურობა>სპეციალური შესაძლებლობები>მენიუს შესწავლა

სამზარეულოს და მისაღები ოთახის საყოფაცხოვრებო ტექნიკა

SmartThings TalkBack საყოფაცხოვ­რებო ტექნიკისა და მათი სერვისები.
მართე შენი საყოფაცხოვრებო ტექნიკა SmartThings Talkback ეკრანის წამკითხველის დახმარებით. ფუნქცია, რომელიც ეხმარება მხედველობა დაქვეითებულ მომხმარებლებს, მიიღონ ხმოვანი უკუკავშირი, თუ რა არის ეკრანზე. წამკითხველის ფოკუსის კონტროლი შესაძლებელია ეკრანზე შეხებით ან თითის გატარებით ეკრანზე. ფუნქციის ეფექტურობა დადასტურებულია პრაქტიკული გამოყენებით.
  • რა არის ეკრანზე
  • ფოკუსში არსებული ინფორმაციის წაკითხვა
  • ფოკუსის გადატანა სხვა ობიექტზე
  • გადაფურცლე სია ზემოდან ქვემოთ
  • გადაიტანე ფოკუსი ეკრანზე არსებულ პირველ ან ბოლო ობიექტზე
  • *როგორ დავაყენოთ მობილურ მოწყობილობაზე: პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები> TalkBack
  • *ხმოვანი ასისტენტის ფუნქცია, ყოველთვის მოწოდებული იქნება  Google TalkBack с One UI 3.0. ით.

სარეცხი/საშრობი მანქანა

ბრაილის შრიფტის დასაკრობები
საკვანძო ღილაკებზე დატანილია ბრაილის შრიფტი და შეხების წერტილები, რაც ამარტივებს მისით სარგებლობას, მხედველობა დაქვეითებული ადამიანებისთვის. ბრაილის შრიფტის დასაკრობები ხელმისაწვდომია ყველასთვის და მათი მოთხოვნა შესაძლებელია უფასოდ .ისინი შექმნილია სპეციალურად Samsung-ის ტექნიკისთვის.

*ახლანდელ დროში, ბრაილის შრიფტის დასაკრობები გათვალისწინებულია სარეცხი/საშრობი მანქანებისთვის, რომლებიც გამოშვებულია 2019 წლიდან.

მართვის პანელი გაუმჯობესებული ხილვადობით
გამრეცხი/საშრობი მანქანის გამოყენება უკვე სიბნელეშიც კი შეგიძლია, თხევად კრისტალური ეკრანის მეშვეობით.
გამრეცხი/საშრობი მანქანის მართვის პანელზე, ნიშნულების და ინდიკატორების ნაცვლად გამოყენებულია თხევად-კრისტალური ეკრანის პანელი, გადიდებული ტექსტით, რაც სიბნელეშიც კი უზრუნველყოფს ხილვადობას.

*ფუნქცია ხელმისაწვდომია თხევად კრისტალური ეკრანის მქონე სარეცხი/საშრობი მანქანების მოდელებზე.

მოსახერხებე­ლი ხმის პარამეტრები
მომხმარებლებს შეუძლიათ განასხვავონ, სარეცხი და საშრობი მანქანის ფუნქციები ხმის და ტონალობის მიხედვით.
მაგალითად, თუ სარეცხსა ან საშრობზე სახელურს ატრიალებ, ყოველ ჯერზე, როცა ნორმალურ ციკლს მიაღწევ, ისმის ხმოვანი სიგნალი.
გარდა ამისა, როცა მომხმარებელი სარეცხ მანქანაში წყლის ტემპერატურას წევს, ხმა მატულობს.

მაცივარი

ხმის მოსახერხებე­ლი პარამეტრები
მომხმარებლებს შეუძლიათ განასხვავონ მაცივრის ტემპერატურა, მისი ჟღერადობის ტონალობით. მაგალითად, როცა ტემპერატურას ზრდი, ხმა ძლიერდება.
ტექსტის ხმად გარდაქმნა.
Family Hub აქვს ფუნქცია, ტექსტი მეტყველებად გარდაქმნას, აპლიკაციებში Smart Recipe და Atelier (Art Collection). ახლა შენ უკვე შეგიძლია წაიკითხო და მოუსმინო რეცეპტებისა და ხელოვნების კოლექციების აუდიო აღწერილობებს, როცა ხელები ან თვალები დაკავებული გაქვს. გარდა ამისა, ეს ფუნქცია ეხმარება მხედველობა დაქვეითებულ ადამიანებს, მოუსმინონ ვიზუალური და ტექსტური შინაარსის აღწერილობას.

*Atelier აპლიკაცია ამჟამად აქტიურია კორეაში, აშშ-სა და ლათინურ ამერიკაში/კარიბის ზღვის აუზში

ჭურჭლის სარეცხი მანქანა/ინდუქციური გაზქურა

მოსახერხებე
ლი ხმის პარამეტრები
მომხმარებლებს შეუძლიათ განასხვავონ ჭურჭლის სარეცხი მანქანისა და ინდუქციური გაზქურის ფუნქციები ხმისა და ტონალობის მიხედვით. მაგალითად, თუ აირჩევ ჭურჭლის სარეცხი მანქანის რეჟიმს, ხმოვანი სიგნალი წარმოიქმნება ყოველ ჯერზე, როდესაც აირჩევ ყველაზე მარცხენა რეჟიმს. გარდა ამისა, როდესაც მომხმარებელი ზრდის ინდუქციური გაზქურის სიმძლავრის დონეს, ხმა ძლიერდება.

მომხმარებლის ინკლუზიური მხარდაჭერა

ჩვენ ყოველთვის კავშირზე ვართ, რათა Samsung -ის შესაძლებლობები უფრო ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი გავხადოთ.